აღმოჩენა: ძველ დოქებში შენახული ბიბლიური ისტორია

246 ნახვა
1 გაზიარება
0 კომენტარი

ისრაელში ჩატარებული გათხრების საფუძველზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებიც 3 ათასწლეულის განმავლობაში ინახებოდა მიწაში. დაკვირვების შედეგად ცხადი გახდა, რომ მათი აღმოჩენა ადასტურებს ბიბლიურ ფაქტებს.

ებრაულმა წარწერამ, რომელიც ერთ-ერთ დოქზე აღმოჩნდა, შესაძლოა გადაჭრას ხანგრძლივი დავა  ძვ.წ. მე-9 საუკუნეში ისრაელის ტერიტორიის მასშტაბების შესახებ.

აზუსას უნივერსიტეტისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ჩაატარეს გათხრები ქალაქ აბელ-ბეთ-მაყაქაში (ქალაქი, რომელიც 3000-წლიან ისტორიას ითვლის და ისრაელის უკიდურეს ჩრდილოეთში იმყოფება), სადაც აღმოაჩინეს ოთახი, რომელიც ქრისტეს შობამდე მეცხრე საუკუნეში აშენდა და სწორედ იქ ინახება საკმაოდ ძველი, გაბზარული დოქები.

მეფე ახაბის მეფობის პერიოდში ქალაქი აბელ-ბეთ-მაყაქა მდებარეობდა ისრაელის, არამისა და ფინიკიის მახლობლად. ბიბლიაში ამ ქალაქის სახელი ნახსენებია მე-2 მეფეთა წიგნის მე-20 თავში, როგორც მშვიდობიანი ქალაქი დედაისრაელში. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს ქალაქი ნამდვილად ისრაელის ქალაქებს შორის იყო და ეს ბიბლიაშიც დასტურდება.

ამასთანავე, ზოგიერთ დოქში აღმოჩენილი ყურძნის ნარჩენების მიხედვით, შესაძლოა იმის თქმაც, რომ ეს ოთახი ძველ ანტიკურ ღვინის მარანსაც წარმოადგენდა. ერთ-ერთ  დოქზე აღმოჩენილი ნაწერი იმდენად გადაშლილი იყო, რომ სპეციალური დანადგარები დასჭირდათ მის წასაკითხად. წარწერა „lbnayo“, რომელიც დოქში აღმოჩენილ გრაგნილზე იყო, ნიშნავს „ბენიამინის საკუთრებას“.

როგორც „ბიბლიური არქეოლოგიური საზოგადოება“ ამტკიცებს, ეს კვლევა ადასტურებს იმას, რომ აბელ-ბეთ-მაყაქა ნამდვილად იყო ისრაელის ქალაქი ახაბის მეფობის პერიოდში.