National Geographic-ი მაყურებელს სთავაზობს ახალ სატელევიზიო სერიათა კრებულის პრემიერას, რომელიც ცნობილი პოპმუსიკის ვარსკვლავის, არეტა ფრანკლინის ცხოვრების, რწმენისა და მისი სახარებისეული ფესვების შესახებაა გადაღებული.
სატელევიზიო სერიალის სათაური იქნება: „გენიალური არეტა“.
სერიალში მთავარ როლს შეასრულებს ოსკაროსანი სინტია ერივო. 21 მარტიდან აშშ-ის სატელევიზიო ეთერში სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 4 ღამის განმავლობაში მიყოლებით გავა.
ის, ძირითადად, ფრანკლინის მუსიკალურ კარიერას მოიცავს, რომელიც იწყება 12 წლის ასაკიდან, როდესაც მან ჯერ კიდევ არ იცოდა მუსიკალური ნოტების კითხვა, თუმცა თავისით ისწავლა პიანინოზე დაკვრა. არეტამ დაიწყო სიმღერების ჩაწერა და გოსპელ ტურებზე სიმღერა მამასთან ერთად. პირველად 18 წლის ასაკში დადო შეთანხმება სტუდიასთან Columbia Records, სადაც პირველი ოფიციალური სიმღერა ჩაწერა. 1996 წელს კი ის გადავიდა Atlantic Records-ში, სადაც ჩაწერა თავისი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები.
1979 წელს მან 40-წლიანი მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყო კლაივ დავისთან, რომელიც უამრავი ჰიტური მუსიკის პროდიუსერი გახლდათ. სერიალი არეტა ფრანკლინის ცხოვრებისეულ დეტალებსაც მოიცავს.