For King & Country, ლეკრაე და ტონი უილიამსი გაერთიანდნენ სიმღერა Amen-ის განახლებული ვერსიის ჩასაწერად, რომელსაც ძმებმა სმალბონებმა უწოდეს „განკურნების ლოცვა ძნელბედობის ჟამს“.
სიმღერის განახლებული ჩანაწერი შეიცავს წარმატებული მუსიკოსის, ტონი უილიამსის ვოკალურ პარტიასა და ლეკრაეს მიერ შესრულებულ რეპს.
„სიმღერა ‘Amen’ დიდად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს წარმოადგენს ერთგვარ სიკვდილსა და სიცოცხლეს, ხელახლა შობასაც კი, თუ ამას მოისურვებ.“ – აცხადებს ლუკ სმალბონი.
For King & Country და ლეკრაე პირველად 2015 წელს გაერთიანდნენ სიმღერისთვის – „Messengers“, რომელმაც გრემის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკა“.