“სიკვდილი ებრაელებს” – ანტისემიტური წარწერები და დაზიანებული საფლავები საფრანგეთში

177 ნახვა
11 გაზიარება
0 კომენტარი

ებრაულმა საინფორმაციო სააგენტომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთში ოცამდე საფლავი დააზიანეს. მათზე სვასტიკის გამოსახულებები და ისეთი წარწერებია დატანილი, როგორიცაა: “სიკვდილი ებრაელებს” და “სიკვდილი ფრანგებს”. როგორც ჩანს, ანტისემიტური მოძრაობის აქტივისტებმა მიზანში ყველაზე ძველი ებრაული სასაფლაო ამოიღეს.

საფლავის ქვები კვირას გრუისანის მუნიციპალურ სასაფლაოზე შემთხვევითობის პრინციპით დააზიანეს. ფრანგული მედიის განცხადებით, არც ერთი ქვა არ გაუტეხავთ. აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. თავად სასაფლაო, ამჟამად დაკეტილია საზოგადოებისათვის. ეჭვმიტანილები ამ ეტაპზე არ არიან ცნობილნი.

„ევროპელ ებრაელთა ასოციაციამ”(EJA) განაცხადა, რომ ებრაული სასაფლაო ასევე გერმანიაში, ვორმსშიც შეურაცხყვეს. აღნიშნულ სასაფლაოს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს, ხოლო ყველაზე ძველი საფლავის ქვა აქ 1058 წლით თარიღდება. მედიის ცნობით, დაზიანებულია 50- დან 100 საფლავამდე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ანტისემიტიზმის ახალი ტალღაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაიძრა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ევროპაში საგრძნობლად მომძლავრდა ანტისემიტური აგრესია. გერმანიაში იგი 12 %-ით, ჰოლანდიაში – 35%-ით, ხოლო საფრანგეთში, რომელიც ევროპაში ებრაელთა ყველაზე მსხვილი თემის საცხოვრებელია, 27 %-ით გაიზარდა.

“ანტისიტიზმი გულისა და გონების კორონავირუსს გავს. მას, თითქოს, მუტაციის უნარი აქვს. ის ყველგან იჩენს თავს და ტალღის მსგავსად ვრცელდება. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა სწორედ ასეთ ტალღას ვხედავთ.” – თქვა გარი ბაუერმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ერთ-ერთი წევრია. აღნიშნული კომისია აკვირდება და ხელს უწყობს რელიგიის თავისუფლების განვითარებას საზღვრებს მიღმა და ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს ტრამპის ადმინისტრაციას.