ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

by დაჩი პაპაშვილი 10 ნოემბერი, 2020
10 ნოემბერი, 2020 646 ნახვა

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები ისეთი წიგნებია, რომლებიც ცდილობენ, მიემსგავსონ წმინდა წერილს, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი დაწერილნი არიან ცრუ სახელების გამოყენებით. თავად ტერმინი ​წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან “pseudo”, რაც ნიშნავს „ცრუ“-ს და “epigraphein”, რაც ნიშნავს „ჩაწერას“, ამგვარად, „სიცრუის დაწერას.“

ფსევდოეპიგრაფიკული წიგნები დაიწერა დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე 200-დან 300 წლამდე. ისინი ყალბი ნაშრომებია, დაწერილი უცნობი ავტორების მიერ, რომლებიც  ცდილობდნენ მკითხველის მოპოვებას ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟთა სახელების გამოყენებით. ცხადია, წიგნი, სახელად „აბრაამის აღთქმა“ უფრო მეტ მკითხველს მიიზიდავდა, ვიდრე „უცნობი ავტორის გაყალბებული სახარება.“  შესაძლოა, ფსევდოეპიგრაფიკა ისტორიის და ანტიკური რელიგიის სტუდენტებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ისინი არ არიან ღვთის მიერ შთაგონებულნი და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ წმინდა წერილის კანონის ნაწილს.

მიზეზები, რის გამოც უარყოფენ ფსევდოეპიგრაფიკას, არის შემდეგი:

1. ისინი დაწერილია ცრუ სახელების გამოყენებით. რაიმე სახის სიცრუე წიგნში, ბუნებრივია, უარყოფს მის პრეტენზიასაც ჭეშმარიტებაზე.

2. ისინი შეიცავენ ქრონოლოგიურ შეუთავსებლობას და ისტორიულ ცდომილებათ. მაგალითად, „ბარუქის აპოკალიფსში“ იერუსალიმის დაცემა ხდება „იუდას მეფის, იეჰოიაკინის მეფობის 25-ე წელს.“ პრობლემა ის გახლავთ, რომ იეჰოიაკინი იყო 18 წლის, როდესაც იგი გამეფდა და იმეფა მხოლოდ 3 თვე (4 მეფეთა 24:8).

3. ისინი შეიცავენ სხვადასხვა ერეტიკულ სწავლებას. მაგალითად, ფსევდოეპიგრაფიკულ „იოანეს საქმეებში“ იესო წარმოდგენილია, როგორც სული, რომელიც არ ტოვებდა ნაკვალევს სიარულისას, რომელსაც ვერ შეეხებოდი და რომელიც სინამდვილეში არ მომკვდარა  ჯვარზე.

პავლე მოციქულს მოუხდა, დაპირისპირებოდა თავის დროს დაწერილ ფსევდოეპიგრაფიკას. თესალონიკეს ეკლესიისადმი მიმართვისას იგი მათ მოუწოდებს „ვითომდა მის მიერ გაგზავნილი წერილის“ (2 თესალონიკელთა 2:2) შესახებ სიფრთხილის გამოჩენისკენ. აშკარაა, ვიღაცამ სცადა მორწმუნეთა შეცდენა გაყალბებული წერილით, რომელიც პავლეს  წერილების იმიტირებას ცდილობდა. პავლე იძულებული იყო, მიეღო ზომები: „​მოკითხვა პავლესაგან, ჩემი საკუთარი ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია. მე ასე ვწერ.“ (2 თესალონიკელთა 3:17; 1 კორინთელთა 16:21; გალატელთა 6:11 და კოლასელთა 4:18).

უამრავი წიგნია აგრეთვე, რომლებიც ხვდება ​ფსევდოეპიგრაფიკული ​წიგნების კატეგორიაში, ესენია: „ეზეკიელის აღთქმა“, „ესაიას ხილვა“, „ენოქის წიგნი“, „ენოქის საიდუმლოებანი“, „ნოეს  წიგნი“, „ბარუქის აპოკალიფსი“ (ბარუქი იყო იერემიას მწიგნობარი, იერემიას 36:4-ის მიხედვით), „ბარუქის დანარჩენი სიტყვები“, „სოლომონის ფსალმუნები“, „სოლომონის ოდები“, „თორმეტი პატრიარქის აღთქმა“, „ადამის აღთქმა“, „აბრაამის აღთქმა“, „იობის აღთქმა“, „ეზრას აპოკალიფსი“, „იოსების ლოცვა“, „წინასწარმეტყველი ელია“, „ზაქარია წინასწარმეტყველი“, „ზაქარია − იოანეს მამა“, „პავლეს მარშრუტი“, „პავლეს საქმეები“, „პავლეს აპოკალიფსი“, „პეტრეს  მარშრუტი“, „თომას მარშრუტი“, „თომას სახარება“, „იაკობის ისტორია“, „პეტრეს აპოკალიფსი“ და „ბარნაბას ეპისტოლენი.“

წყარო: https://www.gotquestions.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ამბობს ბიბლია მკითხაობის შესახებ?!

9 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები