„იუთუბი“ ცენზურას უწესებს ყოფილი ტრანსგენდერის დამოწმებას

183 ნახვა
14 გაზიარება
0 კომენტარი

„იუთუბმა“ ცენზურა დაუწესა კაცს, რომელიც ერთ დროს ტრანსგენდერი იყო და მის საუბარს „სიძულვილის ენა“ უწოდა იმის გამო, რომ მან საკუთარი აზრი გამოთქვა გენდერული იდენტობის დარღვევასა და ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით, რომელსაც აღნიშნული ვიდეოპლატფორმა არ ეთანხმება.

უოლტ ჰეიერმა, ვებგვერდის Sex Change Regret შემქმნელმა, გასულ წელს მონაწილეობა მიიღო ფონდის Heritage Foundation მიერ მოწყობილ მრგვალ მაგიდასთან დისკუსიაში, სადაც მან დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იღებდა ჰორმონებს და როგორ გაიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია იმისათვის, რომ ქალს დამსგავსებოდა.

დისკუსიისას „ბავშვთა დაცვა სექსუალიზაციისგან“, ჰეიერმა თქვა, რომ იმ 8 წლის განმავლობაში, როცა ქალივით ცხოვრობდა, გააცნობიერა, რომ მიუხედავად გარეგნობის შეცვლისა, სქესი უცვლელი მახასიათებელი გახლდათ.

„იუთუბის“ მომხმარებლებმა ჰეიერის განცხადება შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს, რის გამოც Heritage Foundation-ის მიერ განთავსებული ვიდეო „იუთუბმა“ წაშალა და განაცხადა: „სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ მიმართული ჩვენი პოლიტიკა კრძალავს ვიდეოებს, რომლებშიც საუბარია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ადამიანის სექსუალურობა ან გენდერული იდენტობა ავადმყოფობა ან გონებრივი დაავადებაა. მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე ჩვენ მალევე ვშლით ვიდეოებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიკას.“

ამასთან, „იუთუბის“ განცხადებით, კომპანია კრძალავს ისეთ კომენტარებსა და განცხადებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია „ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფებისათვის“.

„იუთუბმა“ ასევე გააპროტესტა ჰეიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები „ტრანსგენდერებად არ იბადებიან“ და რომ გენდერული იდენტობის მოშლა „ბავშვის განვითარებაში არსებული დარღვევაა, რომელსაც დღეს ზრდასრულები ჩვენი ახალგაზრდების საბოროტოდ მიმართავენ და ჩვენი სკოლებიც თანამონაწილეობენ ამაში.“

„მე ვდგავარ თქვენ წინაშე დასახიჩრებული სხეულით, მრავალმხრივ დამახინჯებული ცხოვრებით; ქრისტეს მიერ გამოსყიდული, თუმცა დამახინჯებული, რადგან მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი და ეს შესანიშნავი იყო. მივედი ექიმთან, რომელმაც მითხრა: ‘შენ მხოლოდ ჰორმონების ცვლილება და ქირურგიული ჩარევა გჭირდება.’“ – ამბობს ჰეიერი.

ახალი ვიდეო შეიცავს „სიძულვილის“ გამომხატველ ექვს სიტყვას, რის გამოც „იუთუბმა“ ვიდეო წაშალა. ჰეიერი კი აცხადებს, რომ მისი სიტყვები საფუძვლიანია და სრულიად სერიოზული.

ფონდის Heritage Foundation დირექტორი, ემილი კაო, ესაუბრა „იუთუბს“ ვიდეოს წაშლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ჰეიერის აღწერა ახალგაზრდობაში გენდერული იდენტობის დარღვევასთან დაკავშირებით შეესაბამება „ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის“ „გონებრივ დარღვევათა დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს“ მეხუთე გამოცემაში მოცემულ განმარტებას. გამოცემა დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ოფიციალურ სახელმძღვანელოდ აღნიშნულ სფეროში.

„’იუთუბმა’, ვითომდა, ‘სიძულვილის ენის’ მიზეზით, გადაწყვიტა, ცენზურა დაეწესებინა იმ შეხედულებაზე, რომელიც მას არ მოსწონს. ეს ვერ დაეხმარება იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომლებიც ამ დარღვევების გამო იტანჯებიან და სურთ, დისკუსიაში მონაწილე ორივე მხარის არგუმენტები მოისმინონ.“ – განაცხადა კაომ.

ჰეიერი ხშირად საუბრობს იმ ზიანის შესახებ, რაც მოაქვს სქესის შეცვლის ოპერაციებს, ექსპერიმენტულ ჰორმონალურ თერაპიასა და ბავშვებში სქესობრივი სიმწიფის შეჩერებას. მისი აზრით, ფსიქოლოგიური ძალადობაა ის, რომ ბავშვს უდასტურებენ, თითქოსდა ის სხვა სქესისაა.

„ჩვენ ხშირად ვიღებთ წერილებს მშობლებისგან და თვით ტრანსგენდერებისგანაც, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, რათა შეძლონ, თავი დააღწიონ ისეთ ცხოვრებას, როგორითაც მე ვცხოვრობდი 5, 6 და 30 წლის განმავლობაში. მეკითხებიან, შემიძლია თუ არა, დავეხმარო თავდაპირველი სქესის დაბრუნებაში.

ჩვენ ტრანსგენდერ ბავშვებს ვაწარმოებთ. ჩვენ წარმოვქმნით მათ დეპრესიას, მათ შფოთვას. უზარმაზარ ინდუსტრიად იქცა შემოსავლის მიღება ბავშვების ცხოვრების დანგრევით. ჩვენ მთელ თაობას ვანადგურებთ და ეს სერიოზულ ბიზნესადაა ქცეული.“ – განაცხადა ჰეიერმა.