ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
კითხვა - პასუხი

უნდა გვეშინოდეს თუ არა ეშმაკის?

by ნატალია ჩიქოვანი 9 ნოემბერი, 2020
9 ნოემბერი, 2020 2.3K ნახვა

შიშისა და შფოთვის მიერ გამოწვეული დარღვევები ფსიქიკური ჯანმრთელობის ნომერ პირველი პრობლემაა მსოფლიოში. ამგვარად, შიში ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. ღვთისადმი შიშის გარდა ნებისმიერი რამის შიში გამორიცხავს რწმენას ღვთისადმი.

პარადოქსია, რომ ეკლესიათა უმეტესობაში, ხალხს ეშმაკის უფრო დიდი შიში აქვს, ვიდრე ღვთისა. როდესაც ეშმაკის უფრო მეტად გეშინიათ, ვიდრე ღმერთის, თქვენ ამაღლებთ სატანას, როგორც თქვენზე ძალაუფლების მქონე ობიექტს.

თუ არ იცით ჭეშმარიტება, ნებისმიერი სახის კონფლიქტი, რომელიც სატანასთან გაქვთ, გამოიწვევს შიშსა და პანიკას. როგორ უნდა გესმოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობა ჭეშმარიტი, ქრისტიანული თვალსაზრისით? ფსიქოლოგების აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობა რეალობის ადეკვატურ აღქმას ნიშნავს. მაშ, რა არის რეალობა ქრისტიანისთვის? თუ თქვენ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ბრძანდებით, როგორც ქრისტიანს, გექნებოდათ ჭეშმარიტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ ხართ ქრისტეში. თუ გააზრებულად გეცოდინებოდათ, რომ ღმერთს უყვარხართ, გაპატიათ, რომ იგი ყველგან იმყოფება, რომ ყოვლისშემძლეა, რომ თქვენ მისი შვილი ხართ, რომ თქვენ გაქვთ ძალაუფლება, შეასრულოთ ის საქმე, რისთვისაც მოწოდებული ხართ, რომ ღვთის მშვიდობას ფლობთ, რომელიც ხელმძღვანელობს თქვენს გულსა და გონებას ქრისტე იესოში – იქნებოდით ეშმაკის პანიკური შიშისგან თავისუფალი, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი? აბსოლუტურად!

ხშირად მორწმუნეები, უპირველესად, საკუთარ ფიქრებში თმობენ ძალაუფლებას და გავლენას, რომელსაც მათ ქრისტე აძლევთ. მთელ მსოფლიოში, ხალხს ემოციურად პარალიზებულს ეშმაკისადმი შიში ხდის და ეს ქმნილების დაცემის შემდეგ დღემდე ასეა. როდესაც გეშინიათ, თქვენს თავს უნდა უთხრათ, რომ არ შეიძლება არსებობდეს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპებით მოქმედი სამეფო, რომელსაც დაემორჩილებით. თქვენ არ შეგიძლიათ, გყავდეთ ერთდროულად ორი ბატონი.

მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განსაკურნებლად. მიავლინა ისინი ღვთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.

ლუკა 9:1-2

მისმინეთ, საყვარელნო; ეს არის პასუხი ღვთის ყველა შვილისთვის. ჩვენ გვაქვს ძალაუფლება, რომელიც იესომ მოგვცა პასუხისმგებლობებთან ერთად. ზეცაში ქრისტესთან ერთად ჯდომა არ არის რაიმე ილუზიური ღვთისმეტყველება, ეს არის მდგომარეობა ქრისტეში, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება სიბნელის სამეფოზე.

სატანა არის სიცრუის მამა, სულიერი ბრძოლის ველი კი ჩვენს გონებაშია. აქ არის ჩვენი ბრძოლა; სწორედ აქედან მომდინარეობს შიში – ჩვენი გონებიდან! ოთახში არ არის ურჩხული იარაღით; ეშმაკს ფიზიკური სხეული არ გააჩნია. თუ იცით ჭეშმარიტება, ის გაგათავისუფლებთ თქვენ.

დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

იაკობის წერილი 4:7

ბიბლიაში ვერ იპოვით ვერც ერთ  მუხლს, რომელიც გვეუბნება, რომ ეშმაკის უნდა გვეშინოდეს. ჩვენ მხოლოდ ღვთის შიში უნდა გვქონდეს, ყოვლისშემძლე ღვთის. შეიძლება ეშმაკი მშიერი ლომივით დაძრწოდეს, მაგრამ ის ყოვლისშემძლე არ არის. ერთადერთი ძალაუფლება, რაც მას აქვს, არის ის ძალაუფლება, რომელსაც ჩვენ მას ვაძლევთ.

ეშმაკი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი მოქმედება დაფარული დარჩეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდება, ის პრეტენზიას გამოთქვამს ძალაუფლებაზე, რადგან მისი მთავარი მიზანია, რომ შიში აკონტროლებდეს თქვენს ცხოვრებას. მტკიცეთ დაიცავით თქვენი ძალაუფლება და არ მისცეთ ადგილი ეშმაკს! მტკიცედ დადექით ქრისტეში და ნუ შეშინდებით. ჩვენ გვაქვს ძალაუფლება ღვთის ნების შესასრულებლად.

თუ ტრანსფორმაციას ეძებთ, ღმერთთან შეხვედრა უცილობლად დაგჭირდებათ. ქრისტიანის ცხოვრება ბევრი წინააღმდეგობით არის აღსავსე და რაც უფრო მეტ ნაყოფს გამოიღებთ, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა შეიძლება შეგხვდეთ კიდეც, მაგრამ იმის უფლება არ უნდა მისცეთ, რომ შეგაჩეროთ. რაც უფრო მეტად იქნებით ღმერთზე დამოკიდებულნი, მით უფრო მეტი სიმშვიდე გექნებათ თქვენს ცხოვრებაში. მუდამ გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ – სიბნელის სამეფოსა და ღვთის საყვარელი ძის სამეფოს შორის ბრძოლაში, ბრძოლის დროს კი პასიურად ვერ ვიქნებით.

თქვენ ვერ შეძლებთ ღვთის აბჯრის პასიურად ჩაცმას. როდესაც თქვენ ატარებთ ღვთის აბჯარს, თქვენ ატარებთ უფალ იესო ქრისტეს. ის არის ჩვენი უზრუნველყოფა და დაცვა; ქრისტეშია ჩვენი გამარჯვება! და ეშმაკს არ სურს, რომ ეს იცოდე. როგორც კი გააცნობიერებთ, ვინ ხართ ქრისტეში და რა ძალაუფლება გაქვთ, ბრძოლა არსებითად მოგებულია, რადგან ომი უკვე მოიგო ქრისტემ! ძალა აქვს იმის ცოდნას, თუ ვინ ხარ ქრისტეში და რომ გაქვს ძალაუფლება მისი ნების აღსასრულებლად.

ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ, მაგრამ არ შეიძლება გქონდეთ ნაწილობრივი ჭეშმარიტება. თქვენ უნდა გქონდეთ მთელი ჭეშმარიტება. თქვენ უნდა იცოდეთ, ვინ არის ღმერთი და უნდა იცოდეთ, ვინ ხართ თქვენ.

წყარო: https://preachitteachit.org


ამავე კატეგორიის

რა არის იდეალიზმი?

20 ოქტომბერი, 2022

რა არის კენოზისი?

26 იანვარი, 2022

რა არის ქრისტოლოგია?

2 მარტი, 2021

რა არის სოტერიოლოგია?

8 თებერვალი, 2021

რა არის ევთანაზია?

15 იანვარი, 2021

არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

13 იანვარი, 2021

რა არის „იაშარის წიგნი“ და რატომ არ გვხვდება...

16 დეკემბერი, 2020

რა არის ლიბერალური ქრისტიანული თეოლოგია?

2 დეკემბერი, 2020

რას ნიშნავს „სინოპტიკური სახარებები“?

30 ნოემბერი, 2020

რას ნიშნავს ფსევდოეპიგრაფიკა?

10 ნოემბერი, 2020

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები