ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რას ამბობს ბიბლია მკითხაობის შესახებ?!

by დაჩი პაპაშვილი 9 ნოემბერი, 2020
9 ნოემბერი, 2020 6.7K ნახვა

ადამიანთა უმრავლესობა გამუდმებით ფიქრობს საკუთარ მომავალზე. ისინი განიცდიან და ნერვიულობენ იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. ზოგიერთი კი, სასოწარკვეთას მიცემული, მკითხავის ან ასტროლოგიური პროგნოზის მეშვეობით ცდილობს დაადგინოს, რა ელოდება. მისნობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ე.წ. „წინასწარმეტყველი“ ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მათ შორის ხელისგულებზე მკითხაობას, ადამიანის პირად ნივთებზე დაკვირვებას, სარკეს ან უბრალოდ თაღლითობას. ამას გარდა, ინფორმაციის წყაროს, შესაძლოა, დემონური არსებაც წარმოადგენდეს.

წიგნში „თაღლითები“ დენი კორემი საუბრობს იმ ექვსი მეთოდის შესახებ, რომელთაც ხშირად შეხვდებით ე.წ. „წინასწარმეტყველთან“, კერძოდ:

  1. დაკვირვება ადამიანზე, რაც პირველ ხელჩასაჭიდს აძლევს მათ პიროვნებასთნ შემდგომი ურთიერთობისთვის.
  2. კონკრეტული საკითხის წინასწარ გაგება მარჩიელობის დაწყებამდე.
  3. უნარი, ამოიცნოს ადამიანი და შეცვალოს მკითხაობის მიმდინარეობა ფარულად, ყოველგვარი აღელვების გარეშე.
  4. ზოგადად, ადამიანის ბუნების ცოდნა.
  5. ბანქოს ან სხვა საშუალებათა გამოყენება იმისათვის, რომ შეძლოს ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების გამოაშკარავება ან შეცვალოს მკითხაობის მიმართულება, როდესაც მიზანს სცდება.
  6. იღბლის ელემენტი და სპექტაკლის დადგმის უნარი, რაც ეხმარება მას კლიენტზე შთაბეჭდილების მოხდენაში.

უფლის თვალში სისაძაგლეა მომავლის ძიება გრძნეულების დახმარებით, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ, გვიჩვენონ ჩვენი ცხოვრებისთვის უფლის მიერ განსაზღვრული მიმართულება. სატანა თავის მიზანს აღწევს მაშინ, როდესაც უარვყოფთ ღვთის სიტყვას. წმინდა წერილში შემდეგნაირადაა აღწერილი უფლის მიერ საულის დასჯა, იმის გამო, რომ იგი შეეცადა, მკითხავის დახმარებით გადაეწყვიტა პრობლემა:

ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.
1 ნეშტთა 10:13-14

ნუთუ წმინდა წერილის ეს მონაკვეთი საულის შესახებ იმაზეც გვაფრთხილებს, რომ არ შეიძლება მკითხაობა თუნდაც გართობის ან ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით? უფალი მათ სიტყვას სიცრუედ მოიხსენიებს და ამასთან, კრძალავს ებრაელ ერთან მათ თანაცხოვრებას:

ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან სიტყვა თქვენი ამაოა და სიცრუე, ამიტომ იცოდეთ, თქვენ წინააღმდეგ ვარ!’ – ამბობს უფალი ღმერთი. და იქნება ჩემი ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამაოს იხილავენ და სიცრუეს მკითხაობენ; ჩემი ხალხის კრებულში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე არ მოვლენ. მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
ეზეკიელი 13:8-9

მოსეს რჯულმა მისნობისათვის სასჯელად სიკვდილი დაადგინა:

მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი.
ლევიანთა 20:27

მისნების და გრძნეულების არსებობა მათ კულტურაში უარყოფით გავლენას ახდენდა ისრაელზე, რაც გარშემო არსებულ წარმართულ კულტურაში მათ აღრევას იწვევდა.

რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზის გასაყართან, ორი გზის დასაწყისში სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, დახედა ღვიძლს.
ეზეკიელი 21:21

იერემია მკითხაობას უწოდებს ტყუილს:

და მითხრა მე უფალმა: ‘ტყუილს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით, მე არ გამომიგზავნია ისინი, არც მიბრძანებია მათთვის და არც მილაპარაკია მათთან; ტყუილ ხილვასა და მკითხაობას, ამაოსა და თავიანთი გულის ზრახვებს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.
იერემია 14:14

ესაია ამბობს:

ღმერთი, რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს და ააშკარავებს ჯადოსანთა შეშლილობას, უკან ახევინებს ბრძენთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს.
ესაია 44:25

მოციქულთა საქმეების წიგნიდან ვხედავთ, რომ მკითხაობა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი იყო ფილიპეში:

სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
მოციქულთა საქმები 16:16

პავლე მოციქულმა განდევნა მხევლისგან დემონი, რომელიც წარმართავდა მის მოქმედებას. წმინდა წერილის მოცემული მონაკვეთი ადასტურებს, რომ მკითხაობა ყოველთვის ადამიანის სიცრუის ნაყოფი არაა, არამედ, შესაძლოა, იგი დემონის ზეგავლენით ხდებოდეს.

იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან
მოციქულთა საქმები 16:18

მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს გულებსა და გონებას, რათა არ მივემსგავსოთ ქვეყნიერებას? დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ იმაში ეფლობიან ცხოვრების გზაზე დასუსტებული ადამიანები, რაზედაც ადრე ვერც კი იფიქრებდნენ. იესომ, მთაზე წარმოთქმული ქადაგებით, მოგვცა მნიშვნელოვანი მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევძლებთ საკუთარი თავისა და ცხოვრების დაცვას. „სხეულის სანთელი თვალია,“ – თქვა მან, – „თუ ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?“ (მათე 6:22-23). ჩვენი ქმედებები უნდა წარიმართებოს ღმერთის სიტყვით, რაც ასევე ნიშნავს, რომ უნდა ვაკვირდებოდეთ, რით ვივსებით თვალებისა და ყურების მეშვეობით.

მიანდე შენი მომავალი ღმერთს, რომელმაც შეგქმნა.

იერემიას 29:11 მშვენიერი დაპირებაა ღვთისგან:

რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი
იერემია 29:11

გახსოვდეთ, რომ მომავალი ეკუთვნის ღმერთს, და ყველაზე უსაფრთხოდ მაშინ ხართ, როდესაც მისი ნების შესაბამისად ცხოვრობთ.

ჯოშ მაკდაუელი 

წყარო: http://www.preachitteachit.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

    16 მარტი, 2022
  • 2

    როგორ გარდაიცვალნენ მოციქულები?

    27 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

    13 ივნისი, 2025
  • 4

    „ყველა ადამიანი არამზადა როდია“ – იანუშ კორჩაკი

    7 იანვარი, 2021
  • 5

    სერ თომას მორი

    8 ოქტომბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები