ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

ტრაგედია თუ დანაშაული?

by ნატალია ჩიქოვანი 12 ოქტომბერი, 2021
12 ოქტომბერი, 2021 307 ნახვა

ბათუმი…  8.10.2021…  12:00…  გამაყრუებელმა ხმამ შეძრა ქალაქი და შენობის ნანგრევებთან ერთად 15 ოჯახის ცხოვრება ნამსხვრევებად იქცა…

ალბათ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო იმ დილით: გაზზე ადუღებული ჩაიდანი უსტვენდა, ცხელ ყავაზე ხელებშემოწყობილი ქალი ფანჯარაში იყურებოდა, ზემოთ სართულზე ბავშვი უჯდა ონლაინგაკვეთილს, დედა სადილს ამზადებდა, უფრო ზემოთ, ახალგაზრდა კაცი უყურებდა ფეხბურთს, კალთაში ჯერ კიდევ ფეხაუდგმელი ბავშვი ეჯდა, ვიღაცამ ის-ის იყო შედგა ფეხი სადარბაზოში და ფეხქვეშ გამოეცალა კიბე, ზრიალი დაიწყეს ფანჯრებმა და რამდენიმე წამში აღარაფერი დარჩა, გარდა ბეტონის დამტვრეული ფილებისა და ბუღისა ჰაერში…

საშინელი ხმა აქვს უბედურებას, მქუხარე და გამაყრუებელი, რომლის შემდეგ უცნაური სიჩუმე ისადგურებს. ის უჩინმაჩინივით მიდის ადამიანებთან, ვერაფერს ხედავ, მაგრამ მის ყოფნას გრძნობ. იმ დღეს ყველა სახლს მისწვდა უბედურება, ყველამ შეიგრძნო მისი სიმწარე, ყველამ გაისიგრძეგანა 9 ადამიანის არყოფნა, შეწყვეტილი ცხოვრება, მომავალი, საქმეები…

იყო სინანული, ცრემლები, გლოვა, ვიშვიში, განკითხვა, ბრალი და განსჯა, ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა „ტრაგედია“, მაგრამ იქნებ ტრაგედია არც ჰქვია იმას, რისი თავიდან აცილებაც შეგვეძლო? იქნებ პრობლემა სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ზედაპირულნი ვართ საქმის განსჯაში; იქნებ არასდროს მივდივართ სწორ მიზეზამდე; იქნებ ყოველთვის განტევების ვაცს ვეძებთ და ვკმაყოფილდებით აღშფოთების გამოხატვით; ამ დროს კი მშვიდად განვაგრძობთ საკუთარი ქვეყნისთვის „ძირის გამოთხრას“?!..

„მიზეზი მეპატრონეა,“ – იტყვი შენ და სხვა უმალ მოგიგებს: „არა, მეგობარო, ხელოსანია მთავარი…“,  „ცდები,“ – იტყვის მესამე – „მთავრობის ბრალია“, „კანონის“, „უკანონობის“, „მეზობლის“, „ვიღაცის“, „რაღაცის“… და არცერთი ჩვენგანი არ იტყვის: „ჩემი ბრალია“.

და სწორედ ამიტომ, ჩვენ 32 წელია, სახელმწიფოდ შედგომას ვცდილობთ, რადგან  გვიჭირს – თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

რამდენ ჩვენგანს აქვს უკანონო მიშენება და ავტოფარეხი? რამდენ ჩვენგანს არაფერი უთქვამს, როცა მეზობელი  პერფორატორით ანგრევს საყრდენ კედლებს, იმიტომ, რომ ჩვენი საქმე არ არის; რამდენ ჩვენგანს არასდროს დაურეკავს პატრულში, უკანონობის და დანაშაულის შემსწრე რომ გამხდარა, რადგან არც ეს არის ჩვენი საქმე; რამდენ ჩვენგანს მიუცია შენიშვნა გამვლელისთვის ქუჩაში დაყრილ ნაგავზე? და პირიქით, რამდენ ჩვენგანს მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ჩვენი საქმეა, ყველა ტკივილი ჩვენი ტკივილია, ყველა სიხარული – ჩვენი სიხარული?!  რამდენ ჩვენგანს ჰგონია, რომ რაც ვერ კეთდება ამ ქვეყანაში, ჩვენი, თითოეული ჩვენგანის ბრალია, რადგან რაღაც დავაკელით, რაღაც ისე არ გავაკეთეთ, რაღაც არ ვისწავლეთ, რაღაც არ ვასწავლეთ, რაღაც არ მოვითხოვეთ…

ყველაფერი მიზეზშედეგობრივია ამ სამყაროში და თუ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, გლოვის დღე, აღიარების დღედ გადავაქციოთ, ერთხელ მაინც ვთქვათ ცხოვრებაში: „ჩემი ბრალია“, ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა; ვიყოთ ჩვენი ოჯახის და ახლობლების უსაფრთხოების სადარაჯოზე; აღვზარდოთ შვილები პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად; ვიაროთ არჩევნებზე; ვიყოთ კეთილსინდისიერები ყველა საქმეში, რასაც ხელს მოვკიდებთ; გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები და არა მოყვარულები; და ნუ დაველოდებით ვიღაც სხვას: „ნატოს“, „გაეროს“, „ევროკავშირს“, მთავრობას, პოზიციას, ოპოზიციას, როდის აგვიშენებს განვითარებულ ქვეყანას… სახელმწიფო – ეს შენ ხარ და მისი მშენებლობა შენი სახლიდან იწყება…

და დიახ, ტრაგედია არ ჰქვია იმას, რისი თავიდან აცილებაც შეგვეძლო…


ამავე კატეგორიის

ქანაანის მიწა: ისტორიული მიმოხილვა

30 ოქტომბერი, 2023

ქალის როლი ბიბლიაში

10 აგვისტო, 2023

რატომ არ შეუძლია „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) დიდებული ქადაგებების შექმნა?

11 ივლისი, 2023

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 2

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 3

    „ყველა ადამიანი არამზადა როდია“ – იანუშ კორჩაკი

    7 იანვარი, 2021
  • 4

    სერ თომას მორი

    8 ოქტომბერი, 2021
  • 5

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები