12 ნოემბერს ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სოლა ფორუმი“ დაიწყო. ეს გახლავთ „სოლა ფორუმის“ რიგით მე-7 კონფერენცია, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენციის თემა გახლავთ: „რელიგია და თანამედროვეობა”. შეგახსენებთ, რომ „სოლა ფორუმი“ 2017 წელს დაარსდა, მისი სახელწოდების შთაგონების წყარო კი რეფორმაციის 5 “სოლა” გახლავთ. კონფერენცია გაგრძელდება ხვალაც, 13 ნოემბერს. დასწრება თავისუფალია.