ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება ის ბიბლიაში?

by დაჩი პაპაშვილი 16 დეკემბერი, 2020
16 დეკემბერი, 2020 1.3K ნახვა

„იაშარის წიგნი“, რომელიც ბერძნულ სეპტუაგინტაში გვხვდება, როგორც „Book of the Upright One“ და ვულგატაში, როგორც „მართალთა წიგნი“, სავარაუდოდ, ანტიკური ებრაული სიმღერების და პოემების კრებული იყო, რომლითაც ისრაელის გმირებს და მათ საგმირო საქმეებს განადიდებდნენ. „იაშარის წიგნი“ ნახსენებია იესო ნავეს ძის 10:12-13-ში, როდესაც ღმერთმა ბეთ-ხორონის ბრძოლის დროს მზე გააჩერა ცის კაბადონზე. იგი ასევე აღნიშნულია მე-2 მეფეთა 1:17-26-ში, როგორც საგალობელი, გოდება. ეს არის დავითის მიერ შექმნილი სამგლოვიარო სიმღერა, რომელიც მან დაწერა საულის და იონათანის სიკვდილის დროს.

იბადება კითხვა, თუ „იაშარის წიგნი“ ნახსენებია ბიბლიაში, რატომ არ მოხვდა იგი წმინდა წერილში? ჩვენ  ვიცით, რომ ბიბლიის წიგნთა ავტორები ღმერთის მიერ იყვნენ შთაგონებულნი, რათა გამოეყენებინათ ექსტრაბიბლიური წყაროები მისი სიტყვის გადმოსაცემად. იესო ნავეს ძის 10:13 ამის კარგი მაგალითია. ამ ბრძოლის აღწერისას, იესო ნავეს ძეს მოჰყავს ადგილი „იაშარის წიგნიდან“ არა იმის გამო, რომ ეს იყო მომხდარი ფაქტის ერთადერთი დამადასტურებელი წყარო, არამედ ის აცხადებდა: „თუ თქვენ არ გჯერათ, რასაც ვამბობ, შეგიძლიათ, იგივე წაიკითხოთ ‘იაშარის წიგნში’. ამ წიგნშიც კია ჩაწერილი ეს მოვლენა.“

არსებობს სხვა ებრაული ნაშრომებიც, რომლებიც ნახსენებია ბიბლიაში. ესენია: უფლის ომების წიგნი (რიცხვთა 21:14), წინასწარმეტყველ სამუელის, წინასწარმეტყველ ნათანის და წინასწარმეტყველ გადის წიგნები (1-ლი ნეშტთა 29:29). ასევე, რეხაბყამის საქმეები და იუდას მეფეთა მატიანის წიგნები (მე-3 მეფეთა 14:29). ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ სოლომონმა შექმნა ათას ხუთი საგალობელი (მე-3 მეფეთა 4:32), თუმცა მხოლოდ ორია შემონახული ფსალმუნებში (71-ე და 126-ე ფსალმუნი). წერდა რა სულიწმიდის შთაგონებით, ახალ აღთქმაში პავლეს მოჰყავს კრეტელი პოეტის, ეპიმენიდესის ციტატა (ტიტე 1:12) და ციტირებს პოეტებს ეპიმენიდესსა და არატუსს ათენში სიტყვით გამოსვლისას. (საქმეები 17:28).

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბიბლიის ღვთივშთაგონებული ავტორები ბევრი სხვადასხვა წყაროდან არჩეულ მასალებს იყენებდნენ, რომლებიც შეესაბამებოდა წერილის დიდებულ ჩანაფიქრს. უნდა გვესმოდეს, რომ ბიბლიაში აღწერილი ისტორიები არ ხდებოდა იზოლირებულად. წმინდა წერილში მოხსენიებული ადამიანები ურთიერთობდნენ სხვა ადამიანებთან. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მკაფიოდ საუბრობს მხოლოდ ერთი ღმერთის არსებობის შესახებ, იგი ასევე იხსენიებს უამრავ ღმერთს, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ისრაელში და მის გარშემო არსებულ ქვეყნებში. მსგავსადვე, საქმეების 17:28-სა და ტიტეს 1:12-ში, ვხვდებით საერო მწერალთა ციტატებსაც. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პოეტები იყვნენ ღვთივშთაგონებულნი, ღვთივსულიერნი. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მათ თავის დროზე თქვეს ისეთი რამ, რაც სასარგებლო იყო გარკვეული საკითხის ხაზგასასმელად.  

დღესდღეობით არსებობს წიგნი, სახელად „იაშარის წიგნი“, თუმცა იგი არაა ის წიგნი, რომელიც ნახსენებია ძველ აღთქმაში. ეს გახლავთ მე-18 საუკუნის გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც თავს ასაღებს „დაკარგული იაშარის წიგნის“, მე-8 საუკუნის ინგლისელი მკვლევრის, ალკუინის თარგმანად. არსებობს კიდევ უფრო ახალი წიგნი იმავე სახელწოდებით: „იაშარის წიგნი“, რომელიც მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის ავტორის, ბენჯამინ როზენბაუმის მიერაა დაწერილი. ეს წიგნი მთლიანად ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება.

კიდევ ერთი წიგნი იმავე სახელწოდებით, არის „ფსევდო იაშარი“. იმის მიუხედავად, რომ იგი დაწერილია ებრაულად, არც ისაა ბიბლიაში მოხსენიებული „იაშარის წიგნი“. ეს არის წიგნი ებრაული ლეგენდების შესახებ, სამყაროს შექმნიდან ქანაანში იესო ნავეს ძის გამარჯვებამდე; მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს წიგნი არ არსებობდა 1625 წლამდე. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე სხვა ებრაელი რაბინისა და მკვლევრის თეოლოგიური ნაშრომები, სახელად „სეფერ ჰა იაშარ“, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აცხადებს პრეტენზიას, რომ არის ნამდვილი „იაშარის წიგნი“.

საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიბლიაში ნახსენები „იაშარის წიგნი“ დაიკარგა და ვერ მოაღწია ჩვენამდე. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ეს წიგნი გვხვდება წმინდა წერილის ორ ციტატაში. ამავე სახელწოდების სხვა წიგნები კი უბრალოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებები ან ებრაული მორალური ტრაქტატებია.

წყარო: www.gotquestions.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

რას ამბობს ბიბლია მკითხაობის შესახებ?!

9 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები