ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

by ნატალია ჩიქოვანი 18 მაისი, 2021
18 მაისი, 2021 561 ნახვა

რა არის წარმატება? წარმატების ცნება ყველა მშობელს თავისებურად ესმის. ვიღაცისთვის ეს კარგი განათლება, პრესტიჟული სამსახური და სიმდიდრეა. სინამდვილეში კი წარმატებაა უპირველეს ყოვლისა, იყო ემოციურად ჯანსაღი ადამიანი, რომელმაც იცის, ვინ არის, საით მიდის და რა სურს, რომელიც ადვილად არ ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება.

ჩვენი მიდგომა ბავშვთან უნდა ეფუძნებოდეს 5 უმნიშვნელოვანეს პრინციპს:

  • სიყვარულს
  • ნდობას
  • პატივისცემას
  • დამოუკიდებლობას
  • თანამშრომლობას

თითქმის ყველა მშობელმა იცის, რა უნარები სჭირდებათ მათ შვილებს წარმატებისთვის, მაგრამ თავად არ ფლობენ ამ უნარებს. აქედან გამომდინარე, შვილის წარმატების გზა თქვენგან იწყება, ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, საკუთარი თავის განვითარებით დაიწყოთ.

აი, უნარები, რომლის გამომუშავებაში უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვს (საკუთარ თავსაც), რათა ის დამოუკიდებელი და წარმატებული იყოს:

  • კომუნიკაციის უნარი – უნდა შეეძლოს ყველასთან ურთიერთობა, გუნდში მუშაობა, საჭირო დროს დახმარების თხოვნა, მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა.
  • ლიდერობა – საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
  • ემოციური ინტელექტი – საკუთარი ემოციების გარჩევის, გაგებისა და კონტროლის უნარი; ეს უნარი ასევე ეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებასა და მათთან სწორ ურთიერთობაში.
  • შემოქმედებითი აზროვნება – არასტანდარტული და შექმნილი გარემოების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
  • კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი
  • დროის შეგრძნება და მისი სწორად განაწილების უნარი

მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ კონტროლი უკეთესი ხერხია ბავშვის აღსაზრდელად, ვიდრე ნდობა, თუმცა ასე არ არის. გახსოვდეთ, რაც მეტ ნდობას უცხადებთ ბავშვს, მეტად თავდაჯერებული ხდება იგი.

ბევრი თანამედროვე დედა თოვლის საწმენდი მანქანასავით არის, რომელიც მუდამ გზას უკვალავს ბავშვს. ეს საქციელი მოწმობს, რომ შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, მშობლებს არ სჯერათ, რომ მათი შვილი დასახულ ამოცანას ან შექმნილ დაბრკოლებას თავად გაუმკლავდება. მშობლები ხშირად არ ვაძლევთ ბავშვს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, შემდეგ კი გვიკვირს, რატომ არის ასეთი გაუბედავი და არამიზანდასახული.

მშობლის ეს ზედმეტი მზრუნველობა ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის საკუთარი არარეალიზებულობით, უამრავი შიშით და იმ ბარიერებით, რომელთა გადალახვაც თავად ვერ შეძლეს. თავიანთი გადმოსახედიდან ცდილობენ, ყველაფერი საუკეთესო მისცენ შვილებს, მაქსიმუმი გაუკეთონ, ამ დროს კი მათ ცხოვრებისთვის სასიცოცხლო უნარების განვითარებას არ აცდიან.

დიალოგი ისე წარმართეთ, რომ არ შელახოთ ბავშვის ავტორიტეტი

ძირითადად, მშობელთა ორ კატეგორიას ვხვდებით: მუდმივად მოუცლელებს და მათ, ვინც მთელ თავის დროს ბავშვთან ატარებს. პირველ შემთხვევაში კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულ ბავშვს ვხედავთ, მეორე შემთხვევაში კი, გადაჭარბებული მზუნველობისგან შებოჭილს და დაღლილს.

ორივე სცენარი ცხადყოფს, რომ ბავშვთან დიალოგი არ მიმდინარეობს. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, რადგან ვერ გრძნობს მშობლებისგან ნდობას, რათა თამამად გამოთქვას სურვილები.

ეცადეთ, გულწრფელი და ხშირი კონტაქტი გქონდეთ ბავშვთან და მან თავისი აზრები, სურვილები გაგიზიაროთ, იმსჯელოს თქვენთან ერთად, დაამტკიცოს თავისი შეხედულებები, გაგიწიოთ წინააღმდეგობა და შეგეკამათოთ. ამისთვის კარგი საშუალებაა მულტფილმების და საოჯახო ფილმების ერთად ყურება, წიგნის კითხვა და შემდეგ ამ ყველაფრის განხილვა.

ეცადეთ, ისე ესაუბროთ, რომ მისი აზრები ხელის ერთი მოსმით არ გაანადგუროთ. ბალანსის დაცვა აღზრდის ყველაზე ჭკვიანური პრინციპია: როცა ისე ზრუნავ და აქცევ ყურადღებას, რომ ეს ყველაფერი კონტროლში არ გადადის. ისე გიყვარს, რომ მას საკუთრებად არ აღიქვამ და მისგან წარმოსახვით პიროვნებას არ ქმნი.

და გახსოვდეთ, წარმატება, უპირველეს ყოვლისა, არის – იყო ემოციურად ჯანსაღი ადამიანი, რომელმაც იცის, ვინ არის, საით მიდის და რა სურს.

ავტორი: ესთერ ვოიჟიცკი

(ამერიკელი მწერალი, ავტორი პოპულარული წიგნისა „როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი“).


ამავე კატეგორიის

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

რჩევები სულიერი განახლებისთვის

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები