ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

11 კითხვა ქრისტიანი მშობლებისთვის, რომელიც თვითშეფასებაში დაგეხმარებათ

by მათე თხელიძე 6 იანვარი, 2021
6 იანვარი, 2021 760 ნახვა

ღმერთმა მოგვანდო შვილები აღსაზრდელად და  ჩვენდა საბედნიეროდ, ბიბლიაში ბევრი რამ წერია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი.

ქვემოთ, ბიბლიის საფუძველზე, მოცემულია 11 კითხვა  თვითშეფასებისთვის:

1. არის თუ არა ქრისტიანული რწმენა ჩვენი ყოველდღიური საუბრების ნაწილი?

და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. და იყოს ეს სიტყვები შენს გულში, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და მუდამ ელაპარაკე მათზე, შინა ხარ თუ გარეთ, წევხარ, თუ დგახარ.

მეორე რჯული 6:5-7

2. მუდმივად ვაძლევ თუ არა ჩემს შვილებს საშუალებას, რომ ადიდონ ღმერთი?

მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმინდეში.

1 ნეშტთა 16:29

3. ემსახურება თუ არა ჩემი საუბარი ჩემი შვილების აღზრდას?

არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.

ეფესელთა 4:29

4. ვასწავლი თუ არა ჩემს შვილებს მორჩილებას და ვაჩვენებ თუ არა ამის მაგალითს?

შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.

ეფესელთა 6:19

5. წარმოვაჩენ თუ არა ჩემს სულიერ ნაყოფებს ჩემს ცხოვრებაში და შვილების აღზრდისას?

ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

გალატელთა 5:22-23

6. ვერიდები თუ არა ჩემი შვილების გაღიზიანებას ზედმეტად მაღალი სტანდარტების შექმნით?

მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.

კოლასელთა 3:21

7. ვლოცულობ შვილებისთვის და მივანდობ მათ ღმერთს? ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ მათზე წუხილის გარეშე ვიცხოვრო?

არაფერზე იდარდოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს; და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფილიპელთა 4:6-7

8. ვერიდები სიბრაზეს?

ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ეფესელთა 4:31

9. ჩემი აღზრდის მეთოდი გამოსწორებას ეფუძნება თუ დასჯას?

ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა.

ებრაელთა 12:11

10. მივუთითებ თუ არა შვილებს სახარებაზე, როდესაც სცოდავენ?

იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.

იოანე 1:9

11. შვილებს ღმერთის კურთხევად აღვიქვამ?

აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.

ფსალმუნი 126:3

რომელიმეს ვერ ასრულებთ? მშვენიერია! ესე იგი, 100%-ით ადამიანი ხართ და 100%-ით შეგიძლიათ ბავშვის აღზრდისას ღმერთის მადლი მიიღოთ. შეგიძლიათ, ამ ნაბიჯების გდადგმით დაიწყოთ:

ღმერთთან თქვენს ურთიერთობაზე კონცენტრირდით

ამ ნაწერის მიზანი არ არის იმედგაცრუებაში ჩავარდნა. პირიქით, ეს უნდა წაგვიძღვეს ღვთისნიერი აღზრდისკენ და შეგვახსენოს, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით არ შეგვიძლია ამის გაკეთება. თუ გვინდა, რომ ჩვენს ზეციერ მამას მივემსგავსოთ, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ღმერთთან სიახლოვე.

აღიარეთ თქვენი ცოდვები ღმერთის წინაშე, და თქვენი შვილების წინაშეც, როდესაც ამის საჭიროებაა

ადვილია, გამართლება ვუპოვოთ ჩვენს ცოდვებს. ვცდილობთ, შევალამაზოთ ისინი, როდესაც ცოდვებს დაბრკოლებას, სისუსტეს ან სირთულეს ვუწოდებთ და ხშირად საყვარელი ადამიანებიც გვეხმარებიან, რომ ამგვარად მოვიქცეთ. თუმცა ცოდვისგან გათავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც ღმერთს ვეთანხმებით, რომ ეს არის ცოდვა, და ღმერთისა და იმ ადამიანებისგან, რომლებზეც ჩვენმა ცოდვამ მოახდინა გავლენა, ვითხოვთ პატიებას (ხშირად ჩვენი შვილებისგანაც).

მიიღეთ ღმერთის პატიება

იცოდით, რომ თქვენ არ უნდა მიუტევოთ თქვენს თავებს აღზრდისას ჩადენილი ცოდვების გამო? გჯერათ თუ არა, ასეთ კონცეფციას ბიბლიაში ვერ იპოვით. ამის ნაცვლად, უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი იმას გულისხმობს, რასაც ამბობს 1 იოანეს 1:9-ში: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისგან.“ აღიარეთ თქვენი ცოდვები, შემდეგ მოითხოვეთ მისი აღთქმა მიტევების შესახებ, გაწმენდა და ცხოვრების გაგრძელება.

ყოველდღე მიდით ღმერთთან და სთხოვეთ წყალობა და სიბრძნე

შვილის აღზრდის მცდელობა მხოლოდ თქვენით, არაფერია, თუ არა სიამაყე. ასეთ მიდგომას არა მხოლოდ შეცდომაში შევყავართ, არამედ ამის გამო ვუპირისპირდებით ღმერთსაც. არაფერია იმაზე გონივრული, ვიდრე ჩვენი ტვირთის ღმერთისთვის გადაცემა და მისთვის დახმარების თხოვნა.

კონცენტრირდით კონკრეტული მიმართულებებით ზრდაზე

ჩვენ თვითშეფასების 11 კითხვა გაგიზიარეთ, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ, მაგრამ ეს კითხვები პროდუქტიული არ აღმოჩნდება, მრავალი ქცევის შეცვლას მცირე დროში თუ გადავწყვეტთ. დაფიქრდით, რა გინდათ, რომ შეიცვალოს თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრებაში. რომელი ცოდვაა ყველაზე მძიმე? რომელია ყველაზე პრობლემატური თქვენი მეუღლისა და თქვენი შვილების ცხოვრებაში? რამდენიმე თვის განმავლობაში მიზნად დაისახეთ და გაუმკლავდით ერთ სფეროს, შემდეგ მომდევნოზე გადაინაცვლეთ.

გახსოვდეთ ბიბლია

როდესაც სამიზნედ აირჩევთ რომელიმე სფეროს, აირჩიეთ ბიბლიიდან ის თემები, რომელიც ამ ცოდვას მიემართება. აირჩიეთ, ის ცოდვა, რომელიც ბიწიერია უფლის თვალში და აირჩიეთ შესაბამისი სათნოება. მაგალითად, თუ ბრაზს აირჩევთ, ისეთი მუხლები უნდა შეარჩიოთ ბიბლიიდან, რომლებიც ბრაზსა და რისხვაზე ლაპარაკობს და ისეთი მუხლებიც, რომლებიც მოთმინებასა და ლმობიერებაზე საუბრობს. მაგ.: გამოიყენეთ ეს სიტყვები:  „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რომ არ შეგცოდო.“ (ფსალმუნი 118:11).

დათანხმდით სხვების დახმარებას

თქვენი მიზნები თქვენს მეუღლესა და შვილებს გაუზიარეთ, დიდ თავმდაბლობას მოითხოვს, თუმცა ეს კარგი მაგალითი იქნება თქვენი შვილებისთვის, რათა ჩასწვდნენ ისინი ქრისტიანულ ცხოვრებაში ურთიერთობის მნიშვნელობას. სთხოვეთ, რომ გაგამხნეონ, როდესაც თქვენში კარგ ცვლილებებს დაინახავენ. სხვების დახმარების მიმართ ღიაობა საშუალებას მოგცემთ, ჰკითხოთ რჩევა ქრისტიან მეგობრებს ან ეკლესიის ლიდერს.

შვილის აღზრდისას ჩვენ ღმერთის მადლი გვჭირდება, იგი დაგვპირდა, რომ მისი მადლი ყოველთვის იქნებოდა საკმარისი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება მისი ძალა!..


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები