ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

სიკვდილის გზა – პატარა აილანი, დიდი მსხვერპლი მსოფლიოს გამოსაფხიზლებლად

by ნატალია ჩიქოვანი 15 სექტემბერი, 2015
15 სექტემბერი, 2015 185 ნახვა

აილან კურდი − ბიჭუნა ქურთულ-სირიულ ქალაქ კობანედან, 12 სირიელ ლტოლვილთან ერთად საბერძნეთისკენ მიმავალ ნავში იჯდა მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენს უმრავლესობას რბილ საწოლში მშვიდად ეძინა… დილით, ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის ბიჭუნას ცხედრის ფოტომ მსოფლიო შეძრა…

2015 წლის იანვრიდან დღემდე ხმელეთაშუა ზღვაში 2500 მიგრანტი დაიღუპა. მათი ძირითადი მარშრუტი თურქეთზე, საბერძნეთზე, მაკედონიასა და სერბეთზე გადის, რის შემდეგაც მიგრანტები ევროკავშირის წევრ უნგრეთში ხვდებიან და დასავლეთ ევროპაში გადასვლას სწორად მასზე გავლით ცდილობენ.

ევროპის სახელმწიფოები დიდხანს ყოყმანობდნენ, გაეხსნათ, თუ არა საზღვარი მიგრანტთა ნაკადისთვის. ისინი ყოყმანობდნენ მაშინაც, როცა 21 სირიელ კოპტს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა თავი მოჰკვეთეს; მაშინაც, როდესაც სირიელი ბავშვების სულისშემძვრელი მიმართვა გავრცელდა; მაშინაც, როცა ქრისტიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ ალაჰის სახელით. დრო კი ლტოლვილთათვის არ იცდიდა, ისინი იძულებულნი გახდნენ თავად ებრძოლათ გადარჩენისთვის, თუმცა გზა ცივილიზებულ და მშვიდობიან ევროპამდე ზოგიერთი მათგანისთვის ისეთივე სასიკვდილო აღმოჩნდა, როგორიც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების თავდასხმა მათ სოფლებზე.

აილანის ფოტო იმის ნათელი მტკიცებულება იყო, რომ „ცუდი“ ისლამური სახელმწიფო და „კარგი“ ევროპა თავისი კეთილი სურვილებით და უმოქმედობით, ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს აკეთებდნენ…

ევროპა ერთ ღამეში შეიცვალა. გერმანიამ ემიგრანტების გარკვეულ რაოდენობას თავშესაფარი მისცა, ისლანდიამ 12 000 ლტოლვილს კარი გაუღო, ავსტრიამ ერთ დღე-ღამეში 4000 მიგრანტი შეიფარა. დიდ ბრიტანეთში მიგრანტთა მიღების კვოტის გაზრდის მოთხოვნით პეტიციას 100 000- ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი…

მთლიანად ლტოლვილთა რიცხვმა ევროპაში 107 000-ს გადააჭარბა.

მუსლიმანურ ქვეყნებში ხშირად ამბობენ, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ და რომ ისინიც ისევე გმობენ ტერორიზმს, როგორც სხვა ცივილიზებული ქვეყნები. ალბათ, კომენტარი არ სჭირდება იმ სტატისტიკას, რომელიც ისლამური სახელმწიფოების მიერ მიღებულ ლტოლვილთა რაოდენობას აღწერს : საუდის არაბეთი- 0, კუვეითი – 0, ყატარი – 0, ბაჰრეინი – 0, საემიროები -0…

ხშირად გვესმის, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ აქვს, სამაგიეროდ თანაგრძნობას ჰქონია, როგორც ჩანს…..

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

ქანაანის მიწა: ისტორიული მიმოხილვა

30 ოქტომბერი, 2023

ქალის როლი ბიბლიაში

10 აგვისტო, 2023

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025
  • 4

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 5

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები