ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

by ნატალია ჩიქოვანი 21 თებერვალი, 2022
21 თებერვალი, 2022 3.7K ნახვა

უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ქრისტიანთა რიცხვი მსოფლიოში გაოთხმაგდა 1910 წლის შემდეგ: 600 მილიონიდან 2 მილიარდამდე. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოში უდიდესი რელიგიური ჯგუფია.

პიუს კვლევის ცენტრის (Pew Research Center) მიხედვით, 2015 წელს მსოფლიოში იყო 2.3 მილიარდი ქრისტიანი, ყველა ასაკის. გორდონ-კონუელის თეოლოგიურ სემინარიაში არსებული გლობალური ქრისტიანობის შემსწავლელი ცენტრის (CSGC) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ქრისტიანთა რიცხვი 2.5 მილიარდამდე იყო 2019 წელს.

ქრისტიანთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოში  

მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, ერთი მესამედი (31.2%) ქრისტიანად ითვლება. ტერმინი „ქრისტიანი“ მოიცავს დენომინაციათა ფართო სპექტრს. მათ შორის, რომაული კათოლიციზმი ყველაზე დიდი ჯგუფია და აერთიანებს 1.3 მილიარდ მიმდევარს. პროტესტანტები, ევანგელისტები, მართლმადიდებლები და სხვა ქვედენომინაციები შეადგენენ პროცენტულობის დანარჩენ მაჩვენებელს.

ქრისტიანების საერთო რაოდენობის, დაახლოებით, ნახევარი ცხოვრობს მსოფლიოს ათ ქვეყანაში. 2010 წლის მონაცემების თანახმად, სამი ქვეყანა, სადაც ქრისტიანული მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობდა, გახლდათ: აშშ, ბრაზილია და მექსიკა.

აშშ: 246,780,000 (მოსახლეობის 78%);

ბრაზილია: 175,770,000 (მოსახლეობის 90%);

მექსიკა: 107,780,000 (მოსახლეობის 95%).

ქრისტიანულ დენომინაციათა რიცხვი

გორდონ-კონუელის თეოლოგიურ სემინარიაში არსებული გლობალური ქრისტიანობის შემსწავლელი ცენტრის (CSGC) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, დაახლოებით, 41 000 ქრისტიანული დენომინაცია და ორგანიზაციაა.

უმთავრესი ქრისტიანული ჯგუფები

რომაული კათოლიციზმი: რომაულ-კათოლიკური ეკლესია მსოფლიოში უდიდესი ქრისტიანული დენომინაციაა და 1.3 მილიარდ მიმდევარს აერთიანებს. ყველაზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს ბრაზილიაში.  

პროტესტანტიზმი: მსოფლიოში, დაახლოებით, 800 მლნ პროტესტანტია, რაც მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობის 37%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი პროტესტანტი ცხოვრობს აშშ-ში (160 მლნ), რაც მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობის 20%-ს შეადგენს.  

მართლმადიდებლობა: მსოფლიოში, დაახლოებით, 260 მლნ მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც მთლიანი მოსახლეობის 12%-ს შეადგენს. მართლმადიდებელთა, დაახლოებით, 40% ცხოვრობს რუსეთში.  

ქრისტიანთა რაოდენობა კონტინენტების მიხედვით

აფრიკა: 60 მლნ-ზე მეტი ქრისტიანი (5 რეგიონი).  

აზია: 400 მლნ-ზე მეტი ქრისტიანი (5 რეგიონი).  

ევროპა: 550 მლნ ქრისტიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მეოთხედს (26%) შეადგენს.  ევროპაში ყველაზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს რუსეთსა (105 მლნ) და გერმანიაში (58 მლნ).  

ლათინური ამერიკა: 600 მლნ-ზე მეტი ქრისტიანი (3 რეგიონი).   

ჩრდილოეთ ამერიკა: დაახლ. 230 მლნ. ქრისტიანი.  

ავსტრალია ოკეანეთი: დაახლ. 25 მლნ. ქრისტიანი (4 რეგიონი).

ორმოცდაათიანელები, ქარიზმატები და ევანგელისტები

მსოფლიოში დღესდღეობით მცხოვრები 2.5 მილიარდიდან 279 მლნ (მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობის 12.8%) ორმოცდაათიანელია, 304 მლნ ქარიზმატია, ხოლო 285 მლნ ევანგელისტია. ორმოცდაათიანელები და ქარიზმატები მსოფლიოს ქრისტიანთა, დაახლოებით, 27%-ს შეადგენენ.  

მისიონერები და ქრისტიანი მსახურები

მსოფლიოს ის ნაწილები, სადაც ჯერ არ უქადაგიათ სახარება: ასეთ ადგილებში 20, 500 სრული დროით დასაქმებული ქრისტიანი მსახური და 10, 200 უცხოელი მისიონერია.  

მსოფლიოს ის ნაწილები, სადაც უკვე იქადაგეს სახარება: მსოფლიოს არაქრისტიანულ ადგილებში, სადაც სახარება უკვე ნაქადაგებ იქნა, დაახლოებით, 1.31 მლნ სრული დროით დასაქმებული ქრისტიანი მსახური და დაახლ. 5,400 უცხოური მისიონერული ორგანიზაციაა.  

ქრისტიანული სამყარო: ქრისტიანულ სამყაროში 450,000 უცხოელი მისიონერი შრომობს სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში. ასევე, სრული დროით დასაქმებული 4.19 მლნ ქრისტიანი მსახური (95%) შრომობს ქრისტიანულ სამყაროში.  

ბიბლია

მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 93 მლნ ბიბლია რიგდება.  

ქრისტიანი წამებულები  

ყოველწლიურად, დაახლ. 160,000 ქრისტიანს კლავენ რწმენისათვის. ორგანიზაცია Open Doors-ის მიხედვით, ყოველდღე 11 ქრისტიანს კლავენ ქრისტეს რწმენისათვის. ათი ყველაზე საშიში ქვეყანა ქრისტიანებისათვის, არის: ჩრდ. კორეა, ავღანეთი, სომალი, ლიბია, სუდანი, ერიტრეა, იემენი, ირანი და ინდოეთი.


ამავე კატეგორიის

ქანაანის მიწა: ისტორიული მიმოხილვა

30 ოქტომბერი, 2023

ქალის როლი ბიბლიაში

10 აგვისტო, 2023

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები