ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

აშშ საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

by ნატალია ჩიქოვანი 18 მაისი, 2021
18 მაისი, 2021 169 ნახვა

12 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.

ანგარიში მიმოიხილავს რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკას და მათზე სახელმწიფოს რეაგირებას, COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგიებს, საეკლესიო ანტისემიტიზმის შემთხვევებს, რელიგიური უმცირესობების მიმართ კანონმდებლობაში არსებულ უთანასწორობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ბარიერებს, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევებს, სიძულვილის ენის გამოვლინებებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პოზიცია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რაც შესაძლოა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, საჯარო აქტივობებზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს. მითითებულია, რომ წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია 22 რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძვლით წარდგენილი საქმე, 2019 წელს კი აღნიშნული საფუძვლით გამოძიებულ საქმეთა რიცხვი 44 იყო. სახალხო დამცველის ოფისში წლის განმავლობაში რელიგიური ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებსა და დისკრიმინაციის საქმეებზე შვიდი საჩივარი შევიდა. წარდგენილი განცხადებიდან ორი ძალადობას მოიცავდა.

ანგარიშში ხაზგასმულია პანდემიის დროს შემოღებული რეგულაციებისას მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობა დღესასწაულებზე, როდესაც ეს არ იყო ხელმისაწვდომი სხვა დენომინაციებისთვის.

დოკუმენტში საუბარია ასევე საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალურობის დარღვევის შემთხვევებზე.

2020 წელს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ. ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, შაბათის გარდა, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებს კი, მათი რელიგიური მრწამსის გამო, არ შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ გამოცდაში შაბათ დღეს. მოგვიანებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, მათ საშუალება მიეცათ, სხვა დღეს ჩაებარებინათ გამოცდა.

ანგარიშში განხილული იყო დაფინანსების არათანაბრობის და გაურკვეველი კრიტერიუმების საკითხიც. 2020 წელს მთავრობამ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, 25 მილიონი ლარი გამოუყო საპატრიარქოს, ხოლო დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას – ჯამში 3,5 მილიონი ლარი.  არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია მთავრობის მიერ რელიგიური ჯგუფების შერჩევისა და დაფინანსების გაცემის კრიტერიუმები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო ასევე სიძულვილის ენასა და ანტისემიტიზმზე.

2020 წელს მედიის განვითარების ფონდმა რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის 30 განცხადება აღრიცხა, რომლებიც ტელევიზიით, ონლაინსივრცესა და ბეჭდურ მედიაში ვრცელდებოდა. განცხადებების ავტორები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

ანგარიშში საუბარია საეკლესიო ანტისემიტიზმის შემთხვევებზეც. 2020 წლის 20 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადებები გააკეთა. მან ებრაელებს უწოდა „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“.


ამავე კატეგორიის

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

„ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ“ – „ევანგელური ალიანსი“ განცხადებას...

14 მარტი, 2022

„საშობაო ზარების“ კამპანია თბილისში

22 დეკემბერი, 2021

„ანგელოზის ხე“ – „ხსნის არმიის“ საქველმოქმედო აქცია ბავშვებისთვის

1 დეკემბერი, 2021

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

16 ნოემბერი, 2021

რელიგიური ორგანიზაციები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

10 ნოემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები