პროფესიით ადვოკატი, ფილმის რეჟისორი სკოტ პრიორი პროფესიული საქმიანობისას ხშირად აწყდება „სიკვდილსა და კატასტროფულ დაზიანებებს“ და ეხმარება კატასტროფების შედეგად განადგურებულ ოჯახებს.
„ჩვენ ამ ოჯახებთან ერთად ვატარებთ დროს და ვიბრძვით მათთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით თანაუგრძნობ კლიენტს და სასამართლოზე დამსწრე საზოგადოებასაც უყვები მის ისტორიას. დიდი წარმატება მოგვიტანა კლიენტებთან ურთიერთობამ.“ – განაცხადა სკოტ პრიორმა.
მის მიერ გადაღებული ფილმი, სახელწოდებით „ტულსა“, მალე გამოვა.
ფილმი შთაგონებულია რეალური ამბით, რომელიც სასამართლოზე განიხილებოდა. კინოფილმი გვიყვება ტომი კოლსტონის – წამალზე დამოკიდებული ბაიკერისა და ყოფილი მეზღვაურის, და მისი 9 წლის ქალიშვილის, ტულსას ამბავს.
ნაადრევად გაზრდილი გოგონა ტულსა ძლიერი რწმენით მოქმედებს, რათა იხსნას მამა ამ დამოკიდებულებისგან და დაეხმაროს წარსულში განცდილი ტკივილის დაძლევასა და გადალახვაში. ტომის გული ნელ-ნელა ლღვება, თუმცა მოულოდნელი ტრაგედია აიძულებს მას, გახდეს ისეთი მამა, რომელიც ტულსას ძალიან სჭირდება.
„ფილმის სცენარი შთამაგონა ერთმა საქმემ, რომელსაც შვიდი წლის წინათ განვიხილავდი. მაშინ ვესაუბრებოდი მამას, მან გამიზიარა თავისი ტკივილი, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ის მიყვებოდა, როგორ უყვარდათ მას და მის ქალიშვილს ერთად ცეკვა, მაგრამ მოხდა ის ტრაგედია, რომელმაც ცეკვის შეწყვეტა აიძულა მათ. ეს ყოველივე მტკივნეული იყო მთთვის, ამ ისტორიამ კი ჩემზე დიდად იმოქმედა.“ – იხსენებს პრიორი.
ფილმი ეხება თემებს, როგორებიცაა სუიციდი, წამალსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, შევიწროება…
„მე ვწერ ისტორიებს, რომლებიც რეალურია. ვგრძნობ, ეს სწორედ ისაა, რაც ღმერთს სურს, რომ ვწერო. ისტორიები, რომლებიც გამოსადეგი იქნება მკითხველისა და მაყურებლისთვის.“ – აცხადებს ადვოკატი და ფილმის რეჟისორი.
თავისი შემოქმედებით მას სურს, ხაზი გაუსვას იმას, რომ ქრისტიანული გზა არ არის მარტივი, თუმცა ღმერთი კეთილი და მოწყალეა სირთულეების ჟამსაც.