ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

კერი ჯოუბის გულწრფელი წერილი ბაიდენს

by მარიამ გოგიჩაშვილი 26 იანვარი, 2021
26 იანვარი, 2021 136 ნახვა

ოთხშაბათს, ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ფიცის დადების შემდეგ, ცნობილმა მგალობელმა და გუნდის ხელმძღვანელმა კერი ჯოუბმა გულწრფელი წერილი მიუძღვნა ბაიდენს.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, მინდა იცოდეთ, მე ვლოცულობ თქვენთვის, ვიცე-პრეზიდენტისთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ვლოცულობ, რომ როგორც კი აიღებთ ქვეყნის მართვის სადავეებს, გრძნობდეთ ძალას, რომელიც ჩვენი, მლოცველთა თანადგომით გექნებათ. რწმენა უძლიერესი იარაღია და ღმერთიც ყოველთვის რწმენაზე დაფუძნებით მოქმედებს. ვლოცულობ, რომ როდესაც არ გეცოდინებათ, რა მოიმოქმედოთ, ამ დროს უპირველესად ღმერთს მიმართოთ; ვლოცულობ, რომ როდესაც თავს ტვირთის ქვეშ მყოფად იგრძნობთ, გარშემორტყმული იყოთ მხარდაჭერით და კეთილი რჩევებით, და ღვთიური სიბრძნით, რომელიც დაგეხმარებათ.“

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი თვისება ღმერთში, არის ერთგულება, და იგი ყოველთვის ესაუბრება თავისთან მიმსვლელებს.“ მან მოუწოდა ბაიდენს, რომ ეძიოს ეს ურთიერთობა ღმერთთან, თუ უკვე არ აქვს, რადგან ეს „ყველაფერს ცვლის“.

კერიმ თავისი წერილი ბაიდენსა და ჰარისზე ლოცვით დაასრულა.

„ვლოცულობ, რომ თავს გრძნობდეთ კურთხეულად და დაცულად, რათა შეიცნოთ მისი სიყვარული თქვენდამი. ჩვენი პატარა, 4-სულიანი ოჯახი ილოცებს თქვენთვის ყოველდღე. ღმერთმა გაკურთხოთ, ბატონო პრეზიდენტო და ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო.

გულწრფელობით და პატივისცემით, კერი ჯოუბი კარნესი.“

კერი ჯოუბმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებული აღნიშნული ტექსტის ბოლოს ბიბლიის შემდეგი მუხლები მიუთითა:

„ამრიგად, შეგაგონებთ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომისთვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით; ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.“  1-ლი ტიმოთე 2:1-4.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები