ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

სააღდგომო სამზადისი – რიტუალებად ქცეული ქრისტიანობა

by ნატალია ჩიქოვანი 11 აპრილი, 2020
11 აპრილი, 2020 203 ნახვა

რწმენა ბრმააო ამბობენ, მაგრამ ყრუ რომ ნამდვილად არ არის. ამას ბიბლია ხაზგასმით გვეუბნება:

ამრიგად, რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. რომაელთა 10:17 | სბს–სტოკჰოლმი 2001

მალე აღდგომა დადგება, დღე – სასწაული, დღე – სიკვდილზე გამარჯვების, დღე –კაცობრიობის ხსნის, მაგრამ მანამდე მორწმუნეთათვის უმძიმესი კვირა დაიწყო – გზა გოლგოთისკენ მიმავალი. ეს ღალატისა და გაცემის, ბარაბას არჩევისა და ეკლის გვირგვინის, „ვია დოლოროსას“ და ქრისტეს ჯვარცმის კვირაა…

ჩვენს ქვეყანაში ყველამ ვიცით აუცილებლად შესასრულებელი სააღდგომო ტრადიციების შესახებ, მაგრამ ხშირად „ოდითგანვე“, „მამა-პაპა“ და „ძველებმა უკეთ იცოდნენ“ ფრაზებით გადაფარული ვერგაგებული შინარსისგან ვცლით უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას და უბრალო რიტუალებამდე დაგვყავს, ამიტომაც აღდგომა ვისთვის საფლავზე გასასვლელი მიზეზია, ვისთვის გემრიელი პასკებისა და პანატონეების ცხობის კვირეული, ვისთვის გრძელვადიანი მარხვის ბოლო კვირა და ვისთვის კიდევ უქმეები.

სამწუხაროა, მაგრამ ნომინალური ქრისტიანობითა და ნაციონალური კულტურის საკუთარ აღმსარებლობასთან შერწყმით ქრისტიანობა რიტუალებამდე დავიდა და ამიტომაცაა, რომ უამრავმა ადამიანმა აღდგომის დღესასწაული პასკასთან, კვერცხთან, საფლავების მონახულებასა და ბევრ სხვა ნიუანსთან გააიგივა.

სწორედ ამიტომ არის, რომ თუ საფლავზე კვერცხის გადამგორებელსა და ერთი ჭიქა ღვინის წამქცევს ტოვებ კაცი, შეგიძლია მშვიდად განისვენო. ნაცვლად იმისა, რომ ვეჭიდებოდეთ უფლისმიერ სიხარულს მკვდრეთით აღდგომის და საუკუნო სიცოცხლის შესახებ, საფლავზე ღვინის წამქცევი გვეიმედება, თითქოს იქ იყოს ჩვენი სამუდამო განსასვენებელი. სწორედ ამიტომ ვთქვი თავში, რომ რწმენა ბრმაა და არამც და არამც ყრუ, რადგან ის ქრისტეს სიტყვების მოსმენისაგან მოდის…

მინდა ვხედავდე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე უფრო მეტ ადამიანს უფლის სახლში, ვიდრე სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სანოვაგით სავსე საბარგულით, ავტომობილების გრძელ კოლონაში; მინდა ვხედავდე უფრო მეტ, სულიწმიდით აღვსილ ადამიანს, ვიდრე ფეხარეულ მემთვრალეებს ამ წმინდა უქმეებზე; მინდა ვხედავდე შინაარსს იმ ტრადიციებში, რომლებსაც სიმბოლურად უნდა ვასრულებდეთ და არა შიშით, რომ რამე თუ შეგვეშლება, „განგება“ დაგვსჯის.

ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ წვრილმანებს (მაგ; მიცვალებულს საით ექნება თავი და მისთანები), რომ მთავარი უკანა პლანზე იწევს. მთავარი კი მაშინაც მთავარია, თუ მას უკანა პლანზე გადავწევთ. იმით, რომ ჩვენ არ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას, ჭეშმარიტება არც გაცვდება და არც შეიცვლება, ის იქნება თვითმყოფადი და თითოეულ ჩვენგანს ოდესმე მოუწევს ამ ჭეშმარიტებასთან პირისპირ დარჩენა.

სინამდვილე კი ისაა, რომ ნომინალურ ქრისტიანობას შევაფარეთ თავი, შინაარსზე მაღლა წეს-ჩვეულებები დავაყენეთ, დავივიწყეთ ქრისტეს გადადგმული ნაბიჯების ფასი გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე… ჩვენთვის კვირა დიდი ორშაბათით იწყება და ასე გრძელდება დამწკრივებული „დიდი“ დღეებით, იესოსთვის კი თითოეული დღე უმძიმესი იყო, ღალატის, მეგობრებისგან მიტოვების, უსამართლობის, შეურაცხყოფის და აუტანელი ტკივილის, იმისთვის რაც არ ჩაუდენია და რაც მე და შენ ჩავიდინეთ…

მალე აღდგომა მოვა, მიყვარს მწვანე ჯეჯილში სისხლისფრად შეღებილი კვერცხები წითლად რომ ღვივის, მიყვარს პასკის სპეციფიკური სურნელით რომ არის გაჟღენთილი ჰაერი, მიყვარს იმედის და სიცოცხლის სუნი გაზაფხულს რომ მოჰყვება და კვირა დღეს ყველაზე მეტად იმის გახსენება მახარებს, რომ სამარხი ცარიელია!!!

ქრისტე აღდგა!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები