ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

რა ხდება, როდესაც შეცდომას უშვებთ?

by მათე თხელიძე 5 იანვარი, 2021
5 იანვარი, 2021 155 ნახვა

პირველი გაკვეთილი კოლეჯში მუსიკის თეორიაში მქონდა. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, დილის 8 საათზე. პროფესორი ლია ყოველდღე ფორმაში იყო, შავი სათვალით, ჰალსტუხით, პერანგითა და ნაცრისფერი სვიტერით.

პირველ გაკვეთილზე მახსოვს, ოთახში შემოვიდა, ფორტეპიანოსთან მივიდა, ხმამაღალი და სწრაფი აკორდების აღება დაიწყო. შემდეგ კლასს გადახედა და ხალისით იკითხა: „ეს ვინ იყო? ის ვინ არის? ბეთჰოვენი? ბრამსი? რომელი?“ სანამ პასუხის გაცემას შევძლებდით, პროფესორი წამოხტა და საზეიმოდ, ხმამაღლა თქვა: „ეს იყო პროფესორი ლია!“ და გაიცინა! ყოველ გაკვეთილს ასე იწყებდა.

ჩვენი პირველი ტესტი სემესტრის მესამე კვირას იყო. ძალიან ვღელავდი, კოლეჯის პირველი გამოცდის გამო წინა ღამეს ბევრი ვიმეცადინე. შუაღამე რომ გადავიდა, მაგიდასთან ჩამეძინა ჩემი თეორიის წიგნთან. დამავიწყდა მაღვიძარას დაყენება.

ჩემს ოთახში მცხოვრებმა გამაღვიძა, 8-ს რომ 5 წუთი აკლდა. გონზე რომ მოვედი, კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე და პანიკა დამეწყო. რაც მეცვა, იმ ტანსაცმლით გავვარდი ოთახიდან, გადავკვეთე კამპუსი, რაც შეიძლება სწრაფად გავრბოდი. ოფლიანი, გულამოვარდნილი და ქანცგაწყვეტილი მივედი კლასთან და კარის გაღებას ვცდილობდი. დაკეტილი იყო. ხელით მართკუთხა ფანჯარა შევაღე და შევიხედე. პროფესორი მაგიდასთან იჯდა და კლასს უყურებდა. მან თვალი თვალში გამიყარა და გაეცინა. შემდეგ ხელით საათისკენ მანიშნა და თითი გაიქნია უარის ნიშნად, თან ჩაიცინა.

დამარცხებულად ვგრძნობდი თავს. ჩემ უკან კედელს მივეყრდენი, კორიდორში დავჯექი და ველოდი. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ ჩემი კლასელები და მეკითხებოდნენ, რა მოხდა. ჩემი ამბავი უფრო დრამატული ხდებოდა. გვიან ღამემდე ვსწავლობდი და საკითხებს ვაანალიზებდი. ჩემმა მაღვიძარამ ნამდვილად არ დარეკა, შეუძლებელია, დამვიწყებოდა მისი დაყენება. და ჩემს ოთახში მცხოვრებლები საშინელი ადამიანები იყვნენ, ისინი ბოლო წუთამდე იცდიდნენ, რომ გავეღვიძებინე. თითოეულმა ჩემმა კლასელმა გაიღო შესაბამისი ოდენობით სიბრალული და თანაგრძნობა ჩემდამი.

პროფესორი ბოლოს მარტო იყო კლასში. არ წყვეტდა კითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. თავისი ოთახისკენ წავიდა და მითხრა: „მომყევი.“ უკან მივდევდი, ვცდილობდი, მის სწრაფ ნაბიჯებს არ ჩამოვრჩენოდი. ოთახში სიტყვის უთქმელად შევიდა. პატარა ოთახი იყო, წიგნების კარადებით გაჭედილი. ფურცლებით სავსე მაგიდა ოთახის შუაში იდგა. პროფესორი სკამზე დაჯდა და დაიწყო ფურცლებში რაღაცის ძიება.

მის ნებართვას არ დაველოდე, დავიწყე ახსნა-განმარტება. „მაპატიეთ… წინა ღამით მართლაც ბევრი ვიმეცადინე… ჩემი მაღვიძარა…. ჩემი ოთახის სულელი მეგობარი… დრო ვერ განვსაზღვრე… ნამდვილად ვსწავლობდი… ძალიან ვწუხვარ… 5 წუთი დავაგვიანე… ზოგადი პრაქტიკაა კარის დაკეტვა ტესტის დღეს? გითხარით, რომ ვწუხვარ? ვიცი, რომ სხვა გაკვეთილი გაქვთ 10-ზე. შემიძლია, მათთან ერთად ვწერო ტესტი?“

ჩემმა ბოლო შეკითხვამ მიიპყრო მისი ყურადღება. ფურცლებიდან ამომხედა და ღიმილით მითხრა: „არა, თქვენ ჩაიჭერით.“
გული ჩამწყდა. ცრემლები მიგროვდებოდა თვალებში. განადგურებული და დაბნეული ვიყავი. ვუთხარი: „მაგრამ მე არ ჩავჭრილვარ ტესტში.“ „შეუძლებელია, ასეთი დაბალი ქულა მივიღო პირველივე ტესტში.“

„არ იდარდო.“ ‒ მეუბნებოდა პროფესორი. ‒ „კიდევ ბევრი ტესტია წინ. კლასში არ ჩარჩები.“
მადლობა გადავუხადე და გამოვედი მისი ოთახიდან. „დიდი მადლობა, გპირდებით, შემდეგში უკეთესი ვიქნები.“

„კი, კარგი ხართ.“ და დაამატა: „თუ კვლავ არ ჩაიჭერით!“ და გაიცინა.

გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე: შეცდომები ხდება. უბრალოდ ეცადეთ, ჩვევად არ გექცეთ ისინი!

ავტორი: ჯეფ ელკინსი


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები