ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

დენზელ ვაშინგტონი და რომა დოუნი ქრისტიანული ფილმის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

by ნატალია ჩიქოვანი 17 მაისი, 2021
17 მაისი, 2021 240 ნახვა

ჰოლივუდის ვარსკვლავები დენზელ ვაშინგტონი და რომა დოუნი კინოთეატრებს ქირაობენ, რათა მხარი დაუჭირონ ამერიკელი ხუცესის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „ჩიკაგო: ამერიკის ფარული ომი“, რომლის ხალხისთვის ჩვენებას ფილმის შემქმნელები კინოთეატრების მიერ წაყენებული ბიუროკრატიული მოთხოვნების გამო ვერ ახერხებდნენ. მსახიობების ძალისხმევით, ფილმის პრემიერა ქვეყნის კინოთეატრებში 13 მაისს გაიმართა.

მას შემდეგ, რაც სრული იზოლაციის მოხსნის შემდეგ კინოთეატრებმა მუშაობა განაახლეს, პროდიუსერებს პრობლემა შეექმნათ დოკუმენტური ფილმის კინოთეატრებში გაშვებაზე. ჰოლივუდის მსახიობების, უფლებადამცველების, ქრისტიანი თემებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერის შედეგად, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა შეძლეს, ახალგაზრდებისთვის ეს ფილმი მაინც ეჩვენებინათ.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა და ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 7 000 ამერიკელი დაიღუპა ავღანეთსა და ერაყში 2001 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, როცა ამ დროის მონაკვეთში ჩიკაგოში ეს რიცხვი 10 000-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს სიკვდილიანობის 90.9% იარაღით ძალადობის მეშვეობით განხორციელდა. ანგარიში გვიჩვენებს, რომ ყოველ 2 საათში ერთ ადამიანს ესვრიან, და ყოველ 10 საათში ერთი ადამიანი კვდება.

დიმას სალაბერიოსისა და მისი მეუღლის, ტიფანის, მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ჩიკაგო: ამერიკის ფარული ომი“ „ოსკარის“ დაჯილდოების  საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში განიხილება.

ხუცესი დიმას სალაბერიოსი ჩიკაგოში, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ქალაქში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ელოცა და ემარხულა იქ გამეფებული მკვლელობისა და ძალადობის დასრულებისთვის. აქ ბავშვები დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და თავს დაცულად მხოლოდ სკოლასა და ეკლესიაში გრძნობენ.  

სალაბერიოსი, ყოფილი ნარკობარონი, ახლა კი უკვე მისიონერი ნიუ-იორკიდან, მოწოდებულია, რომ ებრძოლოს ამ სისხლისღვრას ჩიკაგოში. უამრავი მიძღვნილი ადამიანი მუშაობდა იმაზე, რომ ის, რაც რეალობაში ხდება, ფილმშიც ასევე ასახულიყო.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები