რავი ზაქარიასი მძიმე დიაგნოზით სახლში გაწერეს

131 ნახვა
6 გაზიარება
0 კომენტარი

მსოფლიოში ცნობილ ქრისტიან აპოლოგეტს რავი ზაქარიასს ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს ხერხემლის სიმსივნის აგრესიული და იშვიათი ფორმა.

მისი ქალიშვილი სარა დევისი, რომელიც ორგანიზაციის Ravi Zacharias International Ministries აღმასრულებელი დირექტორია, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას მამის მდგომარეობის შესახებ.

„დიდი მადლობა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობთ მამაჩემისა და ჩემი ოჯახისათვის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაოდენ მადლიერნი ვართ თქვენ მიერ გამოხატული სიყვარულისათვის.“ ‒ წერს დევისი ორგანიზაციის პერსონალისადმი მიწერილ წერილში.

რავი და მისი მეუღლე, 2020 წ. 7 მაისი.

„ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მანამ, სანამ გავის ძვლის სიმსივნე ექვემდებარებოდა ქიმიოთერაპიას, გაუარესდა იმ ადგილის მდგომარეობა, სადაც სიმსივნის მეტასტაზები გავრცელდა. ონკოლოგმა შეგვატყობინა, რომ ეს არის სიმსივნის აგრესიული ფორმა, რომელიც ძალიან იშვიათია და მკურნალობას აზრი აღარ აქვს, და რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.“ ამბობს დევისი.

შეგახსენებთ, რომ რავი ზაქარიასმა 1984 წელს დააარსა საერთაშორისო აპოლოგეტური მსახურება. ის გახლავთ ცნობილი ავტორი და აპოლოგეტი.