ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

ტომ ჰენკსის ახალი ფილმი ‒ ისტორია რწმენისა და სიცოცხლის სიწმინდის შესახებ

by ნინო ხუროშვილი 15 ივლისი, 2020
15 ივლისი, 2020 305 ნახვა

“Greyhound” არის აარონ შნაიდერის 2020 წლის ფილმი, სცენარის ავტორი და მთავარი მოქმედი გმირი კი ტომ ჰენკსია. ფილმის მთავარი გმირი გახლავთ პროტაგონისტი ერნი კრაუზე. ის თავისი ქრისტიანული რწმენის თანახმად მოქმედებს მეორე მსოფლიო ომის საშინელებათა ქარცეცხლშიც კი. „როგორც კი მორწმუნე შემოგყავთ მთავარ მოქმედ გმირად ისტორიაში, მაშინვე უპირისპირდებით ყველაფერს, რაც მორწმუნისათვის ძვირფასია,“ ‒ ამბობს შნაიდერი ახალი ამბების პორტალისათვის The Christian Post მიცემულ ინტერვიუში. „მორწმუნეს აუცილებლად მოუწევს, დაუპირისპირდეს თავისი რწმენის პრინციპებს: ადამიანის სიცოცხლის ხელუხლებლობასა და მცნებას კაცის კვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.“

“Greyhound” გადაღებულია სესილ სკოტ ფორესტერის 1955 წლის დაწერილი ნოველის ‒ „კეთილი მწყემსის“ მიხედვით. რომანი მოგვითხრობს ღვთისმოსავი ქრისტიანის, კაპიტან ერნესტ კრაუზეს შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მეთაურობს აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანს „Greyhound“. მისი გემის წინამძღოლობით უნდა გადაცუროს ჩრდილო ატლანტიკური ოკეანე 37-მა სავაჭრო და სამხედრო გემმა 1942 წლის თებერვალში.

კაპიტანი კრაუზე ყოველთვის თავისი ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე მოქმედებს. მას ხან დაჩოქილს, ხან უბრალოდ მდუმარედ მლოცველს ვხედავთ ფილმის განმავლობაში. გარდა ამისა, ბიბლიური მუხლებიც ხშირად ისმის: მაგალითად, ებრაელთა 13:8, რომელიც რამდენიმე შემთხვევაშია ნახსენები, ხოლო მაშინ, როცა კაპიტნის გემი გერმანულ წყალქვეშა ნავს მისდევს, ის ჩუმად წარმოთქვამს: „ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.“ (იგავები 3:6).  

„ფილმი კარგად ასახავს საზღვაო ძალების მოქმედებას. ბევრი თანამედროვე ფილმი როდი ჰფენს ნათელს იმას, თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში ატლანტიკის ოკეანეში ბრძოლა და გადარჩენა.“ ‒ აცხადებს ფილმის რეჟისორი. 

შნაიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ასევე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ მდგომარეობასაც ეხმაურება გარკვეულწილად. მაგალითად, მტრულ წყლებში მცურავი გემი, რომელიც ხმელეთს ვერ ხედავს, შეიძლება მივიჩნიოთ იმ გაურკვევლობისა და შიშის ხილულ მეტაფორად, რაც უამრავ ადამიანს აწუხებს დღეს. „დღესაც ასეა. თითქოს გაურკვევლობის შუაგულში ვართ ყველანი და ჰორიზონტს ვუყურებთ. არავინ იცის, როდის გამოჩნდება ხმელეთი და ისიც არ ვიცით, საით მივემართებით.“ ‒ დაამატა შნაიდერმა.  

„ფილმი არის რწმენის, იმედისა და სიმტკიცის შესახებ და შეგვახსენებს იმას, რომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და პატივი ვცეთ ადამიანის სიცოცხლეს. ეს არის ისტორია, რომელიც ახლა ძალიან სჭირდება ამერიკას.“ ‒ განაცხადა რეჟისორმა.

ფილმი გადის AppleTV-ზე (ვიდეო მედიადისტრიბუციის სისტემა).


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები