ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

by ნინო ხუროშვილი 9 თებერვალი, 2021
9 თებერვალი, 2021 320 ნახვა

ცნობილი გახდა ახალი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეა კვლავ რჩება მსოფლიოში პირველ ქვეყნად, სადაც ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე პირობებია. 2019-2020 წლების მონაცემების ანალიზის შედეგად, არაკომერციულმა ორგანიზაციამ Korea Future Initiative გამოაქვეყნა 98 გვერდისაგან შემდგარი ანგარიში. ანგარიში შედგენილია დევნის 273 მსხვერპლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით.

ანგარიშში აღრიცხულია ქრისტიანთა დაპატიმრების 244 დაუსაბუთებელი შემთხვევა (რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობდა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ანუ ეს იყო ადამიანებისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა); ქვეყნიდან გაქცეული ადამიანების ჩრდილოეთ კორეაში იძულებითი დაბრუნების 79 შემთხვევა; წამების ან ფიზიკური ძალადობის 36 შემთხვევა; სექსუალური ძალადობის 32 შემთხვევა; სიკვდილით დასჯის 20 შემთხვევა.

ორგანიზაცია Open Doors-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები ყველაზე სასტიკად იდევნებიან. კომუნისტური რეჟიმის მქონე ქვეყანაში 50 ათასიდან 70 ათას ქრისტიანამდე ცხოვრობს. რწმენის გამო მათ ხშირად აკავებენ და შრომით ბანაკებში ან ციხეებში გზავნიან.

ციხეში გარდაცვლილი ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცოლი, ჰეა ვუ, რომელიც თავადაც დაპატიმრებული იყო, ორგანიზაცია Open Doors-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ციხეებში არსებული საშინელი პირობების, მძიმე შრომისა და ცუდი კვების გამო, იქ მყოფი ქალები და მამაკაცები ხშირად იხოცებიან.

„ისინი უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში არიან. გარდა ამისა, ისინი შიმშილობენ. ყოველ ადამიანს აძლევენ ერთ მუჭა დამპალ სიმინდს. მეტი არაფერია საჭმელი. ასევე იყო რაღაც წყლიანი, წვნიანიც არ ეთქმოდა. მთელი წლის განმავლობაში გვაძლევდნენ დამპალ სიმინდს. ადამიანები კი იძულებულნი არიან, რომ პირუტყვზე მეტი იმუშაონ. ისინი ცუდი კვებისა და მძიმე შრომის შედეგად იღუპებიან.“ – ამბობს ვუ.   

ჩრდილო კორეელი ქრისტიანების თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში გაქცეულ ქრისტიანებს ჩინეთი უკან აბრუნებს.

ორგანიზაცია Korea Future Initiative აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები ქრისტიანები უკიდურესად სასტიკად იდევნებიან; მათ მოულოდნელად აკავებენ, ძალის გამოყენებით ატარებენ დაკითხვებს, სიკვდილით სჯიან, აბორტის გაკეთებასაც კი აიძულებენ ორსულებს. მიუხედავად ამისა, ღმერთი განაგრძობს მოქმედებას ქრისტიანებს შორის.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ქრისტიანი პატიმრები სხვა პატიმრებსაც უამბობენ საკუთარი რწმენის შესახებ. ანგარიშში დაწერილია ერთი პატიმრის დამოწმების შესახებ, რომელიც ქრისტიანი პატიმრის მეშვეობით მოექცა ქრისტესკენ და გადაიფიქრა თავის მოკვლა.

„ის სინათლე იყო ჩემთვის, რომელიც მოვიდა და გამათბო, როდესაც ჩემს წუხილში ვიხრჩობოდი და ის რომ არა, თავს მოვიკლავდი.“ – ამბობს ყოფილი პატიმარი ქალი.

ვაშინგტონში არსებული ჩრდილოეთ კორეის ადამიანთა უფლებადამცველი კომიტეტის (HRNK) ანგარიშში კი მოცემულია კონგორის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული პატიმრების ინტერვიუები.

ანგარიშის მიხედვით, კონგორის ციხის პატიმრები იძულებულნი არიან, დალიონ წყალი, რომელიც დაბინძურებულია მათი თანამესაკნეების გვამების ფერფლით. დატუსაღებულთა უმრავლესობის დანაშაულს კი ქრისტიანული რწმენა, ბიბლიის ქონა და სამხრეთკორეული სერიალების ყურება წარმოადგენს.

ანგარიშში ვკითხულობთ ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის მოგონებას, რომლის მიხედვითაც, ყოველ ორშაბათს პატიმრები კრემატორიუმის შენობაში მდებარე მრგვალ ავზში ათავსებდნენ გარდაცვლილთა გვამებს, შემდგომ კი წვავდნენ. შენობა სისხლის, ასევე, გახრწნილი და დამწვარი გვამების სუნით ყარდა. გვამების დაწვის შემდეგ, ფერფლს იქვე ყრიდნენ.

„როდესაც წვიმა მოდიოდა, ნიაღვარს ფერფლი მდინარეში ჩაჰქონდა, პატიმრები კი მდინარის წყალს სვამდნენ და დასაბანად იყენებდნენ.“ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

ვარაუდობენ, რომ მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით დაპატიმრებულია, დაახლოებით, 120 000 ადამიანი. პატიმრებს მონებივით ეპყრობიან და ამუშავებენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, კონგორის ციხეში მისი ყოფნის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 800 პატიმარი დაიღუპა მძიმე შრომისა და შიმშილის გამო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Doors“-ის 2020 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებიან. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ კორეა ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთია. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია „წამებულთა ხმა – კორეის“ ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 23 000 ბიბლია გაიგზავნა ჩრდილოეთ კორეაში. არსებული სიტუაციის ფონზე სულ უფრო იზრდება ქრისტიანთა რიცხვი და ბიბლიებზე მოთხოვნა, რომელთაც სამხრეთ კორეელი ქრისტიანები და მისიონერები ხან საჰაერო ბურთების მეშვეობით, ხანაც კი მეხსიერების ბარათებით აგზავნიან ჩრდილოეთ კორეაში. ხშირად მესაზღვრეები ბუშტებს ხეთქავენ, ზოგჯერ კი ამინდიც არ უწყობთ ხელს, მაგრამ უამარვი ბიბლია მაინც აღწევს დანიშნულების ადგილზე და ადამიანებთან იმედი მიაქვს.

P.S. გთხოვთ, ილოცოთ ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები დევნილი ქრისტიანებისთვის…


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

ტოლკინის უცნობი ნამუშევრები და ქრისტიანული რწმენის გავლენა მის...

8 დეკემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები