ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

8 რჩევა დედა ტერეზასგან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით

by თამუნა ბაღდავაძე 20 ნოემბერი, 2020
20 ნოემბერი, 2020 639 ნახვა

გთავაზობთ, დედა ტერეზას 8 შესანიშნავ რჩევას ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით:

1. იყავით ყურადღებით, თუ რას ეუბნებით ბავშვებს. ზრდასრულები ნაკლებად  აკონტროლებენ თავიანთ ნათქვამს, როდესაც ბავშვებს ესაუბრებიან. ზოგიერთი, როდესაც ბავშვს მიმართავს, მას ზარმაცს, სულელს და უნიჭოს ეძახის. ამით უფროსები –  მშობლები და აღმზრდელები – ხშირად ღუპავენ ბავშვებს, რადგან ამით მათ მომავალს განსაზღვრავენ. ბავშვები ნებდებიან ამ ჩაგონებას და დროთა განმავლობაში მართლაც ხდებიან არაცნობისმოყვარენი, ზარმაცები და უუნარონი.

2. ნუ დააშინებთ ბავშვებს ურჩხულებით, მგლებით, პოლიციით. ეს არ გახდის მათ არც უფრო ჭკვიანებს და არც უფრო კეთილებს.

3. აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ აძლევდეთ მათ ბრწყინვალე მაგალითს. ბავშვებს არ უყვართ დამოძღვრა და ნოტაციები. მათ სურთ, ხედავდნენ თქვენს საქციელს და არა – ისმენდნენ თქვენს სიტყვებს.

4. ნებისმიერ გარემოებასა და სიტუაციაში ეცადეთ, იყოთ მოწოდების სიმაღლეზე თქვენი შვილების თვალში. ნუ გამოიტანთ სააშკარაოზე თქვენს სისუსტესა და ნაკლს. როდესაც ბავშვები ხედავენ მშობლების სისუსტეს, ღელავენ და კარგავენ ორიენტაციას, რადგან მათ სხვა არავინ ჰყავთ, ვისზეც შეუძლიათ დაყრდნობა.

5. ბავშვს, რომელიც თავს პატარად და სუსტად გრძნობს, სურს – ჰყავდეს თავისზე ძლიერი, ურყევი ავტორიტეტი, რომელიც მას დაიცავს. ბავშვი ეძებს მშობლებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუკი სახლში ბავშვი ხდება მოწმე მშობლებს შორის კამათის და ჩხუბის, ხედავს ტყუილსა და არაგულწრფელობას, როგორ შეუძლიათ მშობლებს, ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ  შვილს კარგად აღზრდიან?

6. სჯობს, არასდროს ვცემოთ ბავშვს. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, თუკი ის ამას ნამდვილად იმსახურებს, ცოტა მოცხება მას არ ავნებს, მაგრამ იყავით ფრთხილად! არასოდეს დასაჯოთ ბავშვი, თუკი ბრაზობთ. თქვენ მის მეხსიერებაში დატოვებთ სიძულვილისა და ბოროტების შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობისა.

7. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მაინც გიწევთ ბავშვის დასჯა, თქვენი გამომეტყველება არ უნდა გამოხატავდეს არც სიბოროტეს და არც მტრობას: ბავშვს მალე დაავიწყდება მსუბუქად ცემა და სილის გაწვნა, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი სიძულვილითა და ბოროტებით სავსე მზერა.

8. ბავშვები მთლიანად უნდა ენდობოდნენ მშობლებს და ემორჩილებოდნენ მათ. ეს არის მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წესი. ასე იქცეოდა იესო ნაზარეთში, როდესაც 30 წელი ემორჩილებოდა თავის მშობლებს.

წყარო: https://316news.org/


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები