ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კულტურა

„Together“ ‒ ქრისტიანმა მომღერლებმა თვითიზოლაციაში ახალი საგალობელი შექმნეს

by ქეთი ბერიძე 11 მაისი, 2020
11 მაისი, 2020 24 ნახვა

მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 გავრცელდა, ბევრი ქრისტიანი მომღერალი შეიკრიბა ონლაინპლატფორმაზე, რათა ერთად შეექმნათ მუსიკა, რომელიც გაამხნევებდა და იმედს მისცემდა ადამიანებს.

გრემის ჯილდოს მფლობელი ბენდი „For King and Country“ გაერთიანდა ცნობილ ქრისტიან მომღერლებთან, კირკ ფრანკლინთან და ტორი კელისთან, რათა ერთობლივად შეექმნათ მუსიკა, რომელიც გაამხნევებდა და ანუგეშებდა ამ პანდემიის დროს დაზარალებულ ადამიანებს.

სიმღერა „Together“-ის გადაღება კარანტინის დროს მიმდინარეობდა მომღერალთა სახლებში. კლიპში მონაწილეობენ ის ადამიანებიც, რომლებიც გადმოსცემენ თავიანთ ისტორიებს იმედგაცრუებისა და სტრესის შესახებ.

„For King and Country“ თავის ინსტაგრამგვერდზე აქვეყნებს: „აღნიშნული ვიდეორგოლი გადავიღეთ ჩვენ-ჩვენს სახლებში 2020 წლის კოვიდ-19 პანდემიის დროს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ 2000 ადამიანს, რომელთაც თავიანთი ისტორია და სათქმელი გაგვიზიარეს, ამის წყალობით შეიქმნა ეს ვიდეორგოლი.“

სიმღერის ტექსტი გვახსენებს იმას, რომ არ ვართ მარტონი ამ რთულ და კრიზისულ პერიოდში.

„თუ შენ ეძებ იმედს ამ ღამით, თუ შენ მარტოდ გრძნობ თავს და არ იცი, რა უნდა გააკეთო, ასწიე ხელები მაღლა.

თუ შენ იბრძვი შენი სიცოცხლისთვის, წამოდექი, ჩვენ ამას ერთად გადავიტანთ.“

ერთ-ერთ პოსტერზე წერია: „მე დავუბრუნდი ჩემს ოჯახს, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. ღმერთი მოწყალეა!“

კიდევ ერთი წერს: „მამაჩემი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.“

ერთ-ერთმა ადამიანმა ასევე გაგვიზიარა: „ჩვენ ვერ შევძელით ქორწილის გადახდა ამ პანდემიის გამო, მაგრამ მას დიდებულად აღვნიშნავთ, როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის.“

„For King and Country“-მ მარტში ჩაატარა ინტერნეტკონცერტი, სახელწოდებით „ერთად: იმედის ღამე“, რათა გაემხნევებინა და ენუგეშებინა ხალხი ამ მძიმე დღეებში.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება გამხნევება და ბევრ რამეზე დაფიქრება, დაფიქრდება იმაზე, თუ რატომ გვაქვს იმედი.“ ‒ აღნიშნა ლუკ სმოლბოუნმა CBN-თან ინტერვიუში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი იზოლაციაში ვართ, ‘ზუმის’ მეშვეობით შეგვიძლია, ვიგრძნოთ ერთობა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი.“ ‒ დაამატა მან.

ასევე განსაკუთრებული სტუმარი იყო ქრისტიანული მუსიკის შემსრულებელი კირკ ფრანკლინი, რომელმაც წინა თვეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოკრიბა თავისი მეგობრები, მომღერლები და ვირუსის წინააღმდეგ წამოწყებული პროგრამის ფარგლებში შეასრულა სიმღერა „მე ვიღიმი“.

არც ისე დიდი ხნის წინ, მომღერალმა საჯაროდ ისაუბრა თავის პრობლემებზე. ისაუბრა დეპრესიაზე, შიშსა და ნერვიულობაზე, იმ განცდებზე, რომელთაც თავად გრძნობდა და მათგან გამოსავალი მადლიერებით ცხოვრებაში იპოვა.

ის მოუწოდებს ადამიანებს: „შეიძლება, თქვენ ახლა უარეს მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ეს იქამდე იქნება ასე, მანამ არ დაიწყებთ მადლიერებით ცხოვრებას. თუ ისწავლით მადლიერებას უფლის წინაშე ყველაფრისთვის, რაც თქვენთვის გააკეთა, უფრო მტკიცენი გახდებით.“


ამავე კატეგორიის

ახალი ქრისტიანული ფილმი „Father Stu“ ეკრანებზე ამ გაზაფხულს...

15 თებერვალი, 2022

ძმები კენდრიკები და კირკ კამერონი ახალი ფილმის გადასაღებად...

31 იანვარი, 2022

„ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით გადაღებული სერიალის დებიუტი 2 სექტემბერს...

26 იანვარი, 2022

2022 წელს სერიალ „რჩეულის“ მე-3 ნაწილის გადაღება დაიწყება

28 დეკემბერი, 2021

ვირტუალური საშობაო ღონისძიება: „წყნარი ღამე ბიბლიის მუზეუმში“

21 დეკემბერი, 2021

კლაივ ლუისზე გადაღებულმა ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა

15 ნოემბერი, 2021

GMA Dove Award-ის ცერემონიაზე ქრისტიან მომღერლებს ჯილდოები გადასცეს

1 ნოემბერი, 2021

აშშ-ის კინოთეატრებში ახალი დოკუმენტური ფილმი – „ქრისტეს მუსიკა“...

7 ოქტომბერი, 2021

ახალი ფილმი „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ კინოეკრანებზე 2022 წელს გამოვა

23 სექტემბერი, 2021

ახალი დოკუმენტური ფილმი ქრისტიანული მუსიკის შესახებ კინოეკრანებზე ოქტომბერში...

30 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები