ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

MercyMe-ს ახალი სიმღერა „Say I Won’t“ დაწერილია ოთხივე კიდურის დაკარგვის მიუხედავად ურყევი რწმენის გმირზე

by მარიამ გოგიჩაშვილი 12 მაისი, 2021
12 მაისი, 2021 128 ნახვა

გრემის მიერ ნომინირებული ქრისტიანული ჯგუფი MercyMe გვიზიარებს რეალურ ისტორიას მათ მიერ ახლახან ჩაწერილ სიმღერასთან დაკავშირებით. „Say I Won’t“ – სიმღერა შთაგონებულია ერთი გმირი კაცის ისტორიით, რომელმაც ცხოვრების უდიდესი კრიზისი სიმტკიცითა და რწმენით გადალახა.

ეს სიმღერა უკავშირდება გერი მირაქლს, ადამიანს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჯგუფის წევრებთან ერთად მუშაობდა. 2020 წლის იანვარში გერიმ ხელისა და ფეხის კიდურები დაკარგა მძიმე ავადმყოფობისა და სეპტიკურ შოკში ჩავარდნის შედეგად. მაგრამ ამ ტრავმის მიუხედავად, გერიმ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყო და ინვალიდობისთვის ხელის შეშლის უფლება არ მიეცა.

მან ცოტა ხნის წინ Good Morning America-ს განუცხადა: „როგორც იობის 1:21 ამბობს: ‘უფალმა მომცა და უფალმა წაიღო’. მან ჩემი ხელები და ფეხები წაიღო, მაგრამ ამ მუხლის დანარჩენ ნაწილში ნათქვამია: ‘კურთხეულ იყოს უფლის სახელი’. ეს არის ის გზა, რომელსაც ახლა მე ვირჩევ“.

იობი 1:21 – „თქვა: შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!“

MercyMe-ს წამყვანმა მომღერალმა ბარტ მილარდმა კი განაცხადა, რომ იგი ისე იყო აღფრთოვანებული გერის შთამაგონებელი ისტორიით, რომ სურდა, ეს მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.

„წარმოუდგენლად რთულია გერის სიტუაციის აღქმა, მისი ცოლ-შვილისა და იმის ყურება, რასაც ისინი განიცდიან, მაგრამ ისინი გერის გვერდში უდგანან  და მხარს უჭერენ მას, რაც მარწმუნებს იმაში, რომ ეს სიყვარულის სრულიად სხვა განზომილებაა.“ – განაცხადა მან.

სიმღერის კლიპში ნაჩვენებია გერის გამოჯანმრთელების სხვადასხვა ეტაპი, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კადრი აჩვენებს, თუ როგორ სწავლობს გერი წერას თავისი პროტეზირებული ხელებით. ეს ვიდეო ასევე გვიჩვენებს ხალხს აბრებით ხელში, რომლებიც ამბობენ, რომ ისინიც გადალახავენ პირად პრობლემებსა და განსაცდელებს. როგორც მილარდმა განაცხადა, გერის ძალიან უნდოდა, რომ მის ისტორიას ვინმე გაემხნევებინა.

„ჩვენ ყველა გავდივართ განსაცდელს,“ – განმარტა გერიმ. – „ჩემი განსაცდელი ახლა უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე სხვისი განსაცდელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არ უწევს ბრძოლა ამ ცხოვრებაში. MercyMe-ს ჯგუფმა საშუალება მომცა მეჩვენებინა, თუ რა ბრძოლას გავდივარ და სწორედ ამგვარად შევძელი ხალხის გამხნევება, ამიტომ მე უაღრესად მადლობელი ვარ ამ ადამიანების“.


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები