ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად − რჩევები მშობლებს

by ნატალია ჩიქოვანი 14 დეკემბერი, 2020
14 დეკემბერი, 2020 6.9K ნახვა

როცა ბავშვის შექება გვინდა, რატომღაც ერთნაირ სტანდარტულ ფრაზებს ვიყენებთ: „ყოჩაღი ბიჭი (გოგო) ხარ“, „კარგი გოგო ხარ“ და ა. შ. ამ ფრაზებს დღეში რამდენჯერმე წარმოვთქვამთ და გვგონია, რომ სწორად ვიქცევით. ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ.

ძალიან ხშირად ბავშვებს ავტომატურად ვაქებთ და არ ვუფიქრდებით, დაიმსახურეს კი შექება? ერთი სიტყვა „ყოჩაღ“ ეკუთვნის რთული დავალების შესრულებაშიც და უბრალოდ, უმცროსი ძმისთვის სათამაშოს თხოვებისთვის? ასე თითქოს ვაუფასურებთ ამ შექების პროცესს და სიტყვებიც ფუჭად ჟღერს. ფსიქოლოგი ემი მაკრიდი მიიჩნევს, რომ შექებასაც ცოდნა უნდა. აი, 5 ტიპური შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის შექებისას უშვებენ:

ენის მოჩლექით წარმოთქმული სიტყვები, რომლებსაც არანაირი აზრი და შინაარსი არა აქვთ

ყურადღება გაამახვილეთ არა შედეგზე, არამედ რთულ პროცესზე, რომელიც ბავშვმა ამ სამუშაოს შესრულებისთვის განახორციელა. „რამდენი გიშრომია. ვხედავ, როგორ იწვალე, რომ ასე სუფთად გაგეფერადებინა“, „გმადლობ, რომ არ დაგეზარა იატაკიდან სათამაშოების ალაგება. ძალიან მომეწონა შენი საქციელი“ და ა. შ. ყოველდღიურად ასეთი აზრიანი შექების „დოზა“ გაცილებით მეტს მისცემს ბავშვს, ვიდრე ფუჭი სიტყვები და ენის მოჩლექით მოფერება.

შექება იმის გამო, რაც ბავშვს ჩვეულებრივ რამედ ეჩვენება

მუსიკალური ნიჭის ან სწრაფად სირბილის გამო, რაც ბავშვს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისედაც გამოსდის, დაუსრულებლად შექება არ სჭირდება. ბავშვი უბრალოდ იყენებს იმას, რაც ბუნებამ მიმადლა და ამის გამო თავის ზედმეტად შეწუხება არ უწევს. ეცადეთ, შეუქოთ ის ქმედებები, რაც ბავშვისგან ძალისხმევას, ნებისყოფას, შრომას მოითხოვს. მაშინ იქნება შექება სარგებლის მომტანი.

იარლიყების მინიჭება

მუდმივად უწოდებდე ერთ ბავშვს ნამდვილ სპორტსმენს, მეორეს – არტისტს, მესამეს – ლამაზს და ა. შ. – ადრე თუ გვიან მათ გარკვეულ სტერეოტიპებში მოაქცევს. აქედან თავის დაღწევა და თავის სრულყოფილად წარმოჩენა უფრო გაუჭირდებათ.

ერთი ბავშვის შექება ან კრიტიკა მეორის თანდასწრებით

ერთსაც და მეორესაც დედმამიშვილებს შორის მეტოქეობისკენ მივყავართ. ამრიგად, დრო შეარჩიეთ. თქვენ ხომ არ გინდათ, ერთი საქმე გააკეთოთ (ბავშვი შეაქოთ ან დატუქსოთ) და მეორე გააფუჭოთ (ბავშვს შურის ან ამპარტავნობა შთააგონოთ).

ქება ირონიის გარეშე

შექებისას ტონში ირონია ან დაცინვა არ გაურიოთ. არ გაიხსენოთ ის შემთხვევა, როცა უარესად მოიქცა. „რა კარგად დაგილაგებია ოთახი. მოგწონს ხომ, იატაკი რომ გამოჩნდა? გუშინ ამ დროს თვითონაც არ ჩანდი ამდენ ხარახურაში.“

შექება, როგორც კანფეტი, კარგია მაშინ, როცა ზომიერად ვიყენებთ. სხვა შემთხვევაში, ბავშვისთვის საჭირო დადებით აღმზრდელობით „ინსტრუმენტს“ ვერ მივიღებთ. შექებამ ხომ ბავშვს მხარდაჭერა, ნდობა, თანამშრომლობა, მოთმინება და სიყვარული უნდა ასწავლოს.

წყარო


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    წერილი, რომელმაც არაერთი ოჯახი გადაარჩინა განქორწინებას

    18 დეკემბერი, 2020
  • 5

    სიამაყის 5 ნიღაბი

    23 მარტი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები