ცნობილი მომღერლის, ჯონ ლეგენდის თქმით, იგი ვერასოდეს გახდებოდა ის, ვინც არის, რომ არა ბავშვობაში მოხდენილი ზეგავლენა ეკლესიის მიერ.
„მე სპრინგფილდში, ოჰაიოში, ორმოცდაათიანულ ეკლესიაში გავიზარდე. სწორედ მაშინ აღიძრა ჩემში სურვილი, რომ შეხება მქონოდა მუსიკასთან. რადგან ჩემ გარშემო სულ მუსიკა ისმოდა და მინდოდა, მეც ვყოფილიყავი ამის ნაწილი. ბაბუაჩემი ხუცესი იყო, ხოლო ბებიაჩემი ორგანზე უკრავდა. დედაჩემი გალობის გუნდს ხელმძღვანელობდა, მამაჩემი კი დრამერი იყო ეკლესიაში და ხანდახან გუნდშიც მღეროდა. შესაბამისად, ისეთ გარემოცვაში გავიზარდე, სადაც უყვარდათ სიმღერა, განსაკუთრებით კი ღმერთზე სიმღერა. ჩვენ ხშირად ვმღეროდით ერთად.“
მიუხედავად ეკლესიაში გატარებული ბავშვობისა, ჯონ ლეგენდი ამჟამად აღარ არის მრევლის აქტიური წევრი, თუმცა ღიად საუბრობს იმ გავლენაზე, რაც ქრისტიანობამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოახდინა.
ის ამჟამად NBC-ზე გადაცემა „The Voice“-ის ჟიურის წევრია.