ევანგელური ეკლესიები ჩილეში სამედიცინო დახმარების პუნქტებად გადაკეთდა

123 ნახვა
23 გაზიარება
1 კომენტარი

ევანგელური და პროტესტანტული ეკლესიების ეროვნული საბჭოს სახელით ვალტერ ვეგამ გამოაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში უამრავი ეკლესიის შენობაა, რომელიც შექმნილი ვითარების გამო ვერ ფუნქციონირებს და მათი გამოყენება შესაძლებელია სამედიცინო პუნქტებად.

„ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენს სამლოცველო სახლებს დავუთმობთ ხელისუფლებას, რათა საჭიროებისამებრ მოხდეს მათი გამოყენება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ეკლესიის შენობები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უამავ დაინფიცირებულ ადამიანს მოემსახუროს სამედიცინო დახმარებით.

ჩილეში დაინფიცირების 2,449 და გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.