ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

როგორ შევუთავსოთ მსახურება და სამსახური ერთმანეთს ისე, რომ არ გამოვიფიტოთ…

by მათე თხელიძე 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 123 ნახვა

პატრიკ მაბილოგი, ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი და ლიდერთა მასწავლებელი, თავის სტატიაში გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ შეუთავსონ მორწმუნეებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა და ეკლესიაში მსახურება ერთმანეთს ისე, რომ არ გამოიფიტონ.

სტატიაში მაბილოგმა აღნიშნა, რომ ღმერთი თითოეულ მორწმუნეს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის აღშენებასა და სასუფევლის გავრცელებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნეს ღმერთი სრული დროით მსახურებისკენ მოუწოდებს. მორწმუნეთა უმრავლესობა მოწოდებულია, რათა მოხალისედ იმსახუროს ეკლესიაში და ამავდროულად, მუშაობა გააგრძელოს საკუთარ სამუშაო ადგილზე.

ასეთი მსახურება ჩვენგან დამატებითი დროის, ძალისხმევისა და რესურსების გამოყენებას მოითხოვს. ამ დროს მნიშვნელოვანია მსახურებისა და სამსახურის შეთავსება და სიტუაციის იმგვარად გაწონასწორება, რომ არ ვავნოთ ჩვენს ოჯახს, ჯანმრთელობას, კარიერას. პატრიკ მაბილოგი რამდენიმე რჩევას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივაღწიოთ ასეთ წონასწორობას.

1. იცოდეთ თქვენი ზღვარი

თითოეულ ადამიანს თავისი ზღვარი აქვს. მეწარმეს, რომელიც სამსახურში კვირაში 20-30 საათს ატარებს, შეუძლია მეტი დრო დაუთმოს მსახურებას, ვიდრე მას, ვინც კვირაში 40 საათი მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მეწარმის წვლილი მსახურებაში უფრო მეტი იქნება. თითოეული ჩვენგანის მოწოდება უნიკალურია, ღმერთმა ყველა ჩვენგანში სხვადასხვა უნიკალური ნიჭი ჩადო და ჩვენი ყველა მსახურების ზღვარიც უნიკალურია.

2. გაანაწილეთ პრიორიტეტები

ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი პრიორიტეტები. ღმერთი, ოჯახი, სამსახური, მსახურება.

„მსახურება არ არის თქვენი ღმერთი,“ – ხაზი გაუსვა პატრიკ მაბილოგმა. – „ეს არის თქვენი მსახურება უფლის ხალხის მიმართ.“

3. ყურადღება გაამახვილეთ ყველა იმ ნიჭზე, რომელიც თქვენშია

ავტორმა აღნიშნა, რომ ახალმოქცეული ადამიანი ცდილობს, ყველა შესაძლო მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა: მგალობელთა გუნდში, წესრიგის დამცველთა ჯგუფში, ლოცვისა თუ ბავშვთა მსახურებაში, ყველგან, სადაც კი შეიძლება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს ღვთისგან მოცემული ნიჭი და გარკვეული მოწოდება. ჩვენ ვერ ვიქნებით ღმერთისა და ეკლესიისთვის ყველაფერი. არც ვართ ვალდებულნი. ჩვენ იმ ადგილზე უნდა ვიდგეთ, სადაც უფალმა დაგვაყენა და ვაკეთოთ ის, რაც მან დაგვავალა.

4. შეადგინეთ განრიგი

შეადგინეთ თქვენი წერილობითი განრიგი (თუნდაც ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური თუ წლიური) და დარწმუნდით, რომ მეორეხარისხოვანი მთავარს არ უშლის ხელს თქვენს გეგმებში. შეეცადეთ ამ განრიგის დაცვას.

5. მიენდეთ სულიწმიდის ძალას

ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: ჩვენი დამოკიდებულნი ვართ სულიწმიდაზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით მსახურება ისე, რომ არ „გადავიწვათ“. ჩვენ უნდა მივენდოთ და დავეყრდნოთ ღვთის სულს, რომელიც გაგვამაგრებს. ის გვაძლევს ჩვენ ნიჭსაც, სურვილსაც და ენერგიასაც, რომ პრაქტიკულად გამოვიყენოთ მის მიერ მოცემული სხვადასხვა ნიჭი.“ – დაწერა პატრიკ მაბილოგმა სტატიის დასასრულს.


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები