ლიბერალური ქრისტიანული სწავლება, რომელიც არ გახლავთ ქრისტიანული, ხაზს უსვამს ადამიანის გონებას და მას მიიჩნევს უმაღლეს ავტორიტეტად.
ლიბერალი თეოლოგები ცდილობენ ქრისტიანობა მოარგონ სეკულარულ მეცნიერებასა და თანამედროვე აზროვნებას. მათი აზრით, მეცნიერება ყოვლისმცოდნეა, ხოლო ბიბლია კი ყალბი, რომელიც მეტი არაფერია, თუ არა იგავ-არაკების კრებული. დაბადების პირველი თავები დაყვანილია პოეზიის ან ფანტაზიის დონემდე, რომლებშიც არის ერთგვარი უწყება, მაგრამ ის პირდაპირ არ უნდა გავიგოთ (მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე დაბადების პირველი თავების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის შესახებ საუბრობს). ისინი არ აღიარებენ კაცობრიობის სრულ წახდენილობას და ცოდვით დაცემას და მისი მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ხაზს უსვამენ სოციალურ სახარებას, თუმცა უარყოფენ იმას, რომ ცოდვით დაცემულ ადამიანს არ ძალუძს მისი შესრულება. იმის შესახებ, დახსნილია თუ არა ადამიანის ცოდვისა და ჯოჯოხეთის სასჯელისგამ საუბარიც ზედმეტია. მთავარია ის, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი სხვებს. ადამიანის „სიყვარული“ ხდება განმსაზღვრელი. ლიბერალ თეოლოგთა ამგვარი „აზროვნების“ შედეგად ქვემოთ მოცემული დოქტრინები ისწავლება ცრუქრისტიან ლიბერალ ღვთისმეტყველათა მიერ:
1. ბიბლია არ არის ღვთივშთაგონებული და მასში არის შეცდომები. ამ შეხედულებიდან გამომდინარე, ადამიანმა (ლიბერალმა თეოლოგებმა) უნდა დაადგინონ, რომელი სწავლებანია სწორი და რომელი – არა. რწმენა იმისა, რომ ბიბლია „ღვთივშთაგონებულია“ (ამ სიტყვის ორიგინალური მნიშვნელობით), მხოლოდ მიამიტ ადამიანებს აქვთ. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება 2 ტიმოთეს 3:16-17-ს:
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული
2. ქალწულის მიერ იესო ქრისტეს შობა მითოლოგიურ ცრუ სწავლებად არის მიჩნეული. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 7:14-ს და ლუკას სახარების მე-2 თავს.
3. იესო ქრისტე სხეულებრივად არ აღმდგარა. ეს სწავლება ეწინააღმდეგება ოთხივე სახარებაში არსებულ ჩანაწერებს ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე, მთლიანად ახალ აღთქმას.
4. იესო იყო ზნეობის კარგი მასწავლებელი, მაგრამ მისმა მიმდევრებმა შეცვალეს მისი ცხოვრების ისტორია (არავითარი „ზებუნებრივი“ სასწაულები არ მომხდარა). სახარებების დიდი ხნის შემდეგ დაიწერა და მათმა ავტორებმა ისინი ქრისტეს მოწაფეებს მიაწერეს მეტი ავტორიტეტულობის გამო. ამგვარი შეხედულება ეწინააღმდეგება მოციქულ პავლეს სიტყვებს (2 ტიმოთე 3:16-17) და ცდილობს საფუძველი გამოაცალოს იმ ფაქტს, რომ ღმერთმა დღემდე ხელუხლებლად შემოგვინახა წმინდა წერილი.
5. ჯოჯოხეთი არ არის რეალური. ქრისტეს რწმენისა და მასთან ურთიერთობის გარეშე ადამიანი არ არის დაღუპული ცოდვის გამო და არც მომავალი სამსჯავროსათვის არის განწირული. ადამიანს თვითონ ძალუძს საკუთარი თავის დახმარება; ქრისტეს მსხვერპლი საჭირო არ არის, რადგანაც ღმერთი, რომელიც სიყვარულია, ადამიანებს არ გაგზავნიდა ისეთ ადგილას, როგორიც ჯოჯოხეთია და რადგანაც ადამიანი ცოდვაში არ იბადება. ეს თავად უფალ იესო სიტყვებს ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა, რომ იგი არის ღმერთთან მისასვლელი გზა, თავის მიერ გაღებული შენდობის მსხვერპლის მეშვეობით (იოანე 14:6).
