ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვენტისტ აბიტურიენტებს გამოცდას გადაუტანენ

by ნატალია ჩიქოვანი 17 ივლისი, 2020
17 ივლისი, 2020 62 ნახვა

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.

შეგახსენებთ, რომ ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, რითაც დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება.

შესაბამისად, TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა. საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გამოცდების განრიგით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს – კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და განათლების უფლების მნიშვნელობაზე იმსჯელა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა,  ლეგიტიმური მიზნის  არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს.”- ნათქვამია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ოფიციალურ ვებგვერდზე.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

    7 ნოემბერი, 2022
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ცდუნების წინაშე დგომისას

    21 იანვარი, 2021
  • 3

    სად ვიპოვოთ პატიების ძალა?

    26 იანვარი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის შესახებ

    7 მარტი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები