შენი ცხოვრების ხარისხი (არ აქვს მნიშვნელობა, კარგია ის თუ არა) დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მადლიერი ხარ ღმერთის.
ის, თუ რამდენად ბედნიერნი ვართ, დამოკიდებულია ჩვენზე, თუ როგორ ვუყურებთ ცხოვრებას. მოდით, შევხედოთ ვარდის ბუჩქს. ზოგი წუხს იმის გამო, რომ ვარდს ეკლები აქვს, ხოლო ზოგს სულაც არ აწუხებს ეს. ყველაფერი ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული.
ცხოვრება ხანმოკლეა, ჩვენ გარკვეული დროით მოვდივართ ამქვეყნად; თუ გსურს, რომ ბედნიერი იყო, აუცილებელია გახსოვდეს ერთი რამ ‒ მადლიერება. მართლაც, ადამიანი, რომელსაც ყოველი წვრილმანიც კი აბედნიერებს, მეტად ხალისიანია. თუმცა უმადურნი ასე არ არიან, ისინი ყოველთვის მიტოვებულად და საცოდავად გრძნობენ თავს.
ადამიანის ყველაზე დიდი მტერი მისივე ენაა. მოციქული იაკობი გვეუბნება:
ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული, იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისგან.
წარმოგიდგენიათ, ჩვენს ენას შეუძლია ‒ ააშენოს ან დაანგრიოს.
კორინთელთა მიმართ 1-ელ წერილში პავლე ამბობს: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოცადა, და გველებისგან დაიღუპნენ ისინი.“
სინამდვილე კი ისაა, რომ როდესაც ჩვენი პირიდან ამოდის უმადურობა, დრტვინვა და წუწუნი გამოდის, ამით ჩვენს დღეებს ვიმოკლებთ.
ხშირად, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, რომელია ის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ძალა, რისი დაძლევაც ძალიან რთულია, ისინი ელოდებიან, რომ რომელიმე დაცემული ანგელოზის სახელს, თუმცა ამაზე ერთი პასუხი მაქვს მხოლოდ: უმადურობა.
თავს თვითონ ვინადგურებთ, როდესაც უკმაყოფილებას ვეძლევით, ხოლო მაშინ, როცა მადლიერებას გამოვხატავთ, ჩვენი სულიერი ზრდაც იწყება. სწორედ ამას ამბობს მეფსალმუნე დავითი:
სიხარულით ემსახურეთ უფალს, მიდით მის წინაშე სიმღერით… მადლიერებით შედით მის კარიბჭეში და ქებით ‒ მის ეზოებში; მადლობდეთ მას და აკურთხეთ მისი სახელი, რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.
ავტორი: ფრენსის ფრენჯიპეინი