6. ბიბლიის ავტორთა უმეტესობა სხვა სახელს არის ამოფარებული. მაგალითად, ლიბერალ თეოლოგთა აზრით, მოსეს არ დაუწერია ხუთწიგმეული (ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი). დანიელის წიგნს ორი ავტორი ჰყავს, რადგანაც სხვანაირად შეუძლებელია, რომ მოგვიანო თავებში ჩაწერილი დეტალური „წინასწარმეტყველებანი“ წინასწარ ყოფილიყო ცნობილი. ისინი უკვე მომხდარის შემდეგ უნდა დაწერილიყო. იგივე მიდგომაა ახალი აღთქმის წიგნებთან მიმართებით. ეს მოსაზრებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ წმინდა წერილს, არამედ ისტორიულ დოკუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც დასტურდება იმ პიროვნებათა არსებობა, რომელთა არსებობასაც ლიბერალი თეოლოგები უარყოფენ.
7. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისათვის არის მოყვასის „სიყვარული“. მოსაწონი ის კი არ არის, რაზეც ბიბლია მიგვითითებს, არამედ ის, რასაც ლიბერალი თეოლოგები განსაზღვრავენ, როგორც მოსაწონს. ამგვარი შეხედულება უარყოფს სწავლებას კაცობრიობის ცოდვით დაცემის შესახებ,რის გამოც ადამიანს არ ძალუძს რაიმე კარგის გაკეთება (იერემია 17:9) მანამ, სანამ მას ქრისტე არ გამოისყიდის და ახალ ქმნილებად არ იქცევა უფალში (2 კორინთელთა 5:17).
წმინდა წერილში მრავალგან გვხვდება სიტყვები იმ ადამიანებთა დაკავშირებით, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას (2 პეტრე 2:1). ლიბერალი ქრისტიანები კი სწორედ ასე იქცევიან. წმინდა წერილი ასევე გმობს მათ, ვინც მოციქულთა მიერ ნაქადაგები სახარებისგან განსხვავებულ სახარებას იქადაგებს (გალატელთა 1:8). ლიბერალი თეოლოგები კი ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილის ნაცვლად სოციალურ სახარებას ქადაგებენ. ბიბლია გმობს მათ, ვინც კეთილს ბოროტს უწოდებს და ბოროტს კეთილს (ესაია 5:20). ზოგიერთი ლიბერალური ეკლესია კი სწორედ ასე იქცევა იმით, რომ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იჩენს ჰომოსექსულიზმის მიმართ, მაშინ როდესაც ბიბლია გამუდმებით გმობს მას.
წმინდა წერილი ლაპარაკობს მათ წინააღმდეგ, ვინც გასძახიან „მშვიდობა, მშვიდობა“ მაშინ, როდესაც არ არის მშვიდობა (იერემია 6:14). ლიბერალი თეოლოგები კი სწორედ ასე იქცევიან, როდესაც ამბობენ რომ ადამიანს ძალუძს მშვიდობა მოიპოვოს ღმერთთან ურთიერთობაში ქრისტეს მსხვერპლის გვერდის ავლით და რომ ადამიანი არ უნდა წუხდეს ღმერთის მომავალი სამსჯავროს გამო.
უფლის სიტყვა ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანებს ღვთისმოსაობის სახეს მიიღებენ, მაგრამ მის ძალას უარყოფენ (2 ტიმოთე 3:5). ლიბერალური თეოლოგია სწორედ ამას აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ ადამიანში არის გარკვეული შინაგანი სიკეთე და არ სჭირდება ხელახლა შობას სულიწმიდისაგან იესო ქრისტეს რწმენით. ღვთის სიტყვა მათ წინააღმდეგაა, ვინც კერპებს ემსახურებიან ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად (1 ნეშტთა 16:26). ლიბერალი ქრისტიანები კი სწორედ ასე იქცევიან იმით, რომ თავად ქმნიან „ღმერთებს“ ნაცვლად ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის.
წყარო: https://www.gotquestions.org/