ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

თბილისი გუშინ და დღეს − გათავისებული ტრაგედია

by ნატალია ჩიქოვანი 15 ივნისი, 2015
15 ივნისი, 2015 169 ნახვა

წამში, როცა ხვდები, რომ ადამიანის „ყოვლისშემძლეობა“ გამოგონილი მითია, რომ უძლური ხარ სტიქიის წინაშე, რომ არ შეგიძლია – მართო მოვლენები, აკონტროლო გარემო შენ ირგვლივ და სრულ ქაოსში არ იცი, საიდან რა დაიწყო… სწორედ იმ წამში ვაცნობიერებთ, როგორ გვჭირდება ერთმანეთი…

ძალიან ხშირად ვწუხდით ბოლო დროის თბილისის შესახებ, თავისი აჩქარებული ცხოვრების ტემპით, ღიმილის ნაკლებობით, ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლებული რეალობით, ურთიერთობათა ნაკლებობით გამოწვეული ვაკუუმის გამო, ვბრაზობდით ადამიანებზე, რომლებიც ანაგვიანებდნენ ქუჩებს, გვაღიზიანებდა უპასუხისმგებლო მძღოლები, რომლებიც ითვისებდნენ სხვის ადგილს სადგომზე…

ტრაგედიიდან სულ რაღაც ერთ ღამეში თბილისი შეიცვალა, მაგრამ არა მხოლოდ ვიზუალურად: დანგრეული სახლებით, „ნაომარი“ ქუჩებით, ცრემლიანი თვალებით, ადამიანთა სახეებზე გამოსახული ტკივილით, ჰაერში დატრიალებული გლოვის სუნით… ადამიანები მიხვდნენ ერთმანეთის საჭიროებას. სამწუხარო პარადოქსია, რომ რაღაც უნდა დაკარგო, რომ გაიგო დანაკარგის ფასი… ჩვენ დავკარგეთ ახლობლები, დები, ძმები, მეგობრები, დავკარგეთ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც საერთო ტრაგედიის განცდისას ისე შემოიჭრნენ გულში, რომ გლოვა დღეს საერთოა ყველა ქართველისთვის.

თბილისი შეიცვალა… და დღეს შეუძლებელია, უემოციოდ უყურო უცნობ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე; შეუძლებელია, გული არ გაგითბეს იმ ახალგაზრდების დანახვაზე, მოხალისეებად რომ გამოდიან და ქუჩებს აწესრიგებენ; იმის დანახვაზე, როგორ აპურებენ უცნობი მოქალაქეები უსახლკაროდ დარჩენილებს; შეუძლებელია, ცრემლი არ მოგადგეს, როცა იგებ ემიგრანტებზე, რომლებიც ეხმარებიან საკუთარ ქვეყანას; როცა ხედავ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც უარს ამბობენ გართობაზე და შეგროვილ თანხას გასაჭირში მყოფ თანამემამულეებს ურიცხავენ. თურმე არსებობს სიხარულის განცდა მძიმე წუთებშიც… ეს ის განცდაა, როცა იცი, რომ შეგიძლია გქონდეს არა მარტო ღმერთის, არამედ გვერდში მდგომის იმედიც. ეს ის სიხარულია, როცა იცი, რომ ვერანაირი გასაჭირი ვერ გაგტეხს, როცა ხედავ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთის მხარდამხარ დგომით ესეც გაივლის…

ბიბლია ამბობს, ბევრი ჭირი გვექნება წუთისოფელში, რომ უამრავი განსაცდელის გადატანა მოგვიწევს, თუმცა უფალი ამბობს: „ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16-33). ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: „ყველაფერს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: ჟამი დაბადებისა და ჟამი გარდაცვალებისა… ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა, ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა… ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა …“ (ეკლ. 3-1-8).

დღეს გლოვის დროა საქართველოში, ერთმანეთის ტკივილის და გასაჭირის გათავისების დრო, ხელის შეშველების დრო, სხვათა საჭიროებებზე დაფიქრების დრო, საკუთარი „მეს“ უგულებელყოფისა და ნანგრევებში დადგომის დრო, რათა ვიშუამდგომლოთ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისათვის.

უფალმა განამტკიცოს და აკურთხოს საქართველო!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები