საეკლესიო ინტეგრირებული ტექნოლოგიების მწარმოებელმა Faitlife-მა „წლის ქადაგებებისა და საგალობლების მოხსენება“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მქადაგებელთა და მგალობელთათვის გასული წლის მთავარი თემები მშვიდობასა და იმედს შეეხებოდა.
შედგენილმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ეკლესიები 7000-ზე მეტ საგალობელს გალობდნენ, დაახლოებით, 2.2 მილიონჯერ, 568.000-ზე მეტ ღვთისმსახურებაზე.
ნიგერიელი გოსპელ შემსრულებლის, სინაჩის საგალობელი „Way Maker“ პირველ ადგილს იკავებს 2020 წლის საუკეთესო სიმღერებს შორის. აღნიშნულმა საგალობელმა პოპულარობის პიკს გასული წლის 22 მარტს მიაღწია, როდესაც შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა მოიმატა. ყველაზე პოპულარული სიმღერების სიაში მეორე ადგილზე გავიდა Pat Barrett-ის „Build My Life“, მესამე ადგილზე კი – Matt Redman-ის „10,000 Reasons“.
მონაცემებმა ასევე წარმოადგინა Faithlife Sermons-ის მოხსენება. მასში ჩამოთვლილი იყო გასულ წელს ყველაზე ხშირად ნაქადაგები თემები და მათში მოხსენიებული სიტყვები: „მარტოობა, მეგობრობა, შიში, ხელმძღვანელობა, ღმერთი, იესო, სიყვარული, რწმენა, ძალა და დიდება“.
კოვიდ-19-ის გამო მკაცრი იზოლაციის გაგრძელებისას და ნიუ-იორკში ინფიცირებულთა მატების დროს ყველაზე ხშირად ქადაგებდნენ შემდეგ თემებზე: „შიში, ლოცვა, რწმენა, ტანჯვა, უსაფრთხოება, მწუხარება, სტრესი და ეკლესია“.
ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ სოციალური არეულობის ფონზე თემებმა „მთავრობა, სამართლიანობა, თავისუფლება, რისხვა და განსჯა“, პოპულარობის პიკს მიაღწია.
სექტემბერის მთავარ თემებს „საეკლესიო საზოგადოება, სამსახური, ეკლესიის ხელმძღვანელობა, არჩევნები, მშვიდობა და იმედი“ შეადგენდა. ამათგან, „მშვიდობასა და იმედს“ ჰქონდა ქადაგების ყველაზე მაღალი ტენდენცია, რომლის პოპულარობის პიკიც დეკემბერში დაფიქსირდა.