ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

არქეოლოგის თქმით, სავარაუდოდ, მან იესო ქრისტეს ბავშვობის სახლს მიაკვლია

by ნატალია ჩიქოვანი 1 დეკემბერი, 2020
1 დეკემბერი, 2020 619 ნახვა

დიდი ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორის, არქეოლოგ კენ დარქის განცხადებით, ისრაელში მდებარე ქალაქ ნაზარეთში მან I საუკუნით დათარიღებულ სახლის ნანგრევებს მიაკვლია, რომელშიც, მეტად სავარაუდოდ, იესო ქრისტე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

დარქის თქმით, შენობის ნაშთები ეკუთვნის V-VII საუკუნეების ბიზანტიურ ეკლესიას, რომლის ადგილზეც მოგვიანებით ნაზარეველი დების ქალთა მონასტერი აუგიათ. სწორედ ამ ტაძრის ქვეშაა მოქცეული ძველი სახლის ნანგრევები. არქეოლოგი ირწმუნება, რომ ეს სწორედ ის ტაძარია, რომელიც უძველეს, VII საუკუნით დათარიღებულ ჩანაწერებშია ნახსენები.

„ბიზანტიური წყაროებიდან ცნობილია, რომ მარიამისა და იოსების სახლის ადგილზე ჩვილი იესოსადმი მიძღვნილი ტაძარი ააშენეს, თავად შენობის ნაშთები კი საკურთხევლის ქვეშ მდებარე კრიპტში შენარჩუნდა. მას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა VII საუკუნის ავტორებისგან ვიცით, რომ ეს ადგილი მრავალი წლის განმავლობაში ქრისტიანული პილიგრიმობის ცენტრი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორედ ის ტაძარია.“ – აცხადებს პროფესორი დარქი BBC-სთან საუბარში.

მეცნიერის თქმით, სახლი, რომელშიც, სავარაუდოდ, იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა, ქვაში ოსტატურადაა ამოკვეთილი, რაც, მისი აზრით, უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს. როგორც ცნობილია, იოსები დურგალი გახლდათ. ის ახალ აღთქმაში „ტექტონად“ მოიხსენიება, რაც მხოლოდ დურგალს არ ნიშნავს, არამედ ხელოსანს, რომელსაც სახლის აგებაც შეეძლო.

„სახლი სრულად შესაბამება იმას, რასაც შეიძლება მოველოდებოდეთ ხელოსნის საცხოვრებლისგან. ვინც სახლი ააშენა, მას ქვის დამუშავების შესანიშნავი ცოდნა უნდა ჰქონოდა. მართალია, „ტექტონი“, როგორც წესი, დურგლად ითარგმნება, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს ხელოსანს, რომელსაც მშენებლობასთან აქვს კავშირი.“ — ამბობს არქეოლოგი.

აღსანიშნავია, რომ მონასტრის ქვეშ სახლის ნაშთები არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 1880-იან წლებში აღმოაჩინეს. 1888 წელს კი პირველად გაჟღერდა მოსაზრება, რომ ქრისტე ადრეულ ასაკში სწორედ იქ ცხოვრობდა. მოსაზრება ბიბლიის ცნობილ მკვლევარს, ვიქტორ გერინს ეკუთვნოდა. 1930-იან წლებში მეცნიერებმა ეს ვარაუდი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და გათხრების ადგილიც მიატოვეს, თუმცა 2006 წელს ნაზარეთში კენ დარქი ჩავიდა. იგი ამ ქალაქის, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში ქრისტიანული მომლოცველობის ცენტრის, ისტორიის შესწავლით იყო დაკავებული და 14-წლიანი მუშაობის შედეგად ზემოხსენებულ დასკვნამდეც მივიდა.

კენ დარქის ჰიპოთეზა საყურადღებოდ მიაჩნიათ მის კოლეგებსაც, თუმცა, მათი აზრით, მისი მართებულობის დასამტკიცებლად დამატებითი არქეოლოგიური გათხრების ჩატარება და ნაზარეთის ცენტრალურ ნაწილში არსებული სხვა ნანგრევების შესწავლაა საჭირო.

პროფესორის თქმით კი, ის ფაქტი, რომ დაახლოებით IV საუკუნეში სახლის მიმდებარე ბორცვზე გამოქვაბულის ეკლესია დაარსდა, მომდევნო საუკუნეში კი მის თავზე დიდი ტაძარი აიგო, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მშენებლებს ეს ადგილი რელიგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები