ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

რატომ იქცევიან ბავშვები ცუდად?

by ნატალია ჩიქოვანი 25 დეკემბერი, 2020
25 დეკემბერი, 2020 254 ნახვა

რთულია, მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები უბრალოდ ბავშვები არიან. მათ ესაჭიროებათ ჩვენი ყურადღება და დრო მაშინაც, თუ არ იციან, რა ფორმით მოითხოვონ ეს. ალბათ, გქონიათ ასეთი სიტუაცია: ბავშვები ითხოვენ თქვენს ყურადღებას და გამუდმებით კითხვებს სვამენ ან ტირილნარევი ხმით გეწუწუნებიან. თქვენ კი ფიქრობთ: „რატომ უნდა ვისმინო გაუთავებელი ისტერიკა, წუწუნი და ტირილი…”

ხშირად, მკაცრი ტონი, ყვირილი და დასჯა ამ სიტუაციისგან თავდასაღწევად გამართლებული გამოსავალი გვგონია, მაგრამ იქნებ საჭიროა, მათი ქცევის მიზეზს ჩავწვდეთ და ღრმად გავაანალიზოთ იგი?

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე წლისანი არიან და მათგან იდეალურ მოქცევას მოვითხოვთ. ჩვენი მოვალეობაა, ვასწავლოთ მათ თავიანთი გრძნობების მართვა. ნუ მოვთხოვთ პაწაწინა ბავშვს, მოიქცეს ზრდასრული ადამიანის მსგავსად და ნურც ველით მისგან ამას. ხშირად ჩვენი მოლოდინია ის, რაც იმედს გვიცრუებს და ბრაზი ჩვენს შვილებზე გადაგვაქვს, როცა მათი ქცევა არ მოგვწონს.

თუ თქვენი მცირეწლოვანი შვილი უკვე სკოლაში დადის, გაითვალისწინეთ, რომ ის დღეში მინიმუმ 4 საათს ატარებს მერხთან და უსმენს მასწავლებელს; სწავლობს ამოცანების ამოხსნას; ცდილობს, იყოს მეგობრული და თავად შეარჩიოს მეგობარი. ცდილობს გაიგოს, თუ რას ნიშნავს, იყო კეთილი; ცდილობს გაერკვეს, თუ როგორაა მოწყობილი სამყარო და ასეთ დროს მისგან მოითხოვენ – არ დაივიწყოს უამრავი სხვა წესიც.

ბავშვს სურს, გამოდევნოს დაგროვილი დაძაბულობა და ხშირად ის აგრესიულად იქცევა , გაღიზიანებულია ან უმიზეზოდ ტირის.

რა უნდა მოვიმოქმედოთ მშობლებმა ასეთ დროს?

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ნებისმიერი ქმედება არის ფორმა ჩვენთან კომუნიკაციისთვის. ჩვენი მიზანია, რომ გავიგოთ, თუ რა გზავნილი აქვს ბავშვს ჩვენთვის თავისი კონკრეტული ქცევით.

ბავშვები, რომლებიც ცუდად იქცევიან, თავს გრძნობენ არასასურველად, დაუცველად და უსიყვარულოდ…

ის, რაც სჭირდებათ ასეთ ბავშვებს, არის არა გაძლიერებული კონტროლი, არა განსაკუთრებული დასჯის მეთოდები, არამედ თანაგრძნობა, მოსმენა და სიყვარული.

როგორ აღმოვუჩინოთ თანაგრძნობა?

მთავარი რჩევა – ყოველთვის იყავით ბავშვის გვერდით მაშინ, როდესაც მას რთული პერიოდი აქვს. გახდით მისი უსაფრთხოების გარანტი.

როდესაც იცით, თუ რა ხდება მის თავს, არგუმენტირებულად აუხსენით მას არსებული სიტუაცია, რათა მანაც გააცნობიეროს ის.

მოუსმინეთ და შეეცადეთ, გაუგოთ. დაანახვეთ, რომ გესმით მისი. ესაუბრეთ, მაგალითად, ასე: „პატარავ, ვიცი, გაბრაზდი, რადგან შენი სათამაშო კუბებით აშენებული სასახლე დაინგრა.“ ან: „ვიცი, მოწყენილი ხარ, რადგან ის გოგონა არ გეთამაშა.“ ასეთ შემთხვევაში ბავშვები იღებენ „ნებართვას“ გრძნობებზე: „ყველაფერი კარგადაა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ზოგჯერ ტირილი, გაბრაზება ან მოწყენილობა. მე შენთან ვარ.“ ამის შემდეგ კი აუცილებლად ჩაეხუტეთ. თქვენი ასეთი ქმედებით ბავშვს უგზავნით გზავნილს: „შენ უსაფრთხოდ ხარ, მე შენთან ვარ.“

არ დაბლოკოთ მისი ემოციები ფრაზებით: „შეწყვიტე ტირილი,“ „არ ხარ ლამაზი, როცა ტირი.“ ემოციები ადამიანში უფალმა ჩადო და მისი გამოხატვა სირცხვილი არ არის. ბავშვში ემოციის დაბლოკვას მის ჩაკეტილობასთან და კომპლექსების ჩამოყალიბებასთან მივყავართ.

შეიძლება თქვენთვის ზოგჯერ რთული იყოს ეს ყველაფერი; ბავშვის ჭირვეულობის მოთმენა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს საუკეთესო არჩევანია, რაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილებისთვის, რომლებიც გსურთ, რომ გაიზარდონ მზრუნველები, დამოუკიდებლები, პასუხისმგებლობიანები, მომთმენები და შეძლონ გაუმკლავდნენ სხვადასხვა ადამიანურ გრძნობებს.


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები