ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

რატომ უნდა შეწყვიტონ ქრისტიანებმა სოციალურ მედიაში კამათი?

by მათე თხელიძე 7 იანვარი, 2021
7 იანვარი, 2021 167 ნახვა

სოციალურ მედიაში თუ ახალ ამბებს მივადევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ ის სავსეა „ცხელი ამბებით“. ყოველდღიურად ახალი თავდასხმა ხდება ბლოგის პოსტებზე და რედაქტირებულ სტატიებზე. სოციალურმა მედიამ ძალიან ბევრ ქრისტიანში ჩაუნერგა ცრურწმენა იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ, გავაზიაროთ და განვაცხადოთ ყველაფერი და ვიკამათოთ ასევე ყველაფერზე. ჩვენ ვაზიარებთ და ხშირად გაუაზრებლად ბევრჯერ ვაკეთებთ ამას და ჩვენგან გაუცნობიერებლად ხდება ისე, რომ ჩვენი კამათი, პოზიცია და მოსაზრებანი იწყებს ქრისტეში ჩვენი მოწოდების გადაფარვას.

ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ სიმართლე, მაგრამ არა იმისკენ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა უთანხმოებასა და დავაში. მოციქული პავლე ტიმოთეს შეაგონებდა:

სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ. მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ.

მე-2 ტიმოთე 2:23-25

განზრახვის მიუხედავად, ის, ვინც ჭეშმარიტებას სიყვარულით აზიარებს, გარკვეულწილად აღიქმება, როგორც ფარისეველი ან მჩაგვრელი ქვით ხელში, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ სიყვარულით აღძრულნი, ჭეშმარიტებას აღარ უნდა ვუზიარებდეთ ადამიანებს. არც იმას ნიშნავს, რომ თავი უნდა ავარიდოთ საჭირბოროტო სოციალურ პრობლემებს, რომლებიც ყოველდღიურად იჩენს თავს ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვაჯილდოვოს სიბრძნითა და გამჭრიახობით, სანამ ვილაპარაკებთ და სანამ დავწერთ, დავაკომენტარებთ ან გავაზიარებთ რაიმეს. რადგან უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებმა ჩვენი მეშვეობით დაინახონ იესო ქრისტე, ვიდრე ჩვენი მოსაზრებანი მოისმინონ. ხალხს ჩვენს სიტყვებზე მეტად ღვთის სიტყვა სჭირდება.

ამ დაღუპვისთვის განწირულ მსოფლიოში ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ ვიყოთ ამ სოფლის ნათელი, და მაშინ, როცა კულტურას და სოციალურ მედიას ათასი სხვადასხვა მიმართულებით მივყავართ, ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ მოციქულ პავლეს სიტყვებს. ის ივიწყებდა იმას, რაც უკან დარჩა და ელტვოდა იმას, რაც მის წინ იყო, ანუ იესო ქრისტეს. (ფილიპ. 3:13).

საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „ის, რასაც ვამბობ/ვაკეთებ/ვუყურებ/ვფიქრობ და თუნდაც ვკითხულობ, ღმერთს დიდებას მოუტანს, თუ მის წინააღმდეგაა მიმართული?“

რამდენადაც არ უნდა გვსურდეს, დავისვენოთ ჩრდილში მიმალულებმა ჩვენი კომფორტის ზონაში, ის გვეძახის, რომ გამოვიდეთ ამ ჩრდილებიდან და შევაბიჯოთ მის დიდებულ ნათელში. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ ვიცხოვროთ მისი თანდასწრების ნათელში და ის დაგვეხმარება, რათა ამაოებას არ ვუყუროთ; თავისი სიტყვით მოგვცემს სინათლეს (ფსალმ. 118:37).

მისი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა დღეს, ამ დროს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიტყვა, რაც შეიძლება წავიკითხოთ ან დავწეროთ. მისი წყალობა საკვირველია და მისი მადლი განსაცვიფრებელი, და ამას მისი სიტყვა მოწმობს იმაზე უკეთ, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი ოდესმე შეძლებდა. ყველაზე კარგად ეს პავლემ თქვა: „ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რომლისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო.“ ამ სიტყვების შემდეგ უნდა დავფიქრდეთ, თუ რაზე უნდა ვთქვათ უარი და მივიჩნიოთ ის ნაგვად.

ფილიპელთა ეკლესიას ჰქონდა პრობლემა ქალების დაპირისპირებასა და ჩხუბთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ვიცით, რადგან მოციქული პავლე მათ სახელებით მიმართავს. თუ პავლე დღეს მოგვწერდა წერილს, დიდად არაფერი შეიცვლებოდა. ჩვენ არ ვიცით, ევოდია და სვინტიქე რაზე კამათობდნენ, მხოლოდ ის ვიცით, რომ პავლემ მათ მოუწოდა, ყოფილიყვნენ თანამოზიარენი უფალში. მან იცოდა, რომ ქალების დაპირისპირება ამ ორის გარდა სხვებსაც დააზიანებდა. ეს უარყოფითად იმოქმედებდა მთელ ეკლესიაზე. პავლე უბიძგებს ეკლესიას, რომ გაიხსენონ, ვინ არიან და გაიხსენონ ის საქმე, რაც ერთად უკეთებიათ. მას სურს, ფილიპელთა ეკლესიას გაახსენოს, რომ ამ ჩხუბის და დაპირისპირების მიუხედავად, ისინი ქრისტეში ერთნი არიან და ერთად შრომობენ სასუფევლის საქმისთვის.

ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ  ჩხუბის და დაპირისპირების მიუხედავად, ქრისტეს სხეულის ასონი ვართ და ერთად ვაშენებთ ცათა სასუფეველს. ჩვენ გვჭირდება ამის შეხსენება, რადგან სოციალურ მედიას შეუძლია, ყურადღება გადაგვატანინოს, გაგვიფანტოს და დაგვავიწყოს, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი.

პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ უნდა ვხარობდეთ, რათა ჩვენი სიმშვიდე სხვებისათვის აშკარა იყოს და ვლოცულობდეთ ყველაფერზე. ის ამბობს:

და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ. რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

ფილიპ. 4:8-9

ამავე წერილში პავლე წერს მშვიდობის შესახებ, რომელიც ყოველგვარი ადამიანური გაგების საზღვარს სცდება. მორწმუნეებს ხელი მიგვიწვდება უფლისმიერ მშვიდობაზე, ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ ეს მშვიდობა გავუზიაროთ წუთისოფელს. ამ ცოდვით დაცემულ მსოფლიოში ჩვენ უნდა ამოვავსოთ ბზარები და მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენს სოციალურ მედიაში ჩანდეს ის სულიერი ნაყოფი, რაც ღმერთმა მოგვცა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, სიმშვიდე და თვითკონტროლი. 

შენი გზა მასწავლე, უფალო, და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.

ფსალმ. 85:11

ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები