ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რას ამბობს ბიბლია ბედისწერის შესახებ?

by ნინო ხუროშვილი 3 ნოემბერი, 2020
3 ნოემბერი, 2020 13.3K ნახვა

ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და საუბარს დავიწყებთ იქიდან, თუ რას არ გვასწავლის ბიბლია ამასთან დაკავშირებით. ბედისწერას, ჩვეულებისამებრ, უწოდებენ მოვლენათა წინასწარ განსაზღვრულ სვლას, რომლის მართვაც ადამიანის შესაძლებლობას აღემატება. სწორედ ამიტომაც, ისმის კითხვა: თუ ბედისწერის შეცვლა არ შეგვიძლია, მაშ, რა აზრი აქვს, რომ ვცადოთ? რაც მოსახდენია, მოხდეს, ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით. ამ შეხედულებას „ფატალიზმი“ ეწოდება და ის არ გახლავთ ბიბლიური.

ფატალიზმი ისლამის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც მოითხოვს სრულ მორჩილებას ალაჰის უზენაესობისადმი. ფატალიზმი ინდუიზმშიც ფართოდაა გავრცელებული. ფაქტობრივად, ადამიანების კასტებად დაყოფის სისტემა, რომელიც ინდოეთში არსებობს, სწორედ ფატალისტურ შეხედულებას ეფუძნება. ბერძნულ მითოლოგიაში ვკითხულობთ ბედისწერის სამი ქალღმერთის, მორიების შესახებ. ისინი გამოსახულნი არიან, როგორც ადამიანთა ბედის მქსოველნი; მათ გადაწყვეტილებათა შეცვლა ან გაუქმება არავის შეუძლია, სხვა ღმერთებსაც კი.

ბედისწერა და ბედი − ჩვენი თავისუფალი ნება

ბიბლიის სწავლების მიხედვით, ადამიანი შეიქმნა თავისუფალი არჩევანის უფლებით და ის არის პასუხისმგებელი თავის ყოველ არჩევანზე. ადამიანის ცოდვით დაცემა არ გახლდათ წინასწარ განსაზღვრული მოვლენა და არც ადამი და ევა ყოფილან უმწეო მსხვერპლნი და მარიონეტები ღმერთის ხელში. პირიქით, ადამსა და ევას ჰქონდათ უნარი იმისა, რომ აერჩიათ მორჩილება (რასაც კურთხევა მოჰყვებოდა) ან ურჩობა (რასაც მოჰყვებოდა წყევლა). მათ იცოდნენ, როგორი იქნებოდა მათი არჩევანის შედეგი და ამის გამო დაეკისრათ კიდეც პასუხისმგებლობა (დაბადების წიგნის მე-3 თავი).

წმინდა წერილში მრავალგანაა დაწერილი იმ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თითოეული არჩევანის გამო გვეკისრება.

უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის.

იგავები 22:8

ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან ‒ მხოლოდ დანაკლისი.

იგავები 14:23

თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან.

რომაელთა 13:3

ხშირად, როდესაც ბიბლია ბედის შესახებ საუბრობს, გულისხმობს იმ ბედს, რომელიც ადამიანებმა თავად მოიწიეს:

ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლა ცრემლებით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო [ბედი] დაღუპვაა.

ფილიპელთა 3:18-19

ასეთია გზა [ბედი] უგუნურთა და თვითკმაყოფილთა დასასრული.

ფსალმუნი 48:13

ვინც ქმრიან ქალთან მრუშობს, უგუნურია. თავს იღუპავს ამის ჩამდენი.

იგავები 6:32

თითოეული გასამართლდა თავის საქმეთამებრ.

გამოცხადება 20:13

ჩვენ ვცოდავთ, რადგან ასე ვირჩევთ. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ „ბედს“, წინასწარგანსაზღვრულობას, ან ღმერთს. იაკობის წერილში დაწერილია (1:13-14):

ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.

იაკობი 1:13-14

საინტერესოა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ცოდვას ირჩევს, თავადვე წუხდება შემდეგ ამ ცოდვის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგებით:

კაცს საკუთარი უგუნურება ღუპავს, მაგრამ მისი გული უფალს ემდურის.

