ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

მე ქალი ვარ! ანუ არა ძალადობას!

by ნატალია ჩიქოვანი 24 ოქტომბერი, 2014
24 ოქტომბერი, 2014 198 ნახვა

მე ქალი ვარ, ქვეყნიდან საქართველო. მე ქართველი ვარ და მაშასადამე, ვარ ევროპელიც. ეს ასოცირება-პარაფირების ხელშეკრულებით, თორემ ევროპული ფასადის მიღმა, ტიპური, აზიური მენტალიტეტი იმალება.

საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანული მორალი ცალსახად გმობს ყოველგვარ ძალადობასა და ჩაგვრას, თუმცა ბოლო ერთი წლის საგანგაშო სტატისტიკა მაფიქრებინებს, რომ დღეს საქართველოში ქრისტიანობა ნომინალურია და აკლია ანალიზი, ჩაღრმავება და გათავისება იმისა, რისიც გვწამს.

დასაწყისში ჩემს სქესს შეგნებულად გავუსვი ხაზი. დიახ, მე სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ და დღეს მინდა ვუთხრა „არა“ ძალადობას ქალებზე!

არ ვიცი, ვის როგორ ესმის „სუსტი სქესი“. ზოგიერთს ჰგონია, რომ სიტყვა „სუსტი“ ადვილად დასაჩაგრს გულისხმობს.

ასეთებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ სუსტი სქესი ძლიერი გამოვლინებებით და შორს წაგვიყვანს ისეთი ქალების ჩამოთვლა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია; მორალი გვასწავლის, რომ სუსტს უნდა მოვუფრთხილდეთ, დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ, თუმცა ყოველდღიური რეალობა ქალთა ძალადობის შესახებ საგანგაშოა. ბოლო ერთი წელია, ძალადობა ხშირად მთავრდება ფატალური შედეგით და ყოფილი თუ მოქმედი ქმრები გაუგონარი ინტენსივობით კლავენ ცოლებს ან ყოფილ ცოლებს.

ყოველი მომდევნო დანაშაული საზოგადოების განსჯის საგნად იქცევა (ვინ? ვის? როგორ? რატომ?) და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ დავიწყებას ეძლევა. ზოგს ეცოდება, ზოგი მკვლელს ამართლებს (!), ასეთი კომენტარებიც მსმენია: „გამოიყვანა, ალბათ, წყობიდან ადამიანი და…“ ან „არც ის იქნებოდა წმინდა წყლის დამლევი…“ ამ ყველაფერს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, რაღაც საყოველთაო ფსიქოპათია დაგვემართა. როცა გვშია − ქუჩაში გავდივართ, როცა მთავრობა არ მოგვწონს − კარვების ქალაქს ვშლით, როცა ლგბტ საზოგადოება „ფლეშმობს“ აწყობს − ერი და ბერი მობილიზებულად ვუტეხთ თავს (ვისაც რითი შეგვიძლია), მაგრამ როცა ქვეყანაში ქალებზე ძალადობა და მათი მკვლელობები პიკს აღწევს − ეს ჩვენ არ გვეხება.

მტკივნეული თემაა სელექციური აბორტები. უამრავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იკვლება ჩანასახშივე მხოლოდ იმიტომ, რომ ამაყ, ქართველ მამას იმედი გაუცრუა მისმა სქესმა. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და ის, რაც ითესება, იმკება კიდეც. მიმდინარე წელს გამოქვეყნდა დემოგრაფიული სტატისტიკა (ასევე საგანგაშო), რაც ნათლად მიუთითებს, რომ 2050 წლისთვის (თუ ასე გაგრძელდა) ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან გოგონებს, რომელთაც ოჯახები უნდა შეექმნათ და რეპროდუქტიულნი გამხდარიყვნენ, დაბადებამდე გამოუტანეს განაჩენი.

ამით არ მთავრდება ქალებზე ძალადობის თემა, ის მრავალმხრივია და შორს წაგვიყვანს მისი დეტალურად განხილვა. ის, რაც დღეს ხდება, მიზეზ-შედეგობრივია და ეს მიზეზი საზოგადოების მსოფლმხედველობაში, აღზრდასა და ბავშვთან მიდგომაში, განათლებასა და რელიგიაში უნდა ვეძებოთ.

ჩვენ, საზოგადოება ვართ დამნაშავე, რომ არ გვაქვს ერთიანი მკაცრი მიდგომა ძალადობის წინააღმდეგ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსწონს კანონპროექტი ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ, გარკვეულ ნაწილს − არა. არათუ ვგმობთ, რიგ შემთხვევებში ვამართლებთ კიდეც ქალზე ძალადობას. თუ არ დავიწყეთ საუბარი იმ პრობლემებზე და არ ვეძებეთ მისი გადაჭრის გზები, კატასტროფამდე მივალთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევცვალოთ საქართველოს ცხოვრება. უპირველეს ყოვლისა, ვუთხრათ არა ძალადობას! არა ჩაგვრას! არა კვლას!

P.S. და ბოლოს, ძვირფასო მამაკაცებო, ხშირად შეხედეთ „ქართლის დედას“, გაიხსენეთ მანდილის ძალა, გახსოვდეთ საქართველოს ისტორია, რომელიც გმირ ქალებზე, გმირ დედებზე დგას. ისინი უშობდნენ და უზრდიდნენ ერთგულ და ვაჟკაც მეომრებს იმ ქვეყანას, რომელშიც მათი თავგანწირვის შედეგად დღეს თქვენ დააბიჯებთ. სუფრასთან ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს მანდილოსნებზე სჯობს, გიყვარდეთ და დააფასოთ ისინი, რადგან ეს ის ქალები არიან, რომლებიც ალამაზებენ სამყაროს თქვენ ირგვლივ!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები