ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

მაიკლ სმიტის ახალი წიგნი: „მამის გზა: გაკვეთილები მამაჩემისგან, სიმართლე ღმერთის შესახებ“

by მანანა ტვინიკაძე 12 მაისი, 2021
12 მაისი, 2021 116 ნახვა

2015 წლის ნოემბერში მაიკლ სმიტი იაპონიაში იმყოფებოდა ფრანკლინ გრემთან ერთად საევანგელიზაციო ღონისძიებაზე, როდესაც მოულოდნელად მისმა მობილურმა დარეკა. ზარი ნეშვილიდან იყო. იუწყებოდნენ, რომ მისი 82 წლის მამის მდგომარეობა გაუარესდა. ის დიდი ხანი ებრძოდა შეძენილ ჭკუასუსტობას (დემენციას).

„მამაჩემს ბოლოჯერ ტოკიოს აეროპორტიდან დავემშვიდობე. მე გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი ტოკიოში კიდევ ერთ დღეს, რადგან ზუსტად ვიცოდი, რის გაკეთებისკენ მომიწოდებდა ამ დროს მამაჩემი, ის მეტყოდა: ‘დარჩი მანდ და აკეთე ის, რაც ღმერთმა დაგავალა’. მე მას კამერის მეშვეობით ვურეკავდი, ვიცოდი, რომ მოახლოებულიყო მისი გარდაცვალების ჟამი და ვუთხარი მას: ‘მამა, ნუ დამელოდები, არ გჭირდება ჩემი ლოდინი. მე უბრალოდ გათავისუფლებ შენ.’ მან მითხრა თავისი შესანიშნავი ხმით, ყელში ბურთი მეჩხირება ამაზე საუბრისას…“

ვიდრე პოლ სმიტი გარდაიცვლებოდა, მან იცოდა, რომ მის ვაჟს სურდა, წიგნი დაეწერა მასზე. მას შემდეგ, რაც ის ნელ-ნელა მეხსიერებას კარგავდა, სმიტმა დაიწყო რაღაცების ჩანიშვნა მამამისის შესახებ, როგორიცაა მამამისის მონაყოლი ამბები მის ბავშვობაზე, და მამამისის ძირითადი მახასიათებლები. ახლა, მისი გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ, სმიტი ამაგს უნაზღაურებს თავისი ცხოვრების გმირს წიგნით, რომლის სათაურია: „მამის გზა: გაკვეთილები მამაჩემისგან, სიმართლე ღმერთის შესახებ“.   

მართალია, წიგნი მამამისის საპატივსაცემოდ მის ისტორიას ეძღვნება, თუმცა ის ასევე მოგვითხრობს სმიტის ისტორიასა და მისი ცხოვრების დეტალებს კენოვადან, დასავლეთ ვირჯინიიდან ნეშვილამდე, სადაც ის ერთ-ერთი ცნობილი არტისტია. ის საუბრობს ყველა იმ გაკვეთილზე, რომელსაც მამა ასწავლიდა ბავშვობაში. და ყოველ ჯერზე ის მამისა და შვილის ურთიერთობას ადარებს სამყაროს შემოქმედისა და ადამიანების ურთიერთობას.

„მამაჩემი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მისი ქმედებები, მისი პოზიტივი, სიყვარული დედაჩემისადმი, მისი სიყვარული შვილებისადმი, მეგობრებისადმი და უსახლკაროებისადმი… საათობით შემიძლია, მის მახასიათებლებზე ვისაუბრო. იმაზე, თუ რა არაჩვეულებრივი კაცი იყო ის.

არ მახსენდება, მამაჩემს ხმა აეწიოს, თუმცა მახსოვს, ერთხელ ძალიან გაბრაზდა, როდესაც ჩემი სიმღერა მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილზე ვერ მოხვდა. მე ვეუბნებოდი: „მამა, ჩემი ყველა სიმღერა პირველ ადგილზე ვერ მოხვდება“, თუმცა ის მეუბნებოდა: „რატომ არა, შვილო? შენ ხომ საუკეთესო ხარ“. ის სულ მიმტკიცებდა რაღაცებს.

პოლ სმიტი მაიკლ სმიტის უდიდესი გულშემატკივარი იყო. წიგნში ის იხსენებს დღეს, როდესაც დედამისმა მას პანიკურად შეშინებულმა დაურეკა, დარწმუნებულმა, რომ მისი მეუღლე სიცოცხლეს ამთავრებდა. ის გაიქცა მშობლებთან, სადაც მედპერსონალი მთელი ძალით იბრძოდა მისი მამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. როგორც ამას სმიტი აღწერს თავის წიგნში, მეზობლების დიდი ნაწილი შეკრებილიყო მათ ეზოში. უცებ, იხსენებს სმიტი, მამაჩემმა თავი წამოსწია, თითი ჩემკენ გამოიშვირა და ძლივძლივობით უთხრა მედიკოსებს: „იცით, ეს ვინ არის? ეს ჩემი შვილია, მაიკლ სმიტი.“

წიგნშიც სწორედ ასე აკავშირებს ის მამისა და შვილის ურთიერთობას ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობასთან. სწორედ ასე გრძნობს უფალი თავს ჩვენზე საუბრისას: „იცით, ვინ არის ეს ადამიანი? ის ჩემი ვაჟია, ან, ის ჩემი ქალიშვილია“.

მამამ მასწავლა, თუ როგორია ღმერთი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, თუ როგორ მამობას მიწევდა მაშინ, როცა რაღაცებს არასწორად ვაკეთებდი.

ადრეულ წლებში სმიტმა თავი დაანება ქრისტიანობას და დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, რომელიც ნელ-ნელა დამოკიდებულებაში იზრდებოდა.

„მახსოვს, ერთხელ მამამ გარეთ გამიყვანა, ის ძალიან კეთილი იყო და მითხრა: ‘შვილო, შეწყვიტე ეს ქმედება’, მახსოვს, როგორ ავიფარე ხელი სირცხვილისგან და ერთადერთი, რის თქმაც შევძელი, იყო: ‘ვიცი, მამა, ვიცი’“.

1979 წლის ნოემბერში სმიტს ნერვული აშლილობა ჰქონდა. სამი საათის განმავლობაში ტიროდა და იკრუნჩხებოდა, ის ისეთ გარდასახვას გადიოდა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

„დილის 4-ის ნახევარზე ვიგრძენი, რომ ზეციერი მამა მოვიდა ჩემთან და ჩამოჯდა სამზარეულოში, იატაკზე, ხელები თავზე დამადო და მას შემდეგ მე სრულიად შევიცვალე. მჯერა, რომ ჩემი მშობლების ლოცვამ მიხსნა, ისინი არ დანებებულან ჩემთან მიმართებით მაშინაც კი, როდესაც წამლების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო ლამის მოვკვდი.“

სმიტის დამოწმება არის მტკიცებულება, რომ ღმერთს შეუძლია, სრულიად შეცვალოს ადამიანის გული, მას შეუძლია, მშობლების  ხანგრძლივი ლოცვები გამოიყენოს ამისთვის.

სმიტმა პიანინოს დაკვრა ბებიისგან ისწავლა, სიმღერის ნიჭი კი მამისგან გამოჰყვა.

„მას ფრენკ სინატრას მსგავსი ხმა ჰქონდა.“ – ამბობს სმიტი მამამისზე.

პოლ სმიტი არა მხოლოდ სიმღერაში, არამედ ბეისბოლის თამაშშიც ძლიერი იყო, ის მცირე ლიგებშიც თამაშობდა. მართალია, იგი ვაჭრობდა და დიდხანს მსახურობდა ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, თუმცა იმისათვის, რომ ოჯახი უფრო მეტი საზრდოთი მოემარაგებინა, ის წლების განმავლობაში მწვრთნელად მუშაობდა თავისი შვილის მცირე ლიგის გუნდშიც. სმიტი იხსენებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მამამისი მათ დიდ გასეირნებას ჰპირდებოდა ნაყინის საჭმელად Dairy Queen-ში. ერთ სეზონზე მისმა გუნდმა ყველა თამაში წააგო გარდა ერთისა, თუმცა მამამ ისინი მაინც წაიყვანა სანაყინეში. ის მათთან ერთად წაგებასაც აღნიშნავდა და მოგებასაც. ამ დროს ის მოზარდებს ისეთ გაკვეთილებს ასწავლიდა, რასაც თამაშზე ვერ შეძლებდა.

მაიკლი ამბობს, რომ მამამისმა მას სიკეთის კეთების ხელოვნება ასწავლა, და ასევე ის, თუ როგორ გიყვარდეს ადამიანები უანგაროდ. „ვფიქრობ, მე უკეთესი ქმარი ვხდები მაშინ, როცა ვიხსენებ, თუ როგორ უყვარდა მამაჩემს დედაჩემი. მე არ ვარ სრულყოფილი ქმარი ან მამა, ჩვენ ყველას გვაქვს ნაკლი და სისუსტეები, თუმცა თუ რაიმე კარგია ჩემში, ეს მამაჩემის დამსახურებაა.  

სმიტს, თავისდა უნებურად, ხშირად აღმოუჩენია საკუთარ თავში მამამისის მიმიკა თუ ხასიათი.

„ხშირად, როდესაც რაიმეს ვამბობ ან ვაკეთებ, ვფიქრობ, ო, ეს ხომ მამაჩემივით გავაკეთე. უფრო მეტიც, სარკეში რომ ვიხედები, მას ვუყურებ, რადგან მე მამას ძალიან ვგავარ.“

დაახლოებით 59 წელი გაატარეს ქორწინებაში სმიტის მშობლებმა, სმიტის მამამ შვილებს მემკვიდრეობით სიცილი, სიყვარული და რწმენა დაუტოვა. მან ასწავლა შრომის დიდი მნიშვნელობა, იგი ხომ 37 წლის განმავლობაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა. 

შრომისმოყვარე მამის შემხედველ სმიტს არასდროს გასჩენია დანებების სურვილი. მას ახალი გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც სულ მალე აპირებს.

როდესაც ის მუსიკაზე არ მუშაობს, სმიტის პოვნა შეიძლება თავის ფერმაში, ფრანკლინში, ტენესის შტატში, სადაც თავის 16 შვილიშვილთან ერთად ატარებს დროს, ან დედას სტუმრობს, რომელიც იმავე დაავადებას ებრძვის, რომელსაც მისი მეუღლე ებრძოდა. შესაძლოა, ერთ დღეს მან დედამისის ისტორიაც წიგნად მოგვითხროს.

ის ამბობს, რომ იმხელა ინფორმაციის დაწერა შეუძლია მამამისზე, რომ ტომებად გამოსცემდა წიგნებს. „შემიძლია, 5 წიგნი მაინც დავწერო მამაზე, აქ ვიჯდე და საათობით ვლაპარაკობდე მასზე. ამ წიგნში ყველა ისტორია არაა მოთხრობილი, რაც მინდოდა, რომ მომეყოლა, თუმცა ვფიქრობ, წიგნი სწორედ იმ ისტორიებითაა სავსე, რომელიც ნამდვილად საჭირო და სასარგებლოა. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ხალხს დაანახვებს ღვთის, როგორც მამის ბუნებას და დაეხმარება მათ, რომ მისცენ უფალს მათი აღზრდის საშუალება.“ – აცხადებს სმიტი.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები