რეფორმაციის 5 სოლა – ევანგელური რწმენის ეს ხუთი დებულება დაედო საფუძვლად იმას, რაც რეფორმაციის ღვთისმეტყველებას XVI საუკუნის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველებისაგან განასხვავებდა.
Sola scriptura – მხოლოდ წმინდა წერილი – არის რწმენა იმისა, რომ მხოლოდ წმინდა წერილია შეუცდომელი, საკმარისი და უმაღლესი ავტორიტეტი ეკლესიისათვის, ვინაიდან იგია ღვთივშთაგონებული სიტყვა.
Solus Christus – მხოლოდ ქრისტე – არის მტკიცება იმის შესახებ, რომ მხოლოდ ქრისტეა ის, ვისი სიმართლის საფუძველზეც მართლდებიან უღვთონი ღვთის თვალში.
Sola fide – მხოლოდ რწმენა – არის მტკიცება იმისა, რომ ქრისტეს მიერ აღსრულებულ გამოსყიდვას მორწმუნე იღებს მხოლოდ რწმენის მეშვეობით.
Sola gratia – მხოლოდ მადლი – აცხადებს, რომ ჩვენი ხსნა, თავიდან ბოლომდე, მხოლოდ და მხოლოდ მადლით აღსრულდება.
Soli Deo Gloria – მხოლოდ ღმერთს დიდება – ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხსნის საქმისათვის მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის მთელი დიდება.
სოლა სკრიპტურა
სოლუს ქრისტუს
სოლა ფიდე
სოლა გრატია
სოლი დეო გლორია