იგავები 19:3

ეს ძალიან ღრმა შინაარსის მქონე მუხლია. ადამიანი შეიძლება სრულიად უგუნურად წარმართავდეს თავის ცხოვრებას და მაინც ღმერთს ან ბედს ადანაშაულებდეს ამაში. ამრიგად, ასეთი ადამიანი თავს იღუპავს თავისი უგუნურებით.

წმინდა წერილი ასევე გვასწავლის, რომ რწმენაც ჩვენივე არჩევანია. ბიბლიაში რწმენასთან დაკავშირებით მოცემული ბრძანებანი ყოველთვის არჩევანს გულისხმობს.

ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.

იოანე 20:27

(იხ. აგრეთვე საქმეები 16:31; 19:4).

ბედი და ბედისწერა ‒ ღმერთის უზენაესობა

ჩვენ არ ვართ ჩვენი ბედის უზენაესი შემოქმედნი. მხოლოდ ღმერთია უზენაესი. მის უზენაეს მმართველობას „განგება“ (განჭვრეტა) ეწოდება. მან აირჩია ჩვენთვის თავისუფალი ნების მონიჭება და მან შექმნა მორალური სამყარო, სადაც მიზეზშედეგობრიობის კანონი სინამდვილეა.

ყოველადბრძენ, ყოვლისშემძლე ღმერთს აქვს გეგმა და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბიბლია ღვთიური ჩანაფიქრის შესახებ გვესაუბრება. ღვთის გეგმა, რაკიღა ის ღვთისაა, არის წმინდა, ბრძნული და სასიკეთო. ღმერთის განგება მიმართულია იმისაკენ, რომ ხორცშესხმული იქნეს უფლის თავდაპირველი ჩანაფიქრი ქმნილებასთან დაკავშირებით.

პირვანდელნი დიდი ხნით ადრე გამოვაცხადე, და ჩემი პირიდან გამოვიდა და ვაუწყებდი მათ, და უცბად ვიქმოდი და სრულდებოდა.

ესაია 48:3

იმას, რასაც ღმერთი აცხადებს, აღასრულებს კიდეც (და მან შესაძლოა, საუკუნეებით ადრე გამოაცხადოს!).

ღვთის გეგმის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს.

არ არის სიბრძნე და არ არის გონება. არ არის რჩევა უფლის საპირისპიროდ.

იგავები 21:30

სწორედ ამიტომ ვერ დაასრულეს ადამიანებმა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა (დაბადების 11:1-9); ამიტომ ჩაყარა მეფე დარიოსმა დანიელის მოწინააღმდეგენი ლომების ხაროში (დანიელი 6:24); ამიტომ გაატარა გარკვეული ხანი იონამ თევზის მუცელში (იონა 1:17) და ამიტომ ვყოფ თავს ხიფათში, როცა ვცოდავ.

ღმერთის ხელშია ისიც კი, რასაც „ბედს“ ან „შესაძლებლობას“ ვუწოდებთ. „კალთაში იყრება წილი, მაგრამ უფლისაგანაა მთელი სამართალი.“ (იგავები 16:33). სხვა სიტყვებით, ღმერთი განზე არ დგას იმ ყოველივესგან, რაც სამყაროში ხდება.

ყველაფერი, რაც ხდება ქვეყნიერებაზე, მიმართულია ღვთის მიზნის აღსრულებისკენ. ბოროტება არსებობს, მაგრამ მას არ აქვს უფლება ღვთის ჩანაფიქრის შეცვლისა და დაბრკოლებისა. ღმერთი ცოდვილ ადამიანებსაც კი იყენებს თავის მიზანთა მისაღწევად.

წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში, სადაც მოისურვებს, იქ მიმართავს მას.

იგავები 21:1

ღმერთი მოქმედებდა ეგვიპტელთა გულებში (გამოსვლის 12:36), ასევე მეფე არტარქსერქსეს გულშიც (ეზრა 7:27) იმისათვის, რომ თავისი მიზანი აღესრულებინა. მაშინაც კი, როცა ადამიანის განზრახვა ბოროტია, ღმერთს ძალუძს, აღასრულოს თავისი ნება ისევე, როგორც ქრისტეს ჯვარმცმელთა შემთხვევაში (საქმეები 2:23; 4:27-28).

ღმერთის გეგმაში ასევე იგულისხმება ჯილდო მათთვის, ვინც ენდობა მას და მის დაპირებებს; ღმერთი კი დიდებას ჰპირდება თავის შვილებს.

არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს საიდუმლოებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის…მაგრამ, როგორც წერია: ‘რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.’

1-ლი კორინთელთა 2:7-9

ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს „წინასწარ განსაზღვრა“; ეს გახლავთ ჩვენი ბედი, რომელიც უფლის მიმართ ჩვენს სიყვარულზეა დაფუძნებული.

ბედი და ბედისწერა ‒ ინდივიდუალური გეგმა

ღმერთის უზენაესობა თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებულ გეგმასაც გულისხმობს. ეს თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ იერემიას ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ როგორ მოუწოდა მას ღმერთმა ჯერ კიდევ მანამ, სანამ წინასწარმეტყველი დაიბადებოდა.

იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: ‘სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმინდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.’

იერემია 1:4-5

დავითიც აღიარებდა, რომ ღმერთს გეგმა ჰქონდა მის ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არცერთი მათგანი.

ფსალმუნი 138:16

იმის გამო, რომ დავითმა იცოდა ეს, ის ღმერთს სთხოვდა წინამძღოლობას და მითითებას ამა თუ იმ სიტუაციაში (1-ლი მეფეთა 23:9-12).

ბედი და ბედისწერა ‒ შეჯამება

საქმეების წიგნის მე-9 თავში იესო ქრისტე ეცხადება ტარსუსელ სავლეს და ეუბნება ფრიად საინტერესო სიტყვებს: „გაგიძნელდება წვეტიანი კეტის დაწიხვლა“ (საქმე მოციქულთა 26:14. სბს 2013). აშკარაა, რომ ქრისტეს ჰქონდა გეგმა სავლეს ცხოვრებასთან დაკავშირებით, რასაც სავლე მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა. ჩვენს თავისუფლებას ღვთის ნების წინააღმდეგ თუ მივმართავთ, ეს შეიძლება დიდად მტკივნეული იყოს.

მოგვიანებით, იესო ეუბნება სავლეს, რომ კაცი, სახელად ანანია, მივიდოდა მასთან (საქმე 9:11-12). როგორც ჩანს, იესოს ანანიასთვისაც ჰქონდა წინასწარ ჩაფიქრებული გეგმა. ანანიას არ სურდა სავლესთან წასვლა (13-14). მას შეეძლო, იონას მსგავსად მოქცეულიყო და სხვა გზით წასულიყო. ეს მისი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ ღმერთს „თევზი“ მზად ეყოლებოდა ანანიას დასაბრუნებლად. საბედნიეროდ, ანანია დაემორჩილა ღმერთს (მუხლი მე-17). როცა ჩვენს თავისუფლებას ღმერთის გეგმის აღსასრულებლად ვიყენებთ, ჩვენს ცხოვრებაში კურთხევა მოდის.

ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის ხელთაა ყოველივე. ამავდროულად, ის გვაძლევს თავისუფალ ნებას იმისათვის, რომ თავად ავირჩიოთ, დავემორჩილოთ თუ არა მას.

ღმერთი აკურთხებს მორჩილებას და მოთმინებას იჩენს ურჩთა მიმართ. მას აქვს გეგმა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისათვის, რაც გულისხმობს სიხარულსა და ღვთიურ დიდებას როგორც ამქვეყნად, ისე საუკუნო სასუფეველში. მათ, ვინც ქრისტე საკუთარ მხსნელად მიიღეს, ღვთის გეგმაც მიიღეს (იოანე 14:6). ამ წუთიდან მოყოლებული, ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ღვთის მიერ მისთვის მომზადებულ გზას და ლოცულობს, რათა აღსრულდეს უფლის ნება (მათე 6:10) და თავი აარიდოს ცოდვის მახეს (ფსალმუნი 31:1-11; 118:59; ებრაელთა 12:1-2).

წყარო: https://www.gotquestions.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები