ცნობილი ამერიკელი მომღერალი და „გრემის“ ორი ჯილდოს მფლობელი, ლორენ დეიგლი, ისტორიაში პირველი ქალი მომღერალია, რომლის 5 სხვადასხვა სიმღერა პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდის ქრისტიანული მუსიკის ჩარტებში. მეხუთე სიმღერა, რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი, არის „Hold on to Me“. ეს სიმღერა მან ამერიკულ ტელეშოუ „The Voice“-ში შეასრულა. ამის შემდეგ სიმღერის გაყიდვების რიცხვი 228%-ითა და 5,500 ჩამოტვირთვით გაიზარდა.
„Apple Music“-ის ვიდეოში დეიგლი ამბობს, რომ ეს სიმღერა კარგი შეხსენებაა 2020 წლის შემდეგ, რათა გავერთიანდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთმანეთთან ყოფნა და ერთმანეთისთვის ცხოვრება, ერთმანეთის დახმარებაა ის, რისთვისაც უნდა ვცხოვრობდეთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამჯერად ბილბორდის ქრისტიანული მუსიკის ჩარტებში პირველ ადგილს ისევ მისი საავტორო სიმღერა „You Say“ იკავებს. ის უკვე 148 კვირაა, რაც ჩარტებშია და აქედან, 100 კვირაზე მეტია, რაც პირველ ადგილს ინარჩუნებს.