ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

რა არის სოლიფსიზმი?

by ნინო ხუროშვილი 28 ოქტომბერი, 2020
28 ოქტომბერი, 2020 775 ნახვა

სოლიფსიზმი (ლათ. solus – ერთი, ipse – თავად) არის იდეალისტური ფილოსოფიური თეორია (სუბიექტური რეალიზმის უკიდურესი ფორმა), რომელიც უარყოფს ობიექტური რეალობის არსებობას.

სოლიფსიზმის საფუძველია მტკიცება იმის შესახებ, რომ ერთადერთი სარწმუნო რეალობა საკუთარი ცნობიერება (რომელიც უშუალოდაა მისაწვდომი ადამიანისათვის) და შეგრძნებებია (რომლებიც ასევე უშუალოდ აღიქმება). ჩვენს ცნობიერებაში გარე სამყაროს ადეკვატურად ასახვის საკითხი ყოველთვის ეფუძნება აღქმის უტყუარობის საკითხს: თუ შეგრძნებები უტყუარია, მაშ, სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავთ მას. შეგრძნებათა უტყუარობის/ნამდვილობის დამტკიცება არ შეგვიძლია, რადგან შეგრძნებათა და ცნობიერების გარდა უშუალოდ არაფერია ჩვენთვის მისაწვდომი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეგრძნებები დამახინჯებულია ან ისინი ჩვენი ცნობიერების ნაყოფია უბრალოდ და გარემომცველი სამყარო სულაც არ არის ისეთი, როგორსაც მას ვხედავთ, თუ საერთოდ არსებობს იგი.

სოლიფსიზმი გამორიცხავს ყოველგვარ ლოგიკას ან დამადასტურებელ საბუთს, რაც გამოცდილების რეალობის დამადასტურებელი იქნებოდა. თუ ჩვენი გამოცდილებანი ხელოვნურია, წარმოსახვითი ან ყალბი, მაშ, ნებისმიერი გამოცდილება, რამაც შეიძლება გვიბიძგოს სოლიფსიზმისკენ, შეიძლება ილუზიის ნაწილი იყოს და მაშასადამე, არასანდო. ამავდროულად, ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც გვიბიძგებს სოლიფსიზმში დაეჭვებისკენ, შეიძლება არასანდოდ მივიჩნიოთ იმავე მიზეზის გამო. შედეგად, სოლიფსიზმს ვერც დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ გამოცდილების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სოლიფსიზმი, როგორც ფილოსოფია, პრაქტიკულად, აზრს მოკლებულია.  

სოლიფსიზმის შესახებ პირველად დაწერა ბერძენმა სოფისტმა გორგიუსმა (ქრ. შობამდე 483-375), რომლის ნაწერიდანაც ციტატა მოჰყავს რომაელ სკეპტიკოსს სექსტუს ემპირიკუსს:

  1.     არაფერი არ არსებობს.
  2.     თუ არსებობს კიდეც რამე, ამის შესახებ რაიმეს გაგება მაინც შეუძლებელია.
  3.     რამის გაგება თუ შეიძლება კიდეც ამის შესახებ, სხვებისათვის ამ ცოდნის გადაცემა მაინც შეუძლებელია.  

ბრიტანელი იდეალისტი ფ. ჰ. ბრედლი თავის წიგნში Appearance and Reality (1893) ასე ახასიათებს სოლიფსისტურ შეხედულებას:

„მე ვერ გავცდები გამოცდილების საზღვრებს; გამოცდილება ჩემი გამოცდილება უნდა იყოს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არაფერი არსებობს ჩემი ‘მეს’ მიღმა, რამეთუ ის, რაც არის გამოცდილება, არის ‘მეს’ მდგომარეობა.“

სოლიფსიზმი თანმიმდევრული ფორმით მეტად იშვიათად გვხვდება ფილოსოფიის ისტორიაში. იგი იმდენად აშკარად ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებასა და ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას, რომ მის პირდაპირ დაცვას თითქმის არავინ ცდილობდა. ამიტომ იგი უმთავრესად არსებობდა, როგორც სუბიექტური იდეალიზმიდან გამომდინარე შედეგი.

სოლიფსიზმი და ქრისტიანობა ერთმანეთს გამორიცხავს. თუკი სოლიფსიზმი არის იდეა იმის შესახებ, რომ მხოლოდ „მე“-ა მნიშვნელოვანი, წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ქრისტეა ყველაზე მნიშვნელოვანი. მოციქული პავლე წერს:

გადავწყვიტე, არაფერი მცოდნოდა თქვენ შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა.

1-ლი კორინთელთა 2:2

ქრისტიანი ამბობს:

ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენა, ღვთიური სიმართლე, რწმენის მიხედვით, რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, და მის სიკვდილს ვემსგავსო, რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.

ფილიპელთა 3:10-11

ამ მუხლებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ სოლიფსიზმისათვის ადგილი არ რჩება ქრისტიანის ცხოვრებაში!

 
გამოყენებული წყაროები:

https://www.gotquestions.org/

https://ru.wikipedia.org

https://www.britannica.com

https:/www. thegospelcoalition.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები