ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

ახალი სასწავლო წელი და „პატარა სექტანტების“ უფლებები

by ნატალია ჩიქოვანი 14 სექტემბერი, 2015
14 სექტემბერი, 2015 166 ნახვა

უფლება ისეთი რამაა, რომელიც იწყება იქ, სადაც „იწყები“ შენ და მთავრდება იქ, სადაც „იწყება“ სხვა… და მაინც, უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რიცხვს თუ გადავხედავთ, ცხადია, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ადამიანთა უმრავლესობისთვის არცთუ ისე გასაგებია.

დღეს გამუდმებით გვესმის, რომ ადამიანის უფლებები დემოკრატიისთვის პრიორიტეტია, რომ ევროსტანდარტებს ვუახლოვდებით და ამ დაახლოებას, რატომღაც, სარეკლამო ბადის წუთობრივი გათვლით ვიწყებთ. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები კი ყურადღების მიღმა რჩება.

ჩვენს ქვეყანაში უფლებების დაცვა, რომ სახალხო დამცველისა და „საიას” სატელევიზიო კომენტარით შემოიფარგლება ეს არახალია, თუმცა მაინც არსებობს თემები, რომლებზეც საზოგადოება რადიკალურად რეაგირებს და ამა თუ იმ კუთხით განათლების დონე და მოსახლეობის ინფორმირებულობა იმატებს, თუმცა არსებობს თემები, რომლებზეც საუბარი საჯაროდ ჯერ არც დაწყბულა. ასეთი თემაა რელიგიური უმცირესობები და განათლების სისტემა.

ახლა არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ რამდენი უარყოფისა და დამცირების ატანა მოუხდათ რელიგიურ უმცირესობებს საქართველოში მანამ, სანამ მათ ოფიციალურ იურიდიულ პირად აღიარებდნენ და სანამ თანამდებობის პირთა მათთან სტუმრობა, საკუთარი ტოლერანტულობის დასამტკიცებლად, ერთგვარი მოდა გახდებოდა.

რა თქმა უნდა, უმცირესობათა აღიარება და მათდამი კეთილგანწყობის გამოხატვა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა პრობლემა(ები) ამით არ ამოწურულა. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი უმცირესობები და განათლების სისტემაა, რომელიც თავისუფალი არ არის რელიგიური უმრავლესობის გავლენისგან.

წელს ჩემი შვილი ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში მივიყვანე და უკვე ვიცი, რომ გაცილებით მეტ პრობლემას შეიძლება წავაწყდე და გაცილებით მეტი სამუშაო მექნება ბავშვთან, ვიდრე გასულ წლებში, რადგან ბავშვები იზრდებიან და მათი დიალოგიც სცდება სათამაშოებსა და მამიკოს კუნთების შესაძლებლობების განხილვას. მით უმეტეს, თუ ბაღის ეზოში ტაძარი ფუნქციონირებს და როცა ჯგუფი საზიარებლად გაჰყავთ, შესაძლოა შენი შვილი „თეთრი ყვავი“ აღმოჩნდეს.

პროტესტანტი ბავშვები იზრდებიან ქართულ რეალობაში და მათ პატარაობიდანვე იციან, რა არის მართლმადიდებლური ტაძარი, პირჯვარი, ხატი და ისიც იციან, რომ ბავშვების უმეტესობას განსხვავებული რწმენა აქვს. ისინი ბავშვობიდანვე სწავლობენ, რომ საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანები არსებობენ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდი ბავშვებზე, რომლებიც რელიგიური უმრავლესობის წევრ ოჯახებში იზრდებიან. გარდა იმისა, რომ ოჯახში არ აწვდიან მას სათანადო ინფორმაციას, ამ მხრივ არც ნეიტრალური სივრცე (სკოლა, ბაღი) უვსებს მას დანაკლისს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ როცა ჩემმა შვილმა ბაღის მეგობარს მოუყვა ზეიმის შესახებ, რომელზეც ლექსით გამოვიდა ეკლესიაში, პასუხად მიიღო, რომ ეკლესიაში მიკროფონები არ არის და ეკლესია მხოლოდ ისაა, სადაც ისინი საზიარებლად დაჰყავთ. პროტესტანტ მშობლებს უამრავ შეკითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები მხოლოდ აღიარებულ და არა რეალურად ქმედით პოზიციაში რჩება…

ეს საკითხი უამრავ ასპექტს მოიცავს, ძალიან მგრძნობიარეა და უამრავ დიალოგს, დებატსა თუ განხილვას მოითხოვს. იმედს ვიტოვებ, რომ უფლება, ჩვენს ქვეყანაში ფიქტიურ ცნებად არ დარჩება და მალე, თითოეული ადამიანი მის ღირებულებას საკუთარ ცხოვრებაში იგრძნობს.

P.S. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები