ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

„ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ“ – „ევანგელური ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

by ნატალია ჩიქოვანი 14 მარტი, 2022
14 მარტი, 2022 244 ნახვა

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენ, საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ვწუხვართ და განვიცდით საომარი მოქმედებების შედეგად უამრავი ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და მოხუცების გარდაცვალების გამო. უკრაინაში მიმდინარეობს უსამართლო ომი. უცხო ქვეყანა თავს ესხმის სუვერენულ სახელმწიფოს, არღვევს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განადგურებით ემუქრება თავისუფლების მოყვარე უკრაინელ ერს.

ყოველგვარ ზღვარს სცილდება საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, საბავშვო ბაღებსა და ეკლესიებზე სარაკეტო და ავიაიერიშების მიტანა, რომელსაც უკვე შეეწირა და ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, უკრაინის ქალაქები და სოფლები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

მოვუწოდებთ მსოფლიო ევანგელურ ეკლესიებს, ყველა რელიგიის წარმომადგენელს და სრულიად მსოფლიო საზოგადოებას, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ დასრულდეს ეს ამაზრზენი ძალმომრეობა.

ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ქრისტიანულ ეკლესიებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მთელი გაბედულებით ხმა აიმაღლონ ამ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რაც დღეს უკრაინის მიწაზე ხდება მათი ქვეყნის აგრესიის გამო.

სოლიდარობას ვუცხადებთ თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს უკრაინა.“

განცხადებას ხელს ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები აწერენ:
1. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
2. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური კავშირი;
3. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
4. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია;
5. დამოუკიდებელ ევანგელურ ეკლესიათა ასოციაცია;
6. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;
7. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
8. ხსნის არმია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ „უკრაინული აგრესიის“ მოგერიებაში.


ამავე კატეგორიის

სოლა ფორუმი 2024: რელიგია და თანამედროვეობა

12 ნოემბერი, 2024

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია “რწმენის ძალა” 2023

3 დეკემბერი, 2023

საშობაო პოეზიის მარათონი

14 ნოემბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

31 ოქტომბერი, 2023

სოლა ფორუმი 2023: რელიგია, ავტორიტეტი და ძალაუფლება

23 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები