ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

შენ ხარ საზოგადოება – ეს შენი ვალია!

by ნატალია ჩიქოვანი 18 მაისი, 2020
18 მაისი, 2020 215 ნახვა

გამურულ მუჭში ჩადებული ხურდა ხშირად უბრალოდ საკენკია სინდისის გასაჩუმებლად და რაღაც, გაუგებარი ვალმოხდილობის გრძნობით ვაგრძელებთ გზას თბილი სახლისკენ, სადაც ჩვენს შვილებს გულში ჩავიკრავთ… იქ , სადაც იმედია, სადაც გველიან და სადაც ვჭირდებით… აღარ გაგვახსენდება გაწვდილ ხელში ნაჩქარევად ჩაჩრილი ხურდა… იქნებ იმიტომ გაწვდილი, რომ ვინმეს ხელი ჩაეკიდა და ეგრძნო, რომ ისიც სჭირდებათ… წარმატებული მომავალი ისაა, რისთვისაც ჩვენ ყველა, ყოველდღიურად ვშრომობთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ეს „მომავალი“ ჩვენ გვერდით, ჩვენი ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე იზრდება.

ისინი ელიან, დიდხანს…იმდენად დიდხანს, რომ მათი არსებობაც კი გვავიწყდება და ერთ დღესაც წყვეტენ, რომ თავი „შეგვახსენონ“ . უჩინარი ბავშვები, რომლებიც ხშირად უარყოფილნი არიან ოჯახისგან, შემდგომ კი საზოგადოებისგანაც, იმ განწყობას, რასაც სოციუმისგან იღებენ, ზრდასრულ ასაკში უკანვე უბრუნებენ და ჩვენდა სამწუხაროდ, თუ სამარცხვინოდ ხშირად ეს განწყობა კრიმინალისა და აგრესიის სახით გვიბრუნდება უკან…

დიდი ხანია ის დრო წარსულს ჩაბარდა, 90-იანების ბნელ და უღიღმღამო დღეებში თვითგადარჩენისთვის რომ ვიბრძოდით. დღეს საზოგადოება ვართ და ერთიანობისთვის, მეტი ცივილურობისა და ტოლერანტობისთვის ვიბრძვით. „საზოგადოება“ ის სიტყვაა, ხანდახან ყველას და არავის ერთად რომ გულისხმობს; ყველას იმიტომ, რომ ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც პრობლემაა მოსაგვარებელი და არავის იმიტომ, რომ ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ამ „მრავლობითობაში“ ჩაიკარგოს და თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა გვერდით მდგომს აჰკიდოს… რა თქმა უნდა, მერე შეგვიძლია ზოგი რამ მთავრობას გადავაბრალოთ, ზოგი – ვის და ზოგიც – ვის, მაგრამ არსებითი ისაა, რომ შედეგი არ იცვლება და ეს ჩვენ, ყველას ენთუზიასტებს, თუ კრიტიკოსებს თანაბრად გვეხება….

შენ ხარ საზოგადოება! ეს ის განსაზღვრებაა, რომელსაც არ აქვს გასაქცევი და არც ობიექტი მოეძებნება რაიმეს გადასაბრალებლად. გაეცი სითბო, რადგან შენ ხარ საზოგადოება და ეს შენი ვალია!

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები