ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

„გვეშველება რამე?!“ – რეიტინგული ნეგატივი, ანუ რატომ არ ვიღიმით?

by ნატალია ჩიქოვანი 29 აპრილი, 2020
29 აპრილი, 2020 239 ნახვა

ჩვეულებრივი დილაა. ცხელი ყავის არომატითა და დილის საინფორმაციო გამოშვებით. წამყვანიც, ჩვეულებისამებრ, ღიმილით გვისურვებს მშვიდობიან დილას და მერე იწყება: მოკლა, გაქურდა, დააყაჩაღა, დაჭრა (ახლა უკვე დააუთოვაც), ჩამოინგრა, დაიწვა, დაიტბორა… და ისევ ღიმილი…

არაეთიკური კადრები, რომლებიც, მეტი სიმძაფრისთვის, დაუფარავად გამოიყენება, ჩვეულებისამებრ, რეიტინგზეა გათვლილი, რადგან ნეგატივზე დიდი მოთხოვნილებაა.

„ერთგვარი ნეგატიური პარანოია გვჭირს“, – ვფიქრობ და კიბეზე ჩავრბივარ… გზა სამსახურამდე სამარშრუტო ტაქსით გრძელდება.

აქ ყველაფერი შეგიძლია გაიგო. ყველა სატელევიზიო შოუს ანალიზი ერთად მოისმინო, შეხვდე ნაოცნებარ და მოტყუებულ ხალხს, რომლებიც სვამენ რიტორიკულ კითხვას: „გვეშველება რამე?!“, ნახო პოლიტიკური დაპირისპირება, მოისმინო დასკვნები, თითქმის კონსილიუმის დასკვნებს რომ უტოლდება, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით; ასევე შეგიძლიათ მოისმინოთ დებატები ლარის გაუფასურების მიზეზებზე, გაძვირებულ პროდუქტებზე, სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადმონაცვლებულ მსაჯულთა ინსტიტუტზე, რუსულ მავთულხლართებსა თუ საბოლოო დასკვნაზე, რომელსაც შუახნის მამაკაცი გვიტოვებს და თავის გაჩერებაზე მოღუშული ჩადის: „არაფერიც არ გვეშველება!“

ეს მცირე ილუსტრაციაა იმისა, თუ რატომ არ გიღიმიან მომხმარებლებს მომსახურების დროს.

კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანებს ნეგატიური ინფორმაცია პოზიტიურ ამბებზე მეტად აინტერესებთ, ანუ ახალი, გამოგონილი ტერმინით რომ ვთქვათ − „გაყიდვადია“. რეიტინგისთვის თავგანწირული (თუ შეწირული) მედიასაშუალებებიც დილიდან იმეორებენ: დილა მშვიდობისა, მოკლა, გაძარცვა, დაინგრა, დაიქცა და… გიჭირს დაიჯერო, რომ მშვიდობიანი დღე გაგითენდა… და ჩვენც შევეჩვიეთ ნეგატივს და უღიმილობას.

ყოველდღე, სახლიდან სამსახურამდე იმედდაკარგულ ხალხს როცა უყურებ, როცა ქუჩაში ღიმილის დეფიციტია, როცა გამუდმებით გესმის, რომ „არაფერი გვეშველება“, როცა ხედავ, როგორ ამყარებს ხალხი იმედს ხან ერთ და ხან მეორე მთავრობაზე, და მერე, იმედგაცრუებული, ქუჩაში საპროტესტო აქციას აწყობს, ძნელია დაიჯერო, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობ და აქ, მე-4 საუკუნიდან სახარება იქადაგება.

სახარება სასიხარულო ამბავია, თუმცა ქრისტიანების უმრავლესობამ არც ეს იცის და არც ის, რომ იმედი, ყბადაღებული, „აორთქლებადმელნიანი“ კალმით შემოხაზული ციფრების კომბინაციაზე კი არა, იმ ღმერთზე უნდა დაამყარონ, რომელიც წმინდა წერილშია გაცხადებული; სწორედ იმ სამაგიდო წიგნში, რომელთან ურთიერთობაც, მრავალი ჩვენგანისთვის, მტვრის გადაწმენდით შემოიფარგლება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგად ჩანს, როგორ დაკარგა ძალა ქრისტიანობამ, რომელმაც მე-4 საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით და პოლიტიკურ იარაღად გადაქცევით, დაკარგა ადამიანთა გულებამდე მისასვლელი გზა და თითოეული პიროვნებისათვის პირადი მხსნელის ქადაგების შესაძლებლობა. წეს-ჩვეულებების ტოტალური მიღებით არ შეცვლილა შინაგანი სამყარო და ეს დღემდე მოგვყვება. იმდენად გაგვიჯდა გარკვეული ჩვევები, რომ რჯულზე უმტკიცესი და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდა. ზოგიერთი ქრისტიანული რიტუალი (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება) კი უბრალოდ საქეიფო მიზეზად გადაიქცა… ჩვენ დავკარგეთ ქრისტოცენტრიზმი, რაც ქრისტიანობის არსია.

დროა, ქრისტე ჩვენი თვალსაწიერის ცენტრში დავაბრუნოთ, ნეგატიური აზროვნება მოვიშოროთ, არა მარტო იმედიანები, არამედ ნუგეშისმცემელნიც გავხდეთ და უფრო ხშირად გავიღიმოთ. პოზიტივი(ც) გადამდებია!


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები