ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

by დაჩი პაპაშვილი 2 სექტემბერი, 2021
2 სექტემბერი, 2021 458 ნახვა

1541 წლის 27 აპრილს იმპერატორმა კარლოს მეხუთემ მოიწვია კრება რატისბონში (რეგენსბურგი) იმისათვის, რომ აღმდგარიყო წმინდა რომის იმპერიის რელიგიური ერთიანობა. შესავალ სიტყვაში იმპერატორმა თქვა, რომ რელიგიურმა განსხვავებებმა ევროპაში განხეთქილება მოიტანა და ამან საშუალება მისცა თურქებს, რომ თითქმის გერმანიამდე მოეღწიათ.

პაპი პავლე III ასევე იმედოვნებდა, რომ შერიგება მოხდებოდა. მან თავის წარმომადგენლად კარდინალი კონტარინი გაგზავნა, რომლის შეხედულებანიც გამართლების დოქტრინის შესახებ ლუთერის შეხედულებათა მსგავსი იყო. პროტესტანტებსაც მშვიდობა სურდათ. კათოლიკეები სჭარბობდნენ მათ და პროტესტანტებმა იცოდნენ, რომ მრავალი ტანჯვისა და დევნის გადატანა მოუწევდათ, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ. ჟან კალვინს უნდა ედევნებინა თვალყური სხდომების მიმდინარეობისათვის, მაგრამ მან განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის განსხვავებანი მეტისმეტად დიდი იყო იმისათვის, რომ უბრალო განხილვათა მეშვეობით მოგვარებულიყო.

მოლაპარაკებათა პროცესში კათოლიკურ მხარეს წარმოადგენდნენ ეკი, პფლაგი და გროპერი (Eck, Pflug, and Gropper). პროტესტანტების მხრიდან გამომსვლელნი გახლდნენ მელანქტონი, ბუტცერი და პისტორიუსი (Melanchthon, Bucer, and Pistorius).

პაპ პავლე მესამეს სურდა, რომ თავისი ძალაუფლების საკითხი მოგვარებულიყო პირველად. კონტარინი ხვდებოდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ამ საკითხს თუ ცოტა მოგვიანებით განიხილავდნენ. მოლაპარაკებანი წარმატებით წარიმართა ისეთ დოქტრინებთან დაკავშირებით, როგორებიც იყო პირველქმნილი ცოდვის, თავისუფალი ნების და გამართლების შესახებ მოძღვრებანი.

მოლაპარაკებათა დროს გვერდი აუარეს ეკლესიის ძალაუფლების საკითხს, როცა დაინახეს, რომ ორივე მხარე არათანაბარ მდგომარეობაში იყო და დაიწყეს საეკლესიო საიდუმლოებათა განხილვა, თუმცა ზიარებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კათოლიკეები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ პური მართლაც იქცეოდა ქრისტეს ხორცად და ამიტომ ეს პური უნდა გაღმერთებულიყო, ხოლო რეფორმატორები ამბობდნენ, რომ ზიარებისას ქრისტეს თანდასწრება იყო მხოლოდ, პური და ღვინო არ იქცეოდა ქრისტეს ხორცად და სისხლად და ზიარების სიმბოლოთა გაღმერთება კერპთაყვანისმცემლობა გახლდათ.

შერიგების საკითხმა კრახი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხებზეც ისაუბრეს კრების მონაწილეებმა, თუმცა უშედეგოდ.

შედეგად ორივე დენომინაციამ თავისი გზით განაგრძო სვლა. საბოლოოდ, ევროპა იქცა ქრისტიანთა დაპირისპირების ასპარეზად.

https://www.christianity.com


